0
მენიუ
banner banner

ადამიანური კაპიტალი - როგორ ვმართოთ ადამიანური რესურსები

📌 15 მარტს, 20:00 საათზე, ჩატარდება ღია ლექცია: „ადამიანური კაპიტალი - როგორ ვმართოთ ადამიანური რესურსები “

📌 მარიამ ხაჭაპურიძე, ლერი მდინარაძე და დეა დარბაიძე ისაუბრებენ HR მენეჯერის როლისა და ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების შესახებ და მიმოიხილავენ სასწავლო პროგრამას, რომელსაც სმარტ აკადემიაში უძღვებიან

⭐️ ლექტორების შესახებ

📌 მარიამ ხაჭაპურიძე

📌 არის HR ბიზნეს პარტნიორი 8-წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR სფეროში;
📌 იგი მუშაობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიაში რეგიონული HR მენეჯერის, HR ბიზნეს პარტნიორისა და HR მენეჯერის პოზიციებზე, რომელთა ფარგლებშიც იგი HR-ის სრულ ციკლს მართავდა: ტალანტების მოზიდვა, შერჩევა, რეკრუტინგი და შენარჩუნება, Employee Experience, HR პროექტები, დამსაქმებლის ბრენდირება, ტალანტების განვითარება, L&D, C&B;
📌 ამჟამად მარიამი ფრილანსერია. იგი სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიას ეხმარება HR სტრატეგიისა და შეფასების სისტემების დანერგვაში, HR პროექტების განხორციელებასა და რეკრუტინგში. იგი კონსულტაციებს უწევს მსხვილ და start-up, ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა e-commerce, ფინ-ტექი, ტექი, რითეილი, ა.შ;
📌 საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარების მიზნით, მარიამი ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა სასწავლო აკადემიასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

📌 ლერი მდინარაძე

✨ არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია UpGaming-ის HR ბიზნეს პარტნიორი;
📌 იგი ბოლო რამდენიმე წელი მუშაობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში IT და Tech ტალანტების რეკრუტინგში, დამსაქმებლის ბრენდის შექმნაში, Performance Management-ში, HRM სისტემების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში;
📌 მისი 8-წლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის, საცალო ვაჭრობასა და საგანმანათლებლო ინდუსტრიებს. მას საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილებაც აქვს;
📌 ლერის აქვს მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებში.

✨ დეა დარბაიძე

✨ აქვს 8-წლიანი სამუშაო გამოცდილება HR სფეროში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე;
📌 მუშაობდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში ადმინისტრირებისა და რეკრუტინგის მიმართულებით;
📌 აქტიურად ხელმძღვანელობდა ადამიანური რესურსების ადმინისტრირების პროცესების გამართვასა და HRM სისტემების დანერგვას სხვადასხვა ორგანიზაციაში;
📌 მუშაობდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა რითეილი და სამედიცინო ინდუსტრია;
📌 დეას აქვს ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში და მაგისტრის ხარისხი ზოგად მენეჯმენტში;
📌 ამჟამად იგი Evolution Georgia-ს HR ადმინისტრირების ხელმძღვანელია.


დასწრება თავისუფალია

დარეგისტრირდი ღია ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია დასრულებულია


სხვა კურსები

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით.
ფინანსების მენეჯმენტის კურსი

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.
კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.
Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.
არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.
მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

ყველა კურსი

სასურველი კურსები