მენიუ
banner banner

CGI & VFX ციფრული ეპოქის შემოქმედებითი ძალა - წარმოსახვიდან რეალობამდე

CGI & VFX  ციფრული ეპოქის შემოქმედებითი ძალა - წარმოსახვიდან რეალობამდე

ალბათ ყველას გვაერთიანებს ბავშვობაში განცდილი იმედგაცრუება, როდესაც გავიგეთ რომ ჩვენი საყვარელი სუპერგმირები და მათი სუპერძალები კომპიუტერული გრაფიკის ნაყოფნი არიან.

მაგრამ იცით თუ არა, რომ  ეს "ილუზია" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი სფეროა? 

CGI & VFX ტექნოლოგიები თანამედროვე ვიზუალური კონტენტის საზღვრებს მუდმივად აფართოებს და გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ წარმოსახვითი სამყარო, სადაც ფიზიკის კანონები ჩვენს ილუზიებს ექვემდებარება. 


როდის დაიწყო და რატომ?

CGI-ის ინტეგრირების საჭიროება პირველად კინოსამყაროში წარმოიშვა, როდესაც რეჟისორთა ხედვა ტექნოლოგიურ შეზღუდვებს დაუპირისპირდა და მათი რეალობად ქცევა შეუძლებელ ან ძვირ ამოცანად იქცა.

სწორედ ამ დროს რეჟისორთათვის შემოქმედებით ხსნად მოვლენილმა ინოვაციამ (CGI & VFX) კინოინდუსტრიის ახალ ეპოქას დაუდო საფუძველი. 

შედეგად კომპიუტერული გრაფიკა პირველად გამოყენებულ იქნა 1973 წლის ფილმში “Westworld”, რამაც მალევე საფუძველი ჩაუყარა რთული CGI ეფექტების გამოყენებით, ყველასათვის ცნობილი ფილმების შექმნას, როგორებიცაა: "Star Wars" (1977), "Tron" (1982), "Jurassic Park" (1993). 

ამ ყოველივემ ცხადყო, რომ კომპიუტერული გრაფიკა არა მხოლოდ ტექნიკური ხრიკი, არამედ ხელოვნების ახალი ფორმაა. 


როგორ გამოიყენება დღეს? 

CGI უკვე დიდიხანია, რაც გასცდა კინოსამყაროს საზღვრებს და თავი ჩვენს ყოველდღიურობაში დაიმკვიდრა, განსაკუთრებით მარკეტინგისა და დიზაინის სფეროებში. 

ის საშუალებას აძლევს ბრენდებს შექმნან პროდუქტების ფოტორეალისტური 3D მოდელები, განათავსონ ისინი ნებისმიერ გარემოში, ან განახორციელონ რთული პროცესების ანიმაციური დემონსტრირება რეკლამებში. 

შესაბამისად, კომპიუტერული გრაფიკისა და ეფექტების საშუალებით პროდუქტთა აღქმა ჩვენთვის გაცილებით უფრო მარტივი გახდა, ვინაიდან ეს არის ეფექტური ტექნიკა წარმატებული ვიზუალური კომუნიკაციისათვის.



სად შევისწავლით?

თუკი ეს ბლოგი ბოლომდე ჩაიკითხე და ამ აბზაცსაც მოადექი, ესეიგი ნამდვილად მზად ხარ, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი განავითარო.

დღეს, როდესაც CGI & VFX- ის გამოყენების არეალი ასე მასშტაბურია, ამ ტექნიკების შესწავლა საუკეთესო ინვესტიციაა კარიერული ზრდისათვის. 

 სწორედ ამიტომ, სმარტ აკადემიის ახალი კურსი დაგეხმარება დაეუფლო CGI & VFX საფუძვლებს და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება ვიზუალური ეფექტების შექმნის პროცესში. 



გაიგე მეტი კურსზე ⬅️



სხვა სტატიები

ყველა სტატია