მენიუ
banner banner

„თუ დიზაინი გაინტერესებს…“ - რჩევები „მონსტრების ანბანის“ შემქმნელისგან

„თუ დიზაინი გაინტერესებს…“ - რჩევები „მონსტრების ანბანის“ შემქმნელისგან

ქეთი ნიქაბაძე თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერია. სანამ საკუთარ თავს იპოვიდა, საქმიანობა 2-ჯერ შეიცვალა, შემდეგ კი სმარტ აკადემიაში კიდევ ორი მიმართულებით - UX/UI დიზაინისა და მოუშენ დიზაინის განხრით განივითარა უნარები: 

„გრაფიკული პროგრამებით 2010 წელს დავინტერესდი და ნელ-ნელა ინტერნეტში არსებული რესურსით პროგრამების სწავლა დავიწყე. პროფესიით ან ღვინის დეგუსტატორი უნდა ვყოფილიყავი, ან ინგლისურის მასწავლებელი, თუმცა უნივერსიტეტი ორივეჯერ მივატოვე. ხატვა ბავშვობიდან მიყვარს, ჩემი ძმაც მოქანდაკეა, ამიტომ ჩემთან ყველაზე ახლოს გრაფიკული დიზაინი ჩავთვალე“ 

მას შემდეგ წლები გავიდა. ახლა პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერია, თუმცა ცოდნის არეალის გაფართოებას არ წყვეტს. ამჯერად ამაში სმარტ აკადემია ეხმარება: 

„სმარტ აკადემიაში ორი განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მაინც ახლოს მყოფი კურსები გავიარე. ჯერ Adobe After Effects-სა და მოუშენ დიზაინის საფუძვლებს დავეუფლე. Adobe Premiere-ც ვიცი და ძალიან გამომადგებოდა მოძრავი გრაფიკის შესწავლა, თან მინდოდა, ჩემი ილუსტრაციებიც ამემოძრავებინა. შემდეგ ვებდიზაინის სწავლა გადავწყვიტე და UX/UI დიზაინის კურსიც დავხურე. 

 კურსის განმავლობაში ვისწავლე… 

After-ის კურსის ლექტორის, ლევან ზაზარაშვილის შესახებ ადრეც მსმენოდა და მისი ნამუშევრებიც ნანახი მქონდა, ამიტომ ბევრი არც მიფიქრია, ისე გადავწყვიტე კურსის მასთან გავლა. ძალიან მომწონს ის, რომ შემიძლია ჩემი გრაფიკული ნამუშევრები ავამოძრაო. After Effects-ი საკმაოდ რთული და კომპლექსური პროგრამაა, თუმცა ლევანი იმდენად კარგად ხსნიდა ყველაფერს, გაკვეთილის ბოლოს კითხვებს არ ტოვებდა. თუ ვინმეს მოუშენ დიზაინის სწავლა უნდა, ეს სიტყვები ნიშნად მიიღოს და გაიაროს ეს კურსი. 

რაც შეეხება UX/UI დიზაინს - დიზაინერისთვის არანაკლებ საინტერესოა ვებდიზაინის შესწავლა და იმ „ინსაითების“ გაგება, რაც ვებგვერდების უკან დგას. ძალიან დატვირთული და პროდუქტიული კურსი იყო. შემდეგ აუცილებელი პირობა პრაქტიკაა, ამის გარეშე საბოლოოდ არაფერი გამოდის. 

ახლა კიდევ ვარჩევ, რისი კურსი შეიძლება გავიარო სმარტ აკადემიაში. დარწმუნებული ვარ, შემდეგი კურსიც ისეთივე საინტერესო და ამომწურავი იქნება, როგორიც პირველი ორი იყო.“ 

დაახლოებით, ერთი წლის წინ, ქეთიმ შვილების ინსპირაციით ქართული ანბანის თითოეული ასო სხვადასხვა ფერის „მონსტრად აქცია“ და „მონსტრების ანბანი“ შექმნა:

„მონსტრების ანბანის კეთება თავისუფალ დროს, განტვირთვისთვის დავიწყე და შემდეგ ვეღარ მოვწყდი. სოციალურ ქსელში ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი. არაერთმა ონლაინგამოცემამ დაწერა და რამდენიმე ტელევიზიამ სიუჟეტიც მოამზადა. შემდეგ მსგავსი სტილის სასვენი ნიშნები და ციფრები შევქმენი. ახლა უკვე მონსტრების ანბანის გასაფერადებელი, სასწავლო ქარდები, სახელობითი დეკორატიული ბალიშები შეგიძლიათ ნახოთ, რომელსაც ჩემი მეგობრების სათამაშოების უსაყვარლეს მაღაზია „სამალავთან” ერთად ვაკეთებ. 

ეს პროექტი ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის, რაც შემიქმნია. ინსპირაცია ჩემი ტყუპი გოგოები არიან. მინდა, საინტერესოდ დაიწყონ ქართულ ენასთან ურთიერთობა. მალე, ანბანის ამოძრავებასაც ვფიქრობ და ძალიან მინდა ბავშვებისთვის სასწავლო ვიდეოების გაკეთება“, - გვიყვება ის. 

ქეთი დამწყებ დიზაინერებსაც სიახლეების სწავლისკენ უბიძგებს და რამდენიმე რჩევას აძლევს:

„ჩემი აზრით, გრაფიკული დიზაინი ის პროფესიაა, რომელშიც მუდმივად განვითარება გჭირდება. ყოველთვის შეგიძლია იპოვო ისეთი რამ, რაც შენს პროფესიაში ახლის აღმოჩენის საშუალებას მოგცემს, იქნება ეს მოუშენ გრაფიკა თუ რამე სხვა. დიზაინერებს ვურჩევდი, რომ მეტი დრო დაუთმონ შემოქმედებით საქმიანობას და სამუშაოს გარდა, საკუთარი თავის სიამოვნებისთვისაც აკეთონ რაღაცები, თუმცა როცა შენი პროფესია გიყვარს, ყველაფერს სიამოვნებით აკეთებ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი რუტინად იქცევა ხოლმე, მაგრამ რუტინასაც აქვს თავისი პლუსები, ამ დროს თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ზურგზე ვწევარ წყალში და დინებას მივყვები“, - ამბობს ქეთი. 

თუ დიზაინი შენც გაინტერესებს, იპოვე შენთვის საინტერესო მიმართულება აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია