0
მენიუ
banner banner

სმარტ აკადემია Touch RGB-ის პარტნიორია

სმარტ აკადემია Touch RGB-ის პარტნიორია

სმარტ აკადემია Touch RGB-ის პარტნიორია

Touch Platform-ის ორგანიზებით, 3-4 აპრილს თბილისში რიგით მესამე საერთაშორისო ციფრული დიზაინის ფესტივალი, Touch RGB გაიმართება. 

ორდღიანი სამიტის ფარგლებში დაგეგმილია 20-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერის გამოსვლა, 30-ზე მეტი თემატური სესია და 10 პრაქტიკული ვორქშოფი. 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ეს არის სტრატეგიული პლატფორმა ცოდნის გასაღრმავებლად, პროფესიული კავშირების გასაფართოებლად და საერთაშორისო კონტაქტების დასამყარებლად, რაც მომავალში მსხვილ კოლაბორაციულ ბიზნეს-პროექტებში უნდა გადაიზარდოს.

სრული აჯენდის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://touch.ge/touchrgb26/agenda 

Touch RGB-ის პროგრამა სრულად უპასუხებს თანამედროვე ციფრული დიზაინის მთავარ საჭიროებებს და ფოკუსირდება სამ საკვანძო მიმართულებაზე:

  1. UI/UX დიზაინი - პროდუქტის განვითარების ფუნდამენტი;
  2. გენერირებული დიზაინი (კრეატივი, ხელოვნური ინტელექტი, ახალი მედიები) 
  3. Motion Design (3D, AR / VR / XR) - მომავლის ინტერაქციული ტექნოლოგიები.

ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული ნაწილების ბალანსს:

  • 3 აპრილს კონფერენციის მთავარ ნაწილს Expo Georgia-ს მე-11 პავილიონი უმასპინძლებს, სადაც აქცენტი იქნება ქინოუთ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებზე.
  • 4 აპრილს პროცესი D Block-ის სივრცეებში გაგრძელდება, სადაც ინტერაქციული სესიები და ვორქშოფები დაეთმობა უნარების პრაქტიკულ ათვისებას.

თუ სმარტ აკადემიის სტუდენტი ხარ, შეგიძლია ივენთის ბილეთი 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინო! 

პრომოკოდის მისაღებად მოგვწერე Facebook ან Instagram გვერდზე.



სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები