0
მენიუ
banner banner

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი
ლექტორი
ფორმატი
ფიზიკურად+ონლაინ
7 თვე • შეხვედრა • სთ
თარიღი
14 სექტემბერი
სამშაბათი 20:00-22:30 სთ პარასკევი 20:00 - 22:30 სთ
ღირებულება
2700 ₾ 2500 ₾


შეხვედრების განრიგი

ინტერიერის დიზაინის თეორიული ნაწილი და Archicad-ის შეხვედრები ჩატარდება სამშაბათსა და პარასკევს, 3Ds Max-ისა და ექსტერიერის დიზაინის შეხვედრები - სამშაბათსა და ხუთშაბათს. 

შეხვედრების დიდი ნაწილი ჩატარდება ჰიბრიდულად. 

ინტერიერის დიზაინის და მენეჯმენტის კურსის მიზანი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან. კურსი მოიცავს პრაქტიკული უნარების განვითარებას, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასა და პროფესიული ბრენდის შექმნას.

კურსის ტექნიკური წინაპირობები

  • შესაბამისი კომპიუტერული უზრუნველყოფა
  • პროგრამები: Archicad, 3Ds Max, Corona, ფოტოშოპი

ლექტორების შესახებ:

ანი რატიანი

  • ანი რატიანი არის არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი და ლექტორი მრავალწლიანი პროფესიული და აკადემიური გამოცდილებით;
  • აქვს არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, სივრცეების დაგეგმარების, ტექნიკური ნახაზებისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • კარიერის განმავლობაში მუშაობდა Tory Development-ში, Design Atelier-ში (Domus LTD), „კაფელის სახლში“ და Khedi•ხედი-ში არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის პოზიციებზე;
  • 2021 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის ტრენერი,  2023 წლიდან კი იკავებს ასისტენტ-პროფესორის პოზიციას კავკასიის უნივერსიტეტში;
  • 2025 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
  • მიღებული აქვს არქიტექტურის ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე;
  • ფლობს Archicad, Autodesk Revit, 3D Max, V-Ray, Corona, AutoCAD და Adobe Photoshop პროგრამებს და გავლილი აქვს შესაბამისი პროფესიული სასწავლო კურსები;
  • 2015 წელს თბილისის განვითარების ფონდის კონკურსში ურბანული განვითარების საუკეთესო იდეის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა, ხოლო 2018/2019 წლებში იყო თბილისის მერიის სტიპენდიანტი, როგორც წარჩინებული მაგისტრანტი;
  • ანი პროფესიულ პრაქტიკას წარმატებით უთავსებს აკადემიურ საქმიანობას და სტუდენტებს უზიარებს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე რეალურ პროექტებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ გამოცდილებას.
  • პორტფოლიო: https://www.behance.net/aniratiani11

ლევან ღავთაძე

  • არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი;
  • Modulus Project-ის დამფუძნებელი;
  • მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში.
  • პორტფოლიო: https://www.artstation.com/lghavtadze

ლექტორის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მალე დაემატება.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი რეგისტრაცია ➜

დაკავშირებული პროფესიები

გრაფიკული დიზაინერი პროექტ მენეჯერი არქიტექტორი მენეჯმენტის კონსულტანტი ილუსტრატორი პროცესების გაუმჯობესების სპეციალისტი გრაფიკული ილუსტრატორი ინტერიერის დიზაინერი უძრავი ქონების ანალიტიკოსი

★★★★★

კურსის შეფასებები

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

მსგავსი კურსები

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
UX/UI დიზაინის კურსი

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

ყველა კურსი

სასურველი კურსები