ინტერვიუ გრაფიკული დიზაინის ლექტორთან - სალი ძანაშვილი
დღეს, როცა კრეატიული პროფესიონალები მრავალი მიმართულებით მუშაობენ, გრაფიკული დიზაინი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მრავალფეროვან პროფესიად რჩება. ამ ინტერვიუში გაგაცნობთ სალი ძანაშვილს, გრაფიკულ დიზაინერს, რომლის პროფესიული გზა ინსპირაციად შეიძლება იქცეს, როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვის, ვინც კარიერის შეცვლაზე ფიქრობს.
სალი გვიყვება თავის ბავშვობის ოცნებაზე, როგორ გადააქცია ხატვისადმი სიყვარული წარმატებულ პროფესიად და რატომ არ კარგავს გრაფიკული დიზაინი აქტუალობას თანამედროვე ბაზარზე. ასევე გაიგებთ, რა უნარებია საჭირო, როგორია დიზაინის შექმნის პროცესი და რა ტიპის შესაძლებლობებს გთავაზობთ ეს სფერო.
რატომ გახდი გრაფიკული დიზაინერი და რა არის ის მთავარი, რაც მოტივაციას გაძლევს?
მე ვთვლი, რომ გამიმართლა რადგან ბავშობიდან მიყვარდა ხატვა და ვოცნებობდი სამხატვრო აკადემიაში სწავლაზე. როცა პროფესიის არჩევის დრო მოვიდა ჩემთვის პასუხი ნათელი იყო. ავირჩიე პროფესია, რომელიც ჩემს გატაცებას ფორმას მისცემდა და ამავე დროს უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდებოდა ბაზარზე. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ყველაზე მეტად რაც მოტივაციას მაძლევს ჩემს საქმეში მისი მუდმივი განვითარებაა. თუ ფეხს აუწყობ სიახლეებს ეს საქმიანობა მოსაწყენი არასდროს იქნება.
რა გიყვარს ყველაზე მეტად ამ პროფესიაში?
დიზაინზე მუშაობის პროცესი თავის ყველა საფეხურით ძალიან საინტერესოა. იდეებზე ფიქრი, ძიება, მერე ამ იდეების ვიზუალიზაცია და საკუთარი ნააზრევის საბოლოო პრეზენტაცია, დეტალებზე დაკვირვება და მუდმივად საკუთარი კრეატიულობის გამოცდა, და მაინც, საბოლოოდ ქუჩაში, ოფისებში თუ სოც ქსელებში საკუთარი ნამუშევრების ნახვა.
მოგვიყევი ერთ გამორჩეულ პროექტზე
როგორც ყველა საქმე, მათ შორის დიზაინერის საქმიანობაც, რაღაც ეტაპზე, შეიძლება რუტინული გახდეს. ჩემთვის ილუსტრაციების ხატვა ყველაზე სასიამოვნო პროცესია, თუმცა ყოველდღიურ საქმიანობაში ეს ნაკლებად მჭირდება. ამიტომ გამორჩეულად მიყვარს ერთერთი პროექტი, რაზეც არასამთავრებო ორგანიზაციასთან ერთად ვიმუშავე. შევქმენი ილუსტრაციები “SAFE BOX”-ისთვის, რომელიც მოწყვლადი ჯგუფის ჯანმთელობასთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა. პროექტი მოიცავდა ყუთების, ბროშურების, მაისურების, სტიკერების და ა.შ. დიზაინის შექმნას, პროცესში მქონდა სრული თავისუფლება შემექმნა ილუსტრაციები სამიზნე აუდიტორიის ესთეტიკიდან გამომდინარე. საბოლოო შედეგი კი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა.

რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ გახდე გრაფიკული დიზაინერი და რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია?
გრაფიკული დიზაინის ხიბლი ზუსტად იმაშია, რომ რეალურად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ პროფესიას დაეუფლოს. მთავარია სურვილი, მონდომება და შრომა. ხატვის უნარების ქონაც არაა აუცილებელი. თუ გაქვთ წარმოსახვის უნარი და შემოქმედებითი ადამიანი ხართ, პროგრამების ტექნიკურად შესწავლის შემდეგ გრაფიკული დიზაინერის დამწყებ საფეხურებზე დადგებით და დანარჩენ ცოდნას პრაქტიკაში მუშაობით, ცნობისმოყვარეობით და შემდგომი გამოწვევებით გაიღრმავებთ. ჩვენი პროფესია მუდმივად მოთხოვნადია და არასდროს კარგავს აქტუალობას. თუ კარგი პროფესიონალი ხართ საქმე არასდროს მოგაკლდებათ.
ვისთვის არის გრაფიკული დიზაინის კურსი?
ეს კურსი შექმნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს ნულიდან შეისწავლოს ეს პროფესია. შემოქმედებითობა და მონდომება სრულიად საკმარისია, დანარჩენი ყველა სხვა უნარის შეძენა კი სწავლის და მუშაობის პროცესშია შესაძლებელი.
რას ეტყოდი ადამიანს, რომელიც გრაფიკული დიზაინის სწავლას აპირებს, თუმცა ვერ იღებს გადაწყვეტილებას?
თანამედროვე სამყაროში ყველას გვიწევს პრაგმატული გადაწყვეტილების მიღება, არსებობს უამრავი პროფესია რაც ახლა ”უსაფრთხო” არჩევანი შეიძლება გეგონოთ. მაგრამ თუ გაქვთ სურვილი რომ აკეთოთ ის საქმე, რომელიც თან გეყვარებათ და თან მუშაობის პროცესი საინტერესო და სასიამოვნო იქნება, მაშინ გირჩევთ ცადოთ ამ საქმის შესწავლა. პროცესშიც მიხვდებით რამდენად ამოუწურავია გრაფიკული დიზაინის შესაძლებლობები, თუ შეიყვარებთ თქვენ პროფესიას და არ შეწყვეტთ განვითარებას ყოველთვის შეძლებთ დასაქმებას და კარიერულ წინსვლას ამ სფეროში.
გრაფიკული დიზაინის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ, თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.