0
მენიუ
banner banner

ვის სჭირდება MS EXCEL ბუღალტრების გარდა?

ვის სჭირდება MS EXCEL ბუღალტრების გარდა?

MS Excel მხოლოდ ბუღალტერიაში არ გამოიყენება. ეს მრავალფუნქციური ინსტრუმენტი პროფესიონალების ყოველდღიურობას უფრო პროდუქტიულს და ორგანიზებულს ხდის და ეხმარება მათ ეფექტურად გაართვან თავი სამუშაო პროცესს. ბლოგში გესაუბრები, თუ ვის სჭირდება MS Excel ბუღალტრების გარდა.


მარკეტერები

Excel-ს ისინი სარეკლამო კამპანიების გაანალიზებაში, ბიუჯეტის გაკონტროლებაში, კონტენტ კალენდრის შექმნისა და მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის იყენებენ.

პროექტ მენეჯერები

პროექტების მართვა გულისხმობს მრავალი დეტალის კოორდინაციას, Excel კი პროექტ მენეჯერებს გრაფიკის დაგეგმავასა და მონიტორინგში, რესურსების განაწილებასა და ბიუჯეტის კონტროლში ეხმარება.

მასწავლებლები

ექსელის საშუალებით ისინი ქმნიან ავტომატიზირებული ნიშნების ცხრილებს, გეგმავენ გაკვეთილებს, მონიტორინგს უწევენ მოსწავლეების დასწრებას და აფასებენ ტესტების შედეგებს.

მეწარმეები

მცირე ბიზნესის მფლობელებს Excel პროცესების მართვაში, ბიუჯეტის კონტროლში, გაყიდვების ანალიზსა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

HR მენეჯერები

HR მენეჯერი Excel-ს თანამშრომელთა მონაცემების გასამართად,  სამუშაო პროცესის ორგანიზებისთვის, რეკრუტინგის ანალიზისა და გუნდის ზრდისთვის იყენებს. 


თუ გსურს ეფექტურად გამოიყენო ექსელი შენს პროფესიაში, დაზოგო დრო და გაიმარტივო სამუშაო პროცესი, მაშინ დარეგისტრირდი კურსზე.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები