ინტერვიუ ლექტორთან - მარიამ ჯგუშია
მარიამ ჯგუშია არის კონტენტ მარკეტერი 8+ წლიანი გამოცდილებით სფეროში. ის ამჟამად ხელმძღვანელობს ახალი ციფრული საბანკო სერვისის, Silk-ის კონტენტ სტრატეგიას. წარსულში ამავე პოზიციაზე უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: adjarabet, Formula Creative, Rustavi 2, On.ge. მას აქვს კონტენტ და ციფრული დეპარტამენტების მართვის გამოცდილებაც სხვადასხვა კრეატიულ სააგენტოსა თუ მედიაში, მათ შორის Formula. სააგენტოში მუშაობის მანძილზე, როგორც კონტენტ ლიდი, ხელმძღვანელობდა ისეთი ბრენდების კამპანიებს, როგორიცაა: Rompetrol, Redbull, Natakhtari, ReIBank, HeidelbergCement, PepsiCo და სხვა.
კონტენტის მართვის პარალელურად, მარიამი ციფრულ სფეროსა და ქოფირაითინგთან დაკავშირებით პერიოდულად კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ბრენდსა და პროექტს, როგორებიცაა ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა FactCheck.ge. ასევე ის კონსულტაციას უწევს პოპულარულ ქართულ სერიალს - “ცვალებადი ნიშნები” - Gen Z თაობის დამახასიათებელი Tone of Voice-ის მორგებაში.
მარიამს ნათარგმნი აქვს სხვადასხვა ინგლისურენოვანი სტატია თუ ლიტერატურული ნაშრომი, მათ შორის რომანი “მალტის შევარდენი” და სტატიები Indigo-ს ჟურნალისთვის - “პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში”.
ახლა კი მზადაა თავისი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. ის სმარტ აკადემიაში წარუძღვება კურსს - კონტენტ სტრატეგია და მენეჯმენტი. ამ ბლოგში კი მოგვიყვება, თუ ვინ არის კონტენტ მენეჯერი, ვისთვის არის ეს პროფესია და რას ისწავლი კურსზე.
ვინ არის კონტენტ მენეჯერი?
კონტენტ მენეჯერი ერთგვარი სტრატეგია. ზოგადად სტრატეგი როლის ადამიანები, იფიქრებენ კამპანია და ბრენდი რა კუთხით წარმართონ. კონტენტ მენეჯერიც იმავეს აკეთებს, ოღონდ უშუალოდ კონტენტის ნაწილში. კონტენტ მენეჯერის როლია ბრენდის საჭიროებებიდან გამომდინარე დასახოს ყველაზე ოპტიმალური გეგმა, ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად. აუცილებელია, რომ კონტენტ მენეჯერმა კრეატიული კონტენტის შექმნისას გაითვალისწინოს, რომ კონტენტი ერგებოდეს ბრენდის საჭიროებებს. მაგალითად, ბრენდს თუ გაყიდვების გაზრდა სჭირდება, ამ შემთხვევაში, მხოლოდ საიმიჯო კონტენტი არ უნდა შექმნას. ამიტომ სტრატეგიაა ხოლმე საჭირო იმისთვის, რომ ზუსტად გათვალო რისთვის გჭირდება კონტენტი.
კონტენტ მენეჯერი არის მმართველი იმ ნაწილში, რომ კონტენტს მოფიქრებიდან ასახვამდე და პლატფორმებზე გაშვებამდე სჭირდება უამრავი შესწორება, ამ პროცესს კი კონტენტ მენეჯერი წარმართავს. მან ეფექტურად უნდა ითანამშრომლოს დიზაინერთან, ქოფირაითერთან, შექმნას დავალებები იმისთვის, რომ ყველა რგოლმა ეფექტურად ითანამშრომლოს. კურსის განმავლობაში, ძალიან დეტალურად იქნება ახსნილი ყველაზე ოპტიმალურად როგორ უნდა ემუშავო სხვადასხვა რგოლს. ინფლუენსერებთან მუშაობაც ძალიან ციფრული გახდა და ამასაც თავისი ცოდნა სჭირდება. იმისთვის, რომ ინფლუენსერთან თანამშრომლობა მაქსიმალურად წარმატებით დასრულდეს და ბრენდი სწორი კუთხით გააპიაროს, ყველა ეტაპს გავივლით, რათა მივხვდეთ ვისთან, როგორ ჯობია მუშაობა და როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მენეჯერული უნარები იმისთვის, რომ წარმატებით განვითარდეს ბრენდი.
კონტენტ მენეჯერი აუცილებლად არის მომხმარებელიც.როდესაც რაღაც პროდუქტს ქმნი, რომელიც უნდა გაყიდო, რა თქმა უნდა, შენი თავი თუ ვერ დაარწმუნე ამ პროდუქტის ყიდვაში, გაგიჭირდება სხვა აუდიტორიაზე გათვალო იგივე. ასევე უნდა გაითვალისწინო, რომ ბევრი სხვადასხვა ასაკისა და ნიშის აუდიტორია არსებობს და შენ რაც მოგწონს, შეიძლება სხვას საერთოდ არ მოეწონოს. ეს ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია კონტენტ მენეჯერის როლისთვის და კურსის განმავლობაშიც დიდი დოზით შევეხებით.
ვისთვისაა კურსი?
ეს კურსი არის ყველასთვის, ვისაც სურს რომ იყოს კონტენტ მენეჯერი ან უკვე არის დამწყები კონტენტ მენეჯერი და პროფესიულად განვითარებას ცდილობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყველაფერს გავივლით, რასაც სფერო მოიცავს. ესენია: უშუალოდ კონტენტის პროცესის მართვა, კონტენტის შექმნა, სტატისტიკების გადახედვა, ახალი კონტენტ გეგმის შექმნა და ა.შ. ამ ყველაფერს ავხსნით იმდენად საბაზისო დონეზე, რომ გამოგადგება მაშინაც კი თუ სრულად დამწყები ხარ და მითუმეტეს მაშინაც, თუკი უკვე კონტენტის სფეროში ხარ, რადგან უკვე არსებულ ცოდნას დავაშენებეთ ახალს, უნარ-ჩვევების დასახვეწად.
ასევე, კურსი არის მათთვის, ვისაც სურს აღმოაჩინოს, თუ რომელი როლია მეტად მისი. ციფრულ სფეროში უამრავი როლი არსებობს, რომლებიც იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ როცა სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამ, შეიძლება არ იცოდე ზუსტად რომელი გინდა რომ აკეთო. შეიძლება შენთვის საუკეთესო როლი კონტენტ მენეჯერია, შეიძლება სოც. მედია მენეჯერი ან ქოფირაითერი. ამიტომ, ეს კურსი დაგეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში.
რას ისწავლიან კურსზე?
კურსზე მიმოვიხილავთ კონტენტის მენეჯმენტის თითქმის ყველა ასპექტს. დიდი დრო დაეთმობა კონტენტის სახეებსა და ფორმატებს, საუკეთესო პრაქტიკებს, რადგან ქართულსა და უცხოურ ბრენდებზე დაკვირვებით, მარტივი შესამჩნევია ხოლმე რა (ტიპის კონტენტი/კომუნიკაცია?) იტრენდება. შეიძლება კონკრეტულმა ტრენდმა არ იმუშაოს და ამასაც ძალიან მარტივად ახსნადი მიზეზები ჰქონდეს..
გავივლით თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ სტრატეგია და შემდეგ უკვე კონტენტ გეგმა სტრატეგიის მიხედვით. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვეთანამშრომლოთ სხვა რგოლებს, მაგალითად, დღეში 8 სამუშაო საათიდან, 4-5 საათი თავისუფლად შეიძლება, დიზაინერთან მუშაობას დაეთმოს.
ასევე გავივლით ტიკტოკსა და სხვადასხვა პლატფორმებს უფრო მენეჯერული კუთხით. როგორ მივუდგეთ, როგორ გავთვალოთ სტრატეგია, რა იმუშავებს, რა არ იმუშავებს. მაგალითად, ტიკტოკზე კონტენტ მენეჯერი შექმნაზე მეტად, რასაც აკეთებს არის ის, რომ ქირაობს ინფლუენსერს ან კონკრეტულ კრეატორს, რომელიც შემდეგ ვიდეოს იღებს. მათი დაბრიფვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კონტენტ მენეჯერის მხრიდან. ასევე შევეხებით ქოფირაითინგსა და ტექსტების სპეციფიკას, რადგან ტექსტების გარეშე, როგორ წესი, თითქმის არც ერთი კონტენტი არ მუშაობს.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი:
591-67-00-67