მენიუ
banner banner

რატომ უნდა ისწავლო ციფრული პროდუქტების ტესტირება? - კურსდამთავრებულის ისტორია

რატომ უნდა ისწავლო ციფრული პროდუქტების ტესტირება? - კურსდამთავრებულის ისტორია

25 წლის გვანცა თავბერიძე მათ შორისაა, ვინც კარიერულ გზაზე სიახლეებს არ უშინდება, მაშინაც კი, თუ საქმე პროფესიის შეცვლას ეხება. მისთვის მთავარი სფეროს მიმართ ინტერესია. ამ ინტერესმა ბიზნესიდან ციფრულ სამყაროში გადანაცვლებისკენ უბიძგა:

„თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირება დავამთავრე, მაგრამ შემდგომ ჩემთვის ძალიან საინტერესო პროფესია აღმოვაჩინე და გადავწყვიტე, ამ მიმართულებით განვითარება. გავიარე სმარტ აკადემიაში ლელა გაბელაიას კურსი - ციფრული პროდუქტების ტესტირება", - გვიყვება გვანცა და კურსის შესახებ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: 

„ლელა გაბელაია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, საუკეთესო ლექტორთან და ხელმძღვანელთან ასოცირდება. ჩვენთვის, სმარტ აკადემიის სტუდენტებისათვის, ლელა არა მხოლოდ ლექტორი, არამედ გვერდით მდგომი მეგობარია, რომლის დახმარების იმედიც ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია გვქონდეს. მასალის ახსნისას რეალურ ქეისებზე დაფუძნებულ მაგალითებს იყენებდა, რაც კიდევ უფრო გვიმარტივებდა და საინტერესოს ხდიდა სწავლის პროცესს.

გვანცა სმარტ აკადემიის კურსის გავლის შემდეგ, ლექტორის რეკომენდაციით, კრედო ბანკში, ბიზნეს ანალიტიკის განყოფილებაში, ხარისხის უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე დასაქმდა:

„დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი, თავი აუცილებლად გამოეცადათ ამ სფეროში. ციფრული პროდუქტების ტესტირება ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელიც სამუშაოდაც ძალიან კომფორტულია, ანაზღაურებაც საკმაოდ კონკურენტულია და სამუშაო ადგილებიც მზარდია.“

თუ ციფრული პროდუქტების ტესტირება შენც გაინტერესებს, დარეგისტრირდი  კურსზე აქ. 


სხვა სტატიები

ყველა სტატია