0
მენიუ
banner banner
AI IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი
ლექტორი
ფორმატი
Online
7 თვე • 32 შეხვედრა • 64 სთ
თარიღი
სექტემბერი
ღირებულება
2700 ₾
განვადებით 84 ₾-დან
მომდევნო ჯგუფი
თარიღი 4 სექტემბერი
გრაფიკი
სამშაბათი 20:00 - 22:00 სთ პარასკევი 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება
2700 ₾

ინტერიერის დიზაინის და მენეჯმენტის კურსის მიზანი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან. კურსი მოიცავს პრაქტიკული უნარების განვითარებას, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასა და პროფესიული ბრენდის შექმნას.


ინტერიერის დიზაინის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის კონსტრუირების დიზაინის ძირითადი პრინციპები: სტუდენტები შეისწავლიან არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის კონსტრუირების ძირითად პრინციპებსა და მათ ურთიერთკავშირს;
  • პროგრამები: სტუდენტები დაეუფლებიან ARCHICAD-ს, 3Ds Max-ს, Sketchup-სა და Bazis Woodworker პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროექტების ეფექტურად შექმნასა და ვიზუალიზაციაში;
  • ავეჯის კონსტრუირება: საშუალებას მისცემს სტუდენტს ინტერიერის დიზაინის პროფესიის პარალელურად შეისწავლოს ავეჯის კონსტრუირება და გაეცნოს ბაზარზე არსებულ ავეჯის წარმოების სპეციფიკასა და ტექნიკურ მაკომპლექტებლებს;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა: სტუდენტები ისწავლიან, როგორ უნდა მოამზადონ და მართონ ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • სტილისტიკის ცოდნა: სტუდენტები შეძლებენ დაარეგულირონ და გაარჩიონ სხვადასხვა დიზაინის სტილები და მათი მახასიათებლები;
  • კომუნიკაციის უნარები: სტუდენტები ისწავლიან, როგორ უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია დამკვეთებთან, შოურუმებთან და სავაჭრო ობიექტებთან;
  • პროექტის მართვა: სტუდენტები შეძლებენ პროექტების მართვას, მათ შორის ეტაპებად დაყოფასა და დროის მენეჯმენტს;
  • ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტირება: სტუდენტები დაეუფლებიან პროექტის ხარჯთაღრიცხვასა და ფინანსური დაგეგმვის პროცესებს;
  • პერსონალური ბრენდის შექმნა: სტუდენტები შეძლებენ საკუთარი პროფესიული ბრენდის განვითარებას და სოც. მედიის ეფექტურ გამოყენებას;
  • ტენდენციების ანალიზი: სტუდენტები ისწავლიან, დიზიანის სფეროს ტენდეციების ანალიზსა და პროგნოზირებას.

ინტერიერის დიზაინის ტექნიკური წინაპირობები

ტექნიკური წინაპირობები:

  • Windows 10, 11
  • Apple-ს გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია Windows-ის ჩაწერა, დამატებით macOS-თან ერთად.
  • სასურველია ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი შემდეგი მახასიათებლებით (მოკლე მონახაზი):
    • CPU - პროცესორი i5, i7 მე-6 თაობა და ზევით ან ექვივალენტური AMD ან MAC
    • RAM - ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ 16GB და ზევით
    • GPU - ვიდეო ბარათი 2GB ან მეტი ვიდეო მეხსიერება. NVIDIA GTX 960 და ზევით ან ექვივალენტური AMD და ზევით
    • მხოლოდ ინტეგრირებული ვიდეო ბარათი არ არის საკმარისი

ლექტორების შესახებ ინფორმაცია მალე განახლდება

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

დაკავშირებული პროფესიები

გრაფიკული დიზაინერი პროექტ მენეჯერი არქიტექტორი მენეჯმენტის კონსულტანტი ილუსტრატორი პროცესების გაუმჯობესების სპეციალისტი გრაფიკული ილუსტრატორი ინტერიერის დიზაინერი უძრავი ქონების ანალიტიკოსი

კურსის შეფასებები

“ჩემი მიზანი ბავშვობის ოცნების ასრულება იყო - თავად დამეპროექტებინა ჩემი ოცნების სახლი და კურსის გავლის შემდეგ ასეც მოხდა. კურსის განმავლობაში ვისწავლე ArchiCad-თან, Photoshop-თან და 3D MAX-თან მუშაობა, ასევე, ის თეორიული მასალა, რომელიც მომხმარებლისათვის სასურველი სივრცისა და ამავე სივრცის დიზაინის შექმნაში დამეხმარება. რაც შეეხება ლექტორს, ლელი შევჩენკო, თავისი საქმის პროფესიონალია.” სრულად ➜
“კურსთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი მქონდა, საბოლოოდ ის შედეგი მივიღე, რასაც ველოდი, რა თქმა უნდა, ჩემი და ლექტორის ერთობლივი ძალისხმევით. ვისწავლე ძალიან ბევრი რამ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ განვვითარდი ამ სფეროში და შევიძინე ახალი უნარები, რომლებსაც ეფექტურად გამოვიყენებ საქმიანობაში.სმარტ აკადემიამ ჩემი მოლოდინები სავსებით გაამართლა. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, ვისაც საკუთარი თავის განვითარება სურს, თქვენთან უნდა მოხვდეს.” სრულად ➜
მაქსიმალურად იყო ჩართული ამ პროცესში, ლექციის დასრულების შემდეგაც ან დასვენების დღეებშიც არ იზარებდნენ ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემას, ასევე ხშრად უწევდა სალექციო საათებს კიდევ რამოდენიმე საათის დამატება, რათა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა ჩვენთვის
კურსი გამოირჩეოდა როგორც შინაარსის სიღრმით, ისე ტექნიკური კომპონენტების მრავალფეროვნებით. პროგრამა მოიცავდა თეორიულ საფუძვლებს და პრაქტიკულ დავალებებს, რაც საშუალებას მაძლევდა, ცოდნა რეალურ სივრცეებში გამომეცადა. ლექტორები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში, ხშირად გვითმობდნენ დამატებით დროს სალექციო საათების მიღმა, რაც ქმნიდა მეგობრულ და მოტივირებულ გარემოს. კურსის დასრულების შემდეგ, მაქვს მყარი საფუძველი, რომ შევქმნა თანამედროვე, ტექნიკურად გამართული და ესთეტიკურად დახვეწილი ინტერიერი.
ძალიან კმაყოფილი ვარ, ახსნილი მასალაც და კითხვებზე პასუხიც არის მაქსიმალურად ამომწურავი. ასევე ძალიან მომწონს, რომ ლექტორი გვბუსტავს თავდაჯერებულობით, ოპტიმიზმითა და მთელი შემართებით.
მრავლისმომცველი და ძალიან საინტერესო მასალა არის, ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია მივიღე პროფესიულად.
ძალიან კმაყოფილი ვარ, თითოეული ლექტორი მთელი გულით არის ჩართული ჩვენს განვითარებაში, ვაფასებ მათ ფულრწფელ შრომას და დიდი მადლობა, რომ არ გვაძლევთ საშუალებას მოტივაცია დავიგდოთ.
კურსის მუშაობა კარგად იყო ორგანიზებული, გამართული პლატფორმა საშუალებას გვაძლევდა ნებისმიერ დროს გვქონოდა წვდომა ,,კლასრუმთან" და გვესარგებლა საჭირო რესურსებით.ამ დროის განმავლობაში მუდამ იგრძნობოდა თანადგომის მზაობა, რისთვისაც მადლობას გიხდით.
ძალიან ბევრი რესურსი ჩადო თითოეულმა ლექტორმა და მადლობა მათ ამისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ინტერიერის დიზაინთან ერთად ჩვენი ფსიქოლოგებიც კი იყვნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ სტიმული მოეცათ განვითარებისათვის.
ლექტორების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და შემდგომში მათი მხრიდან ჩართულობა, როცა დამატებითი კითხვები მიჩნდება 10/10 ბატონი დავითი სრულად ორიენტირებულია, რომ ინფორმაციის მოწოდებას არ ჰქონდეს შაბლონური სახე და მუდმივად ცდილობს მაგალითების მოყვანითა თუ სიღრმეებში შესვლით, სრულყოფილად ავითვისოთ საკითხი. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ პირველ ერთ საათს იმას უთმობს, რომ მოტივაცია მოგვცეს და არ დავნებდეთ, არც სირთულეებმა შეგვაშინოს, რაც ძაააალიან მჭირდებოდა მე პირადად. ასევე, ძალიან მადლიერი ვარ ბატონი გიორგის, რომელიც დაუზარლად მუდმივად მპასუხობს ყველა კითხვაზე პროექტთან დაკავშირებით და სულ იგრძნობა მისი მხარდაჭერა.
კარგად ორგანიზებული და ბევრისმომცველი კურსია, რაც შეეხებათ ლექტორებს თავიანთი საქმის პროფესიონალები, მცოდნე და გამოცდილები არიან <3
სასწავლო პროცესით ძალზედ კმაყოფილი ვარ, განვლილი მასალაში არანაირი კითხვა არ მაქვს, იმდენად ამომწურავია ჩვენი ლექციები რომ შეუძლებელია ვერ გავიგო რაიმე.
ყველა თემა საინტერესოა და ძალიან კარგადაა აწყობილი კურსი. ძალიან კმაყოფილი ვარ.
"ჩემი მიზანი იყო შემესწავლა ინტერიერის დიზაინის სფერო და ახალ პროფესიას დავუფლებოდი.კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, რადგან ვისწავლე იმაზე მეტი, ვიდრე სილაბუსით იყო გათვალისწინებული.ლელი არის არაუჩველებრივი ადამიანი, ყველაფერს ამომწურავად და მსმენელისთვის გასაგებად ხსნის." სრულად ➜
ყველა თემა ერთმანეთის თანმიმდევარი და საინტერესოა. კურსის მსვლელობაში არაფერს შევცვლიდი.
მომეწონა კურსი, ვთვლი რომ მზად ვარ ახალი პროფესიით გავიდე ბაზარზე. ყველა ლექტორი შესანიშნავია <3
ყველა თემა განსაკუთრებული და საინტერესო იყო ჩემთვის არაფერი არის “ზედმეტი”. მიჭირს რომელიმეს გამორჩევა, თუმცა ობიექტზე აზომვების ჩატარება და ამ ყველაფრის პროგრამაში გადატანა იყო გამორჩეულად საინტერესო.
კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ კონკრეტულად ის თეორიული ნაწილი გავიარეთ რაც უშუალოდ გვჭირდება - ამიტომ საინტერესო იყო. ასევე დასაფასებელია ლექტორების მონდომება, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გადმოგვცენ მაქსიმალურად და აქვთ მიზანი, რომ ბაზარი გააჯანსაღონ.

მსგავსი კურსები

UX/UI დიზაინის კურსი

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.

ყველა კურსი

სასურველი კურსები