0
მენიუ
banner banner

კატეგორიის მენეჯმენტი საცალო გაყიდვებში - რატომ გვჭირდება კატეგორიის სტრატეგიული მართვა



 ✨ 24 იანვარს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს კატეგორიის მენეჯმენტის უფასო ღია ლექციაზე "კატეგორიის მენეჯმენტი საცალო გაყიდვებში - რატომ გვჭირდება კატეგორიის სტრატეგიული მართვა"

☀️ ვინ არის ანა ვეზირიშვილი?

 ? ანა ვეზირიშვილი არის მარკეტინგის მენეჯერი Gianti Logistics-ში;
 ? 
ანას კარიერა საცალო ვაჭრობის სფეროში 2019 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საკანცელარიო ნივთების, საკვებისა და თავის მოვლის საშუალებების სფეროებში, შესაბამისად, მისი ცოდნა მოიცავს სხვადასხვა სავაჭრო სივრცეებსა და არხებში სხვადასხვანაირი პროდუქციის გაყიდვის ციკლის დაგეგმვა და პროცესების გაძღოლას;
 ✨ ვაჭრობის ინდუსტრიაში არაერთხელ უხელმძღვანელია სასკოლო სეზონისა და საახალწლო, წარმატებული პროექტებისთვის. პროექტის ფარგლებში განსაზღვრავდა გასაყიდი პროდუქციის ასორტიმენტს, საწყობთან და მომარაგების სამსახურთან ერთად გეგმავდა გასაყიდი წერტილების მომარაგების უწყვეტ ციკლს, კურირებდა მერჩენდაიზერებისა და კონსულტანტების გუნდს;
 ✨ მონაწილეობდა soplidan.ge პლატფორმისა და veli.store-ს შერწყმის პროცესებში, რა დროსაც მისი კარიერა ელექტრონულ კომერციას დაუკავშირდა და საფუძვლიანად შეისწავლა ელექტრონული კომერცია;
 ✨ პროდუქტის განვითარების მენეჯერის ამპლუაში ყოფნის ფარგლებში იგი არაერთხელ გაძღოლია პროდუქტის გაყიდვის სრულ ციკლს, რომელიც მოიცავდა მარკეტინგულ აქტივობებსა და ფილიალებთან მჭიდრო კომუნიკაციას;
 ✨ იგი მუდმივ რეჟიმში ეცნობა ყველა იმ სიახლეს, რომელიც ქართულ და უცხოურ ბაზარზე იგეგმება და მუდამ მზადაა ცოდნის მიღებისა და გაზიარებისთვის. 

? დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული 


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

UX/UI დიზაინის კურსი

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.
უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსი

უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსი

უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს უძრავი ქონების კომერციული მართვისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა და უნარები მარკეტინგის, გაყიდვების, CRM-ისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.
IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.

ყველა კურსი

სასურველი კურსები