მთავარი ბლოგი დასაქმება/კარიერა რატომ უნდა აირჩიო ინტერიერის დიზაინის კურსი სმარტ აკადემიაში
რატომ უნდა აირჩიო ინტერიერის დიზაინის კურსი სმარტ აკადემიაში
ინტერიერის დიზაინი ჩვენს ცხოვრებაში იმაზე დიდ როლს ასრულებს, ვიდრე წარმოგვიდგენია. სწორედ ამიტომაა, რომ სფერო მუდმივად ვითარდება, იზრდება და სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. გარდა იმისა, რომ სახლი, სადაც ვცხოვრობთ, სივრცე, სადაც ვმუშაობთ და ადგილები, სადაც ხშირად დავდივართ, ვიზუალურად დახვეწილი და სასიამოვნო უნდა იყოს, ამავდროულად, მნიშვნელოვანია ფუნქციურობაც.
გალთ ენდ თაგარტის კვლევის მიხედვით, საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის ზომა 2020-2024 წლებში საშუალოდ 19.2%-ით გაიზარდა და 2024 წელს, 5.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. განსაკუთრებით დიდი წილი - 3.6 მილიარდი დოლარი - სარემონტო მასალების ქვე-სექტორზე მოდიოდა.
ეს ციფრები მხოლოდ სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზრის ზრდას არ აჩვენებს, არამედ, იმ სივრცეების რაოდენობასა და მასშტაბზეც გვაფიქრებს, რომელთა შექმნას, განახლებასა და სწორად დაგეგმვას პროფესიონალის ცოდნა სჭირდება.
რატომ უნდა შეისწავლო ინტერიერის დიზაინი სმარტ აკადემიაში
ინტერიერის დიზაინერის მთავარი მიზანი სივრცის შესაძლებლობების სწორად გამოყენება და ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც პრაქტიკულობას, ვიზუალურ ჰარმონიასა და მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს აერთიანებს.
ცხადია, სწრაფად მზარდი ბაზარი და მასშტაბური პროექტები ავტომატურად მაღალ კონკურენციასა და დამკვეთების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნებს გულისხმობს.
სწორედ ამ გამოწვევებისა და ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, შევქმენით სმარტ აკადემიის ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის კურსი. კომპლექსური სასწავლო პროგრამა 7 თვის მანძილზე გრძელდება, 37 შეხვედრასა 4 გასვლითი მასტერკლასს აერთიანებს, რაც სტუდენტებს სფეროში პროფესიული და დამოუკიდებელი მუშაობისთვის საჭირო ყველა უნარს უვითარებს.
რას გააკეთებ კურსის ფარგლებში
- თეორიული საფუძვლები და ერგონომიკა: 0-დან შეისწავლი ფერთა თეორიას, მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევას, განათების შრეების/სცენარებისა და სივრცის სწორ ზონირებას მასშტაბისა და სტანდარტული გაბარიტების გათვალისწინებით.
- ტექნიკური ნახაზები ARCHICAD-ში: კურსის დასრულების შემდეგ, შეძლებ ყველაფერს: აზომვითი სამუშაოებიდან დაწყებული, იატაკის, ჭრილების, სანტექნიკისა და ელექტროობის დეტალური გეგმების შედგენით დასრულებული
- 3D ვიზუალიზაცია და ანიმაცია (3ds Max & V-Ray): შექმნი ფოტორეალისტურ რენდერებს, 360-გრადუსიან ხედებსა და კინემატოგრაფიულ ანიმაციებს. შეძლებ მართო განათება და ტექსტურები პროფესიონალურად.
- ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციები: გამოიყენებ Kling AI-სა და სხვა თანამედროვე AI ინსტრუმენტებს რენდერების გასაცოცხლებლად, ვიდეოკონტენტის დასაგენერირებლად, 3D მოდელებისა და ტექსტურების შესაქმნელად.
- ავეჯის კონსტრუირება: ისწავლი ავეჯის დაპროექტების საწყისებს და გაივლი BAZIS WOODWORKER-ში მუშაობის პრაქტიკას.
- ბიზნესმენეჯმენტი და პორტფოლიო: გაეცნობი დამკვეთთან კომუნიკაციის პრინციპებს, საფასო პაკეტებს, ხარჯთაღრიცხვასა და ხელშეკრულებებს. რაც მთავარია, კურსის ბოლოს რეალური, სრულყოფილ და ღირებულ პროექტს შექმნი პორტფოლიოსთვის.
ვისთვის არის ინტერიერის დიზაინის კურსი
ინტერიერის დიზაინის კურსი შენთვისაა, თუ გიყვარს:
- სივრცეების დაგეგმვა და ორგანიზება;
- გაქვს განვითარებული კრეატიული ხედვა;
- გაინტერესებს ფერები და მასალები;
- გსიამოვნებს დეტალებზე მუშაობა;
- გსურს იდეების 3D ვიზუალიზაციებად გარდაქმნა;
- გინდა შექმნა ფუნქციური და გამორჩეული სივრცეები.
კარიერული შესაძლებლობები ინტერიერის დიზაინში
ინტერიერის დიზაინის პროფესიაში შესაძლებლობები მრავალმხრივია. შესაძლოა, კურსის დასრულების შემდეგ აღმოაჩინო, რომ დაგეგმარების პროცესი მეტად გიზიდავს, ან სულაც - 3D ვიზუალიზაციებზე მუშაობა გირჩევნია და შეგიძლია, გახდე:
- ინტერიერის დიზაინერი;
- 3D ვიზუალიზატორი;
- ავეჯისა და სივრცის დიზაინერი
ვინ გაგიწევს მენტორობას კურსის განმავლობაში?
თვეების განმავლობაში, ცოდნასა და გამოცდილებას გაგიზიარებენ სფეროში აქტიურად მომუშავე პროფესიონალები: ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერები, არქიტექტორები და 3D ვიზუალიზაციის სპეციალისტები. მათი გამოცდილება დაგეხმარება, უკეთ დაინახო პროფესიის სხვადასხვა მხარე და თეორიული ცოდნა პორტფოლიოსთვის ღირებულ პრაქტიკულ ნამუშევრებად აქციო.