ეკატერინე მინდიაშვილი - ვიდეო მონტაჟის კურსის შესახებ

ეკატერინე მინდიაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა ვიდეო მონტაჟი - Adobe Premiere Pro-ს კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
რატომ გადაწყვიტე ვიდეო მონტაჟის სწავლა და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?
ვიდეო მონტაჟის სწავლა გადავწყვიტე, რადგან ბავშვობიდანვე მიზიდავდა ეს სფერო. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად მსურდა ცხოვრებაში მეკეთებინა. კურსზე რეგისტრაცია ჩემთვის იყო ბუნებრივი ნაბიჯი, რათა ცოდნა გამეღრმავებინა და ჩემი გატაცება პროფესიად მექცია.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
მანამდე კონკრეტული პროფესია არ მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ შემოქმედებითი სფერო ჩემი გზაა. ვიდეომონტაჟი ყოველთვის მაინტერესებდა, ამიტომ გადავწყვიტე სწავლა.
კურსმა მოლოდინები გაამართლა—თავიდან არაფერი ვიცოდი, ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე გამომდის და მომავალშიც აუცილებლად განვვითარდები. მონტაჟი ჩემთვის არა მხოლოდ უნარია, არამედ სიამოვნებაც და ვიცი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?
ყველა თემა ერთმანეთზე საინტერესო იყო, რადგან პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ეტაპობრივად შეგაყვაროს ეს სფერო. თითოეულმა ლექციამ ახალი რაღაც მასწავლა, რაც ჩემს განვითარებაში დიდი ნაბიჯი იყო.
გაგვიზიარე ვიდეო მონტაჟის ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები
გიორგი ძალიან მონდომებული, კომუნიკაბელური და პოზიტიური ადამიანია. მისი მიდგომა და ენერგია სწავლას ბევრად უფრო საინტერესოს და ეფექტურს ხდიდა. ის ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, დეტალებზე ყურადღებას ამახვილებდა და გვამოტივირებდა, რომ მეტი გვესწავლა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მონტაჟს ასე კარგად ავუღე ალღო და ეს სფერო კიდევ უფრო შემიყვარდა.
რა სირთულე შეგხვდა ვიდეო მონტაჟის კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?
კურსის განმავლობაში მთავარი სირთულე იყო ახალი პროგრამებისა და ტექნიკების შესწავლა, მაგრამ ლექტორისა და კურსელების მხარდაჭერით ყველაფერი გაცილებით მარტივი გახდა. გიორგი ყოველთვის მზად იყო, დეტალურად აეხსნა რთული საკითხები, ხოლო ჯგუფში ისეთი მეგობრული გარემო გვქონდა, რომ ყველა პრობლემას ერთად ვაგვარებდით. ამან არა მხოლოდ სწავლა გაამარტივა, არამედ პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა.
კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?
ვიდეო მონტაჟის კურსის გავლის შემდეგ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პროფესიულად—ვიდეომონტაჟი ჩემთვის არ არის მხოლოდ ჰობი, არამედ მომავალი პროფესია. უკვე ვიწყებ პროექტებზე მუშაობას და ვცდილობ, პრაქტიკაში დავხვეწო შეძენილი უნარები. კურსმა მომცა მყარი საფუძველი, რომ შემოქმედებითად და ტექნიკურად უფრო დახვეწილი ვიდეოები შევქმნა და ამ სფეროში პროფესიონალურად განვვითარდე.
როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?
სმარტ აკადემიაში სწავლა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. გარემო იმდენად თბილი და მეგობრული იყო, რომ სწავლა უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდა. ლექტორები თავიანთ საქმეში პროფესიონალები არიან, მაგრამ ამასთანავე ადამიანურადაც ძალიან მხარდამჭერები. განსაკუთრებით მომეწონა, რომ ყველაფერი პრაქტიკაზე იყო აგებული და რეალურად გვასწავლიდნენ იმას, რაც საქმეში გამოგვადგებოდა. მოკლედ, ვინც სწავლას აპირებს, დარწმუნებული იყოს, რომ აქ სწორ ადგილას მოხვდება.
ვიდეო მონტაჟის კურსზე რეგისტრაცია ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.
უყურე ვიდეო მონტაჟის მასტერკლასს Premiere Pro-ში ჩვენს YouTube არხზე.