მენიუ
banner banner

ყველაფერი სოც. მედია მარკეტინგის კურსის შესახებ

ყველაფერი სოც. მედია მარკეტინგის კურსის შესახებ

ბლოგში გესაუბრები სოც. მედია მარკეტინგის კურსთან დაკავშირებით, ხშირად დასმული კითხვების შესახებ


1. რა ხანგრძლივობისაა კურსი და როგორ ფორმატში მიმდინარეობს?

  • 2 თვე/8 კვირა
  • 15 შეხვედრა
  • ჰიბრიდული 

2. რა მეცოდინება და რას შევძლებ კურსის გავლის შემდეგ?

  • ისწავლი სოციალური მედიის მარკეტინგის გეგმის, SMART მიზნების შექმნას, ბრიფის დაწერას, სტრატეგიისა და ტაქტიკების შემუშავებას, გლობალური ბრენდების საუკეთესო მაგალითებზე
  • ისწავლი სოციალური მედიის პლატფორმებსა და მათ მთავარ მახასიათებლებს
  • ისწავლი Facebook და Instagram ფეიჯების შექმნასა და ბიზნეს მენეჯერის შექმნის სპეციფიკებს
  • გაიგებ თუ როგორ შექმნა და გააზიარო კონტენტი
  • როგორ მიაგნო სამიზნე აუდიტორიას ქივორდების ჰეშთეგებისა და ემოჯების გამოყენებით, სოც. მედიის კონტენტ გეგმის შედგენასა და მის ოპტიმიზაციას
  • როგორ შექმნა რეკლამა სხვადასხვა ობჯექთივით და გაანაწილო ბიუჯეტი, დასახო KPI
  • როგორ გაზომო წარმატება - მონიტორინგი და რეპორტინგი

3. რა მოხდება თუ ლექციას ვერ დავესწარი?

კურსის თითოეული ლექცია იწერება, ამიტომ, თუ გარკვეული მიზეზი გამო ლექციას გააცდენ, მეორე დღესვე შეძლებ შეხვედრის ჩანაწერით სარგებლობას. გაითვალისწინე, კურსის ყველა ჩანაწერზე წვდომა გექნება კურსის დასრულების შემდეგაც, 3 თვის განმავლობაში

4. კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გაიცემა?

სერტიფიკატის მისაღებად მინიმუმ 70 ქულა უნდა დააგროვო, ხოლო, 90+ წულის აღების შემთხვევაში კი გაივლი პრაქტიკას

5. მხოლოდ კურსის გავლით, გამოცდილების გარეშე, რამდენად მარტივია დასაქმება?

კურსი თავის მხრივ პრაქტიკულია, თუმცა 90+ ქულის აღების შემთხვევაში გაივლი დამატებით პრაქტიკას, რის დასტურადაც გადმოგეცემა სერტიფიკატი. შესაბამისად, მარტივად დაანახებ დამსაქმებელს, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად, გაქვს პრაქტიკული გამოცდილებაც

6. გადახდის რა მეთოდები გაქვთ?

გადახდა შესაძლებელია პირდაპირი გადმორიცხვით, ასევე სტანდარტული განვადების პირობებით, როგორც საქართველოს, ასევე TBC ბანკში; გარდა ამისა, შესაძლებელია ისარგებლო ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით, საქართველოს ბანკს აქვს 4 თვეზე უპროცენტო გადანაწილება, ტოპ ქარდს - 6 თვეზე, ხოლო კრედო ბანკს - 4 თვეზე

7. როგორ დამეხმარება სმარტ აკადემია სწავლის დასრულების შემდეგ?

ჩვენი სტუდენტებისთვის შევქმენით კარიერული განვითარების პროგრამა. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ, სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა, რომელიც მოიცავს:

  • დახურულ მასტერკლასებს
  • რეზიუმეების შექმნას/ოპტიმიზაციას
  • LinkedIn-ის პროფილის შექმნას/ოპტიმიზაციას
  • გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს
  • სამსახურის მოძიების სტრატეგიებს

ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში:

  • დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას
  • ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში

8. რა გამოცდილება აქვს ლექტორს?

  • ნათია ზარნაძე არის სოციალური და ციფრული მედიის მარკეტერი 7 წელზე მეტი გამოცდილებით. ამჟამად ის კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის ციფრული რეკლამისა და ანალიტიკის ხელმძღვანელია
  • მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას, როგორიცაა McDonald’s, Elit Electronics, Askaneli, Radisson Hotels, Adjara Group, PSP, TKT GE, Georgian Football Federation, Huawei Mobile, Lenovo Georgia & Armenia და სხვ
  • 2017-2019 წლებში ნათია იყო მარკეტინგული სააგენტო Gingers-ის სოციალური მედიის ხელმძღვანელი; 2020 წელს კი Meta Agency-ში სოციალური მედიისა და კონტენტის მიმართულების უფროსის პოზიციას იკავებდა
  • ნათიას აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს სხვადასხვა დროს მარკეტინგული კვლევების, არაციფრული მედიისა და მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას

თუ გსურს ისწავლო პროფესიონალისგან და გახდე სოციალური მედია მენეჯერი, დარეგისტრირდი კურსზე

სხვა სტატიები

ყველა სტატია