სმარტ აკადემია Unlimited Summit-ის პარტნიორია!
საქართველოში პირველად, 25 აპრილს, კომბინატში, გაიმართება მასშტაბური ღონისძიება - Unlimited Summit, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც განვითარებას საზღვრები არ აქვს.
ღონისძიებაზე შეხვდებით:
- ფრილანსერებს
- ტექ სპეციალისტებს
- ციფრული ინდუსტრიის წარმომადგენლებს
- მარკეტერებს
- სტარტაპერებს
Unlimited Summit-ის ფარგლებში, 40-მდე სპიკერი გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას შემდეგი მიმართულებებიდან:
- ტექნოლოგიები და AI
- მარკეტინგი და ბრენდინგი
- ბიზნესი და მეწარმეობა
- კარიერული განვითარება
- და სხვა
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოისმინო რეალური ისტორიები, მიიღო პრაქტიკული რჩევები და დაამყარო ახალი პროფესიული კავშირები.
აღსანიშნავია, რომ სამიტზე სმარტ აკადემიის ლექტორებსაც შეხვდებით:
- დავით ჭიაბერაშვილი - ,,მოტივაციის მართვა''
- გიორგი ბასილაია - „ეფექტურობის ფორმულა AI-ის ეპოქაში: როგორ ვაქციოთ ტექნოლოგიური ქაოსი პროფესიულ უპირატესობად“
- ნინო წითლანაძე - „How to be your own brand“
გაეცანი აჯენდას: https://bliz.cc/EfeJ1J
შევხვდებით განათლების სივრცეში!