0
მენიუ
banner banner

დაჯილდოება 2026

დაჯილდოება 2026

24 მაისს სმარტ აკადემიაში წლის პირველი შემაჯამებელი ივენთი “დაჯილდოება 2026” აღვნიშნეთ.

ღონისძიება კომბინატის შთამბეჭდავ სივრცეში გაიმართა. სერტიფიკატი გადავეცით 426 სტუდენტს, რომლებმაც 2025 წლის ბოლო დაჯილდოების შემდეგ წარმატებით დაასრულეს სწავლა დიზაინის, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ტექ მიმართულებებზე. თითოეული სერტიფიკატი სტუდენტების შრომის, განვითარებისა და პროფესიული ზრდისკენ გადადგმული ნაბიჯის სიმბოლო იყო.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიამ ერთ სივრცეში შეკრიბა ადამიანები, რომლებსაც საერთო მიზანი აერთიანებთ - მუდმივი განვითარება, ცოდნის გაღრმავება და პროფესიული წარმატება.


სტუდენტები შეხვდნენ თავიანთ ლექტორებს, ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ და მიეღოთ უკუკავშირი და ერთად აღენიშნათ მიღწეული შედეგები.

განსაკუთრებული საჩუქრები სტუდენტებისთვის

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო იმ სტუდენტების დაჯილდოება, რომლებმაც სწავლის განმავლობაში განსაკუთრებული აკადემიური შედეგები მიიღეს.

100-ქულიან სტუდენტებს გადავეცით სპეციალური ვაუჩერები, რათა მონდომება, პასუხისმგებლობა და მაღალი შედეგები სტუდენტებისთვისაც მოტივაციის წყაროდ გვექცია.

სერტიფიკატებთან ერთად სტუდენტებს არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი დავახვედრეთ. ჩავატარეთ გათამაშებები, ქვიზები და გამარჯვებულებს სმარტ აკადემიის სასწავლო ვაუჩერებთან ერთად, ივენთის 15-მდე პარტნიორი კომპანიის პრიზები გადავეცით.

აკადემია, რომელიც ქმნის პროფესიონალების საზოგადოებას

ჩვენთვის განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლება, ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც სტუდენტები იძენენ პრაქტიკულ უნარებს, ავითარებენ პროფესიულ ხედვას და პროფესიონალი საზოგადოების ნაწილად იქცევიან.

სწორედ ამიტომ, „დაჯილდოება 2026“ იყო არა მხოლოდ დასრულებული სასწავლო ეტაპის შეჯამება, არამედ ახალი შესაძლებლობების, პროფესიული კავშირებისა და მომავალი წარმატებების დასაწყისი.

დღის მთავარი გმირები სწორედ სტუდენტები იყვნენ - ადამიანები, რომლებმაც საკუთარ განვითარებაში დრო, ენერგია და ძალისხმევა ჩადეს.

მადლობა ჩვენს სტუდენტებს ჩართულობისთვის, ლექტორებს მხარდაჭერისა და ცოდნის გაზიარებისთვის, პარტნიორ კომპანიებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის, ჩვენს გუნდს დაუღალავი შრომისთვის.

„დაჯილდოება 2026-ს“ თან სდევდა სიტყვა აღმოჩენა, რაც კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, რომ სამყარო სავსეა უსასრულო აღმოჩენებით და წარმატება იწყება სწავლის სურვილით, გრძელდება ყოველდღიური შრომით და აღინიშნება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამ გზაზე შენს გვერდით დგანან.


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები