0
მენიუ
banner banner

მთავარი ბლოგი მენეჯმენტი “კონკრეტულად განვიხილავთ მო...

“კონკრეტულად განვიხილავთ მონაწილეების “ქეისებს” - ყველაფერი, რაც სტრატეგიული HR-ის კურსზე უნდა იცოდე

14 სექტემბერი 2026

#მენეჯმენტი #HR

“კონკრეტულად განვიხილავთ მონაწილეების “ქეისებს” - ყველაფერი, რაც სტრატეგიული HR-ის კურსზე უნდა იცოდე

სმარტ აკადემიაში, სასწავლო კურსების დაწყებამდე, მრავალმხრივ საინფორმაციო შეხვედრებს ვატარებთ. თითოეული ასეთი შეხვედრა უნიკალურ, მსუყე ინფორმაციას სთავაზობს როგორც უბრალოდ დაინტერესებულ მსმენელს, ასევე, კონკრეტული სფეროს პროფესიონალს, რომლის გულს და გონებას, ცოდნის გადახალისება და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება სწადია.

ამ ტიპის ღია ლექციებზე, ლექტორები პროფესიის შიდა სამზარეულოზეც საუბრობენ. უფრო კონკრეტულად კი იმაზე, რაც ხშირად, საჯაროდ სულაც არ ჟღერდება: რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ საკუთარ პროფესიაში, რა ანიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას ან პირიქით, რომელია საქმე, რომლის კეთებაც, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ეხალისებათ, მაინც უწევთ ხოლმე.

ღია ლექცია


თანამედროვე ბიზნესგარემოში, HR მენეჯერს, მხოლოდ ადმინისტრაციული და ოპერაციული პროცესების შემსრულებლად აღარ აღვიქვამთ. სტრატეგიული HR-ის მთავარი ამოცანაც, ამ ფარგლებს სცდება და კომპანიის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს თითოეულ დეპარტამენტსა თუ თანამშრომლის ინდივიდუალურ მიზნებთან აკავშირებს.

თავადაც მიხვდებოდი, რომ ამ მასტერკლასის სანახავად, არაერთი მიზეზი გაქვს. თუმცა, მაინც გეტყვით: შესრულების მართვა, შეფასების თანამედროვე მოდელები, უკუკავშირი, ტალანტების განვითარება, სწორი შერჩევა და თანამშრომელთა მოტივაცია ის თემებია, რომლის შესახებაც, ეთუნა ჟვანია უნიკალური პრაქტიკული გამოცდილებისა და მაგალითების საფუძველზე საუბრობს.

ვისთვის არის განკუთვნილი სტრატეგიული HR-ის კურსი?

სასწავლო პროგრამა განკუთვნილია HR სპეციალისტებისთვის, რომლებსაც შეფასების სისტემებისა და სამოტივაციო სქემების შესახებ საბაზისო ცოდნა უკვე აქვთ.

“მეორე მხრივ, კურსი შესაძლოა, ძალიან საინტერესო იყოს იმ ლიდერებისთვის, მენეჯერებისა და ბიზნესის მფლობელთათვის, რომელთაც ჰყავთ დაქვემდებარებულები და სურთ, უფრო ეფექტურად მართონ გუნდი, ჰყავდეთ მოტივირებული და პროდუქტიული თანამშრომლები, რომლებიც ამავდროულად, ძალიან კმაყოფილები იქნებიან კომპანიაში მუშაობით” - აღნიშნავს ლექტორი.

კურსის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მენტორების დახმარებით, მონაწილეები შეიმუშავებთ და დანერგავთ იმ ინსტრუმენტებსა და პროცესებს, რაც სამომავლოდ, თქვენ ყოველდღიურ საქმიანობაში დაგეხმარებათ. მენტორინგის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაც ხომ სწორედ ესაა. 

რას თემებს მოიცავს სტრატეგიული HR-ის კურსი

პროგრამის ძირითადი საკითხებია:

  • სტრატეგიული HR-ის როლი;
  • სამოტივაციო სქემები;
  • შეფასების სისტემები;
  • კონსტრუქციული უკუკავშირი;
  • ტრენინგები/განვითარება PDP (Personal Development Plan);
  • თანამშრომლების ჩართულობა.

პროგრამა დატვირთულია ვორქშოპის სტილის შეხვედრებით, დამოუკიდებელი სამუშაოებითა და კომპანიის ამოცანებზე მორგებული დავალებებით. როგორც ლექტორი ამბობს, მონაწილეებს 3 თვის განმავლობაში, მენტორების სრული მხარდაჭერა ექნებათ.

“პრაქტიკა თითოეული მონაწილის ინტერესსაა მორგებული. კონკრეტულად განვიხილავთ მათ ქეისებს, როგორც მონაწილეებთან, ისე მენტორებთან ერთად, რასაც როგორც წესი, დიდი სარგებელი მოაქვს და თან, საინტერესოდ მიმდინარეობს.”

რას შეძლებ სტრატეგიული HR-ის კურსის გავლის შემდეგ

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, შეძლებ პერფორმანსის სრული ციკლის მართვას. უფრო კონკრეტულად, სტრატეგიული და ინდივიდუალური მიზნების განსაზღვრასა და მათ ორგანიზაციულ მიზნებთან დაკავშირებას, KPI, MBO, OKR და 360° შეფასების მოდელების გამოყენებასა და SMART მეთოდოლოგიით მიზნების დასახვას.

ასევე, შეძლებ კონსტრუქციული უკუკავშირის, თანამშრომელთა განვითარებისა და მოტივაციის პროცესების მართვას: განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებას, ინდივიდუალური გეგმებისა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას, მოტივაციური სქემების შემუშავებასა და მათი ეფექტიანობის შეფასებას.

მენტორინგის პროგრამა დაგეხმარება თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის გაზრდაში, მიღებული შედეგების ანალიზში, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვასა და უკვე დანერგილი პროცესების მონიტორინგში.

შემოუერთდი სტრატეგიული HR-ის კურსს

HR-ის თანამედროვე მიდგომების სიღრმისეულად შესასწავლად, შემოუერთდი სტრატეგიული HR-ის პროგრამას სმარტ აკადემიაში. დამატებით გთავაზობთ HR კურსების ჩამონათვალსა და მათ შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. 

ასევე, არ გამოგრჩეს სტატია „10 ნიშანი, რომ HR-ის სფეროში ცოდნის განახლება გჭირდება“ და თავად შეაფასე, რამდენად გჭირდება ცოდნის გადახალისება.

რეგისტრაცია HR-ის კურსზე


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები