გრაფიკული დიზაინი - კურსის შეფასება
გრაფიკული დიზაინის კურსი დასრულდა!
კურსის განმავლობაში სტუდენტებმა შეისწავლეს დიზაინის ძირითადი პროგრამები და შეიძინეს ის პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია პროფესიონალური და ესთეტიკური ნამუშევრების შესაქმნელად.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების შეფასებები და გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე უკუკავშირი:
“კურსი სრულყოფილადაა გამართული იმისთვის, რომ საქმიანობა გააგრძელო გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე. გიორგი საუკეთესო ლექტორია, ვისთანაც შეხება მქონია, პროფესიონალი, მეგობრული და ყურადღებიანი.”



“არანაირი ცოდნა არ მქონდა ამ სფეროში, მაგრამ ბავშვობიდან მინდოდა გავმხდარიყავი გრაფიკული დიზაინერი. დავიწყე ნულიდან და მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ. გიორგი საუკეთესო ლექტორია, რომელმაც მართლა მთელი ენერგია და დრო ჩადო კურსში და ბოლომდე მეხმარებოდა, რომ ყველაფერი გამომსვლოდა.”



“კურსი იდეალური იყო. ზუსტად ის წავიღე, რაც მსურდა და შინაარსობრივადაც იდეალურად მომერგო. მომეწონა ისიც, რომ სამივე (photoshop, illustrator, inDesign ) პროგრამას შევეხეთ და სამივე იდეალურად შევისწავლეთ. გიორგი არის იდეალური ლექტორი, ყველაფერს ხსნიდა გასაგებად, ბოლომდე ცდილობდა, რომ რაც ვერ გავიგეთ ან გამოგვრჩა, ჩვენამდე მოეტანა. დიდი გამოცდილებაც გაგვიზიარა და ჩვენთვის საჭირო ინფორმაციასაც გვაწვდიდა, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება მომავალში. სმარტ აკადემიის გუნდი იდეალურად მუშაობს. სასიამოვნოა მათთან კომუნიკაციაც და თანამშრომლობაც. გიორგიმ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, დამარწმუნა, რომ სხვა ლექტორებიც საინტერესო იქნებიან. ამიტომ, სიამოვნებით გავივლიდი კიდევ ბევრ კურსს თქვენთან.”



“სრული გულწრფელობით ვწერ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ გარემოთი, სმარტ აკადემიის გუნდით, ლექტორით, ლექციებით და მართლა ყველაფრით. ყველასთან ვამბობ ამას და ყველას ვურჩევ სმარტ აკადემიის კურსებს. გიორგი არის თავისი საქმის პროფესიონალი. ასეთი მონდომებული და დაუზარელი ლექტორი ისეთი იშვიათია, არ შეიძლება არ აღინიშნოს.”
თუ გსურს პროფესიონალური ნამუშევრების შექმნა და კრეატიულ ინდუსტრიაში შენი ადგილის დამკვიდრება, მაშინ გრაფიკული დიზაინის კურსი შენთვისაა, მოასწარი რეგისტრაცია.