ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლები
- ლექტორი სოსო ბერიძე
- შეხვედრები 1.5 თვე, 18 შეხვედრა - 36 სთ
-
დაწყების თარიღი
4 ნოემბერი
-
სამშაბათი 19:00 - 21:00 სთ
ხუთშაბათი 19:00 - 21:00 სთ
შაბათი 11:00 - 13:00 სთ

ღირებულება 990 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლების კურსის მიზანია, რომ კურსდამთავრებულმა შეძლოს ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების ფორმირება მონაცემთა ბაზის პროგრამირების PL/SQL ენის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომელიც დაკავშირებულია Oracle მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის პროფესიული პრობლემების გადაჭრასთან.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- PL/SQL ობიექტების შექმნა, მოდიფიკაცია და გაუქმება
- გამონაკლისების ეფექტურად მართვა
- Oracle მონაცემთა ბაზის სტანდარტული პაკეტებით სარგებლობა
- ობიექტის ტიპებთან და კოლექციებთან ეფექტურად მუშაობა
- მიზნის ფარგლებში განსაზღვრონ ამოცანების სპექტრი და აირჩიონ მათი გადაჭრის საუკეთესო გზები, მოქმედი სამართლებრივი ნორმების, არსებული რესურსებისა და შეზღუდვების საფუძველზე
სასწავლო კურსის წინაპირობები:
- სტუდენტს უნდა ჰქონდეს ORACLE SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების საკმარისი ცოდნა
- რეგისტრაცია https://www.oracle.com/ მისამართზე (უფასოა)
- ინგლისური ენის ცოდნა საშუალო (B1) დონეზე
- ინტერნეტთან წვდომა
- პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი
- Google account
ვის შეუძლია კურსის გავლა?
ნებისმიერს, ვისაც სურს შეიძინოს ცოდნა მონაცემთა ბაზების მიმართულებით
ლექტორის შესახებ
- სოსო ბერიძეს აქვს მონაცემთა ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობისა და დეველოპმენტის (C, C++, Java, .NET) 20 წლიანი გამოცდილება.
- 2018 წლიდან დღემდე დასაქმებულია ეროვნულ ბანკში, სადაც 2020 წლიდან იკავებს აპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოზიციას IT დეპარტამენტში.
- 2018 წლიდან დღემდე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle) და PL/SQL მიმართულებით.
- 2020 წლიდან დღემდე არის ISSP ტრენინგ ცენტრის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle, MS SQL), PL/SQL და T-SQL მიმართულებით.
- ის არის Oracle-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი - Oracle Database SQL Certified Associate და Microsoft Technology Associate: Database Fundamentals
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜