ვინ გასწავლის ინტერიერის დიზაინსა და მენეჯმენტს სმარტ აკადემიაში
დავით კავლელაშვილი - საჯარო უწყებაში ლოჯისტიკისა და გადაზიდვების სპეციალისტი 18 წლიანი გამოცდილებით, რის შედეგადაც დააგროვა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება ტექნიკური საკითხების მართვის მიმართულებით. კარიერული განვითარების ამ ეტაპზე, დავითს ჩამოუყალიბდა განსაკუთრებული მენეჯერული და ბაზრის მოთხოვნებზე, როგორც ადაპტაციური ასევე მისი სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის უნარი.
დავითმა ქართულ ბაზარზე ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიის განვითარებამდე აღმოაჩინა მისი ინტერესი ამ სფეროს მიმართ და უკვე 6 წელია აქტიურად პოზიციონირებს ამ სფეროში. სწორედ მას ეკუთვნის ამავე ინდუსტრიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტები.
მისი კარიერული განვითარება მრავალპროფილურია, რაც შესაძლებლობას აძლევს მუდმივად განვითარდეს, როგორც პიროვნულად ასევე პროფესიულად. სწორედ, ამიტომ, დავითს 3 წლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და გაყიდვების, ასევე ტოპ მენეჯმენტის მიმართულებით. დღესდღეობით კონსულტირებას აქტიურად უწევს სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმატებულ ადამიანებს მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
მუდმივი სწავლა და განვითარება დავითის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, შესაბამისად მუდმივად ცდილობს მიღებული ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიაროს სხვა ადამიანებსაც, ახლა კი უკვე სმარტ აკადემიის სტუდენტებსაც.
გიორგი კავლელაშვილი - Art Line Group-ის ინტერიერის დიზაინერი და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი და თანაავტორი. არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში 4 წლიანი გამოცდილება, აღნიშნული ორი პროფესიის ერთიანობა მას კონცეფციურად ერთიანი და ჰარმონიული პროექტების შექმნაში ეხმარება.
გიორგისთვის მუდმივი განათლება და განვითარება მთავარი მოტივატორია კარიერულ გზაზე, სწორედ ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია გაუზიაროს სხვა ადამიანებს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება , რომელიც მისი საქმიანობის დროს დააგროვა.
გიორგი კოპაძე - არქიტექტორი (მაგისტრის ხარისხი), 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტორულ დარგში, როგორც საოფისე ასევე ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით.
გიორგიმ არქიტექტურის თანამდებობაზე მუშაობა თავდაპირველად საპროექტო ორგანიზაცია “მეგალითი”- ში დაიწყო, სადაც მან პროფესიონალი გუნდის ხელშეწყობით დეტალურად შეისწავლა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობები და ნორმატიული აქტები, რაც საჭიროა პროექტის რეალიზებისთვის.
აღნიშნულ საპროექტო ორგანიზაციაში 5 წლიან სამუშაო პროცესში ნამუშევარი აქვს სხვადასხვა სპეციფიკისა და სირთულის მქონე შენობა-ნაგებობებზე, როგორც სამოქალაქო, ასევე სამრეწველო მიმართულებით, რაც თავის მხრივ მოიცავს მრავალპროფილური? ცოდნის გაღრმავებას სამშენებლო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მასალებთან მიმართებაში.
2022 წლიდან გიორგიმ არქიტექტორული საქმიანობა განაგრძო Art Line Group-ში, სადაც შეიქმნა არაერთი საინტერესო და გამორჩეული პროექტი. ALG-ში, გაერთიანებულია, როგორც არქიტექტორული საქმიანობა, ასევე ინტერიერის დიზაინის მიმართულება, რამაც თითოეული პროექტი უფრო სრულყოფილი გახადა.პარალელურად,ი გიორგის მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ურბანულსა და არქიტექტორულ-ექსპერიმენტულ ვორქშოფში, ასევე ათობით სახელმწიფო და კერძო დაკვეთაზე. ამ ყველაფერთან ერთად, ის დღემდე აგრძელებს სწავლასა და განვითარებას, რადგან არქიტექტურა ეს ის სფეროა, სადაც სწავლა და ახალი აღმოჩენები ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბების შემადგენელი ნაწილია.
ანა ჯეირანაშვილი - სოციოლოგი, სტრატეგიული კომუნიკაციების მაგისტრი, ამ სფეროში 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
ანას კარიერა ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში, სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო, რისი საშუალებითაც მარტივად აიდენტიფიცირებს ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებს.
სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ ნათლად დაინახა, რომ რაც ყველაზე მეტად აინტერესებს და მის მთავარ ძლიერ მხარეს წარმოადგენს - ადამიანებთან კომუნიკაციაა.სწორედ ამიტომ, აღნიშნულ სფეროში მისი კარიერა Art Line Group-ში იწყება, სადაც პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციას იკავებს.
ანასთვის მთავარ მამოძრავებელ ძალას მუდმივი პიროვნული განვითარება წარმოადგენს. როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე დაკვირვებით, ეფექტური საკომუნიკაციო გეგმების შემუშავებით და ჯანსაღი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებით, Art Line Group ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ბაზარზე, ინტერიერის დიზაინის სფეროში, რასაც ცხადყოფს დასრულებული პროექტების რაოდენობა და კმაყოფილ მომხმარებელთა შეფასება.
ანას აზრით, კომპანიის, როგორც ბრენდის წარმატება და სამომავლო განვითარების პერსპექტივა ფუნდამენტურად დამოკიდებულია ბრენდსა და მომხმარებელს შორის არსებულ კომუნიკაციაზე, დაწყებული პოტენციურ მომხმარებლებთან პირველი კომუნიკაციით, დამთავრებული მარკეტინგული კამპანიებით.
ის თვლის, რომ მუდმივი განათლების, საერთაშორისო პრაქტიკის ტენდენციების შესწავლით და ამ საქმის სიყვარულის საფუძველზე, დროული და ეფექტურია მისი დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სმარტ აკადემიის სტუდენტებთან.
თუ გსურს შეისწავლო ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურისა და მენეჯმენტის საფუძვლები, დამოუკიდებლად შეიმუშაო პროექტები, მართო პროცესები და უზრუნველყო ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან, შემოგვიერთდი კურსზე.