მენიუ
banner banner
IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლები

ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლები

ღირებულება 990 ₾ 750 ₾

განვადებით თვეში 23 ₾-დან



რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი


ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლების კურსის მიზანია, რომ კურსდამთავრებულმა შეძლოს ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების ფორმირება მონაცემთა ბაზის პროგრამირების PL/SQL ენის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომელიც დაკავშირებულია Oracle მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის პროფესიული პრობლემების გადაჭრასთან.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ: 

  • PL/SQL ობიექტების შექმნა, მოდიფიკაცია და გაუქმება 
  • გამონაკლისების ეფექტურად მართვა
  • Oracle მონაცემთა ბაზის სტანდარტული პაკეტებით სარგებლობა
  • ობიექტის ტიპებთან და კოლექციებთან ეფექტურად მუშაობა
  • მიზნის ფარგლებში განსაზღვრონ ამოცანების სპექტრი და აირჩიონ მათი გადაჭრის საუკეთესო გზები, მოქმედი სამართლებრივი ნორმების, არსებული რესურსებისა და შეზღუდვების საფუძველზე

სასწავლო კურსის წინაპირობები: 

  • სტუდენტს უნდა ჰქონდეს ORACLE SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების საკმარისი ცოდნა
  • რეგისტრაცია https://www.oracle.com/ მისამართზე (უფასოა)
  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო (B1) დონეზე 
  • ინტერნეტთან წვდომა
  • პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი
  • Google account

ვის შეუძლია კურსის გავლა?

ნებისმიერს, ვისაც სურს შეიძინოს ცოდნა მონაცემთა ბაზების მიმართულებით

ლექტორის შესახებ

  • სოსო ბერიძეს აქვს მონაცემთა ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობისა და დეველოპმენტის (C, C++, Java, .NET) 20 წლიანი გამოცდილება.
  • 2018 წლიდან დღემდე დასაქმებულია ეროვნულ ბანკში, სადაც 2020 წლიდან იკავებს აპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოზიციას IT დეპარტამენტში.
  • 2018 წლიდან დღემდე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle) და PL/SQL მიმართულებით.
  • 2020 წლიდან დღემდე არის ISSP ტრენინგ ცენტრის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle, MS SQL), PL/SQL და T-SQL მიმართულებით.
  • ის არის Oracle-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი - Oracle Database SQL Certified Associate და Microsoft Technology Associate: Database Fundamentals

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

მსგავსი კურსები

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.

ყველა კურსი