მენიუ
banner banner

ყველაფერი სოც. მედია მარკეტინგის კურსის შესახებ

ყველაფერი სოც. მედია მარკეტინგის კურსის შესახებ

ბლოგში გესაუბრები სოც. მედია მარკეტინგის კურსთან დაკავშირებით, ხშირად დასმული კითხვების შესახებ


1. რა ხანგრძლივობისაა კურსი და როგორ ფორმატში მიმდინარეობს?

  • 2 თვე/7 კვირა

  • 14 შეხვედრა

  • ონლაინ

2. რა მეცოდინება და რას შევძლებ კურსის გავლის შემდეგ?

  • ისწავლი სოციალური მედიის მარკეტინგის გეგმის, SMART მიზნების შექმნას, ბრიფის დაწერას, სტრატეგიისა და ტაქტიკების შემუშავებას, გლობალური ბრენდების საუკეთესო მაგალითებზე

  • ისწავლი სოციალური მედიის პლატფორმებსა და მათ მთავარ მახასიათებლებს

  • ისწავლი Facebook და Instagram ფეიჯების შექმნასა და ბიზნეს მენეჯერის შექმნის სპეციფიკებს

  • გაიგებ თუ როგორ შექმნა და გააზიარო კონტენტი

  • როგორ მიაგნო სამიზნე აუდიტორიას ქივორდების ჰეშთეგებისა და ემოჯების გამოყენებით, სოც. მედიის კონტენტ გეგმის შედგენასა და მის ოპტიმიზაციას

  • როგორ შექმნა რეკლამა სხვადასხვა ობჯექთივით და გაანაწილო ბიუჯეტი, დასახო KPI

  • როგორ გაზომო წარმატება - მონიტორინგი და რეპორტინგი

3. რა მოხდება თუ ლექციას ვერ დავესწარი?

კურსის თითოეული ლექცია იწერება, ამიტომ, თუ გარკვეული მიზეზი გამო ლექციას გააცდენ, მეორე დღესვე შეძლებ შეხვედრის ჩანაწერით სარგებლობას. გაითვალისწინე, კურსის ყველა ჩანაწერზე წვდომა გექნება კურსის დასრულების შემდეგაც, 3 თვის განმავლობაში

4. კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გაიცემა?

სერტიფიკატის მისაღებად მინიმუმ 70 ქულა უნდა დააგროვო, ხოლო, 90+ წულის აღების შემთხვევაში კი გაივლი პრაქტიკას

5. მხოლოდ კურსის გავლით, გამოცდილების გარეშე, რამდენად მარტივია დასაქმება?

კურსი თავის მხრივ პრაქტიკულია, თუმცა 90+ ქულის აღების შემთხვევაში გაივლი დამატებით პრაქტიკას, რის დასტურადაც გადმოგეცემა სერტიფიკატი. შესაბამისად, მარტივად დაანახებ დამსაქმებელს, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად, გაქვს პრაქტიკული გამოცდილებაც

6. გადახდის რა მეთოდები გაქვთ?

გადახდა შესაძლებელია პირდაპირი გადმორიცხვით, ასევე სტანდარტული განვადების პირობებით, როგორც საქართველოს, ასევე TBC ბანკში; გარდა ამისა, შესაძლებელია ისარგებლო ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით, საქართველოს ბანკს აქვს 4 თვეზე უპროცენტო გადანაწილება, ტოპ ქარდს - 6 თვეზე, ხოლო კრედო ბანკს - 4 თვეზე

7. როგორ დამეხმარება სმარტ აკადემია სწავლის დასრულების შემდეგ?

ჩვენი სტუდენტებისთვის შევქმენით კარიერული განვითარების პროგრამა. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ, სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა, რომელიც მოიცავს:

  • დახურულ მასტერკლასებს

  • რეზიუმეების შექმნას/ოპტიმიზაციას

  • LinkedIn-ის პროფილის შექმნას/ოპტიმიზაციას

  • გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს

  • სამსახურის მოძიების სტრატეგიებს

ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში:

  • დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას

  • ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში

8. რა გამოცდილება აქვს ლექტორს?

  • ალექსანდრა კნიაზიანი არის FCB Artgroup-ის თბილისის ფილიალის ექაუნთისა და სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი. იგი, ასევე, არის ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და თანამშრომლობს, როგორც ლოკალურ, ასევე, საერთაშორისო ბრენდებთან

  • მას აქვს სოციალური მედიის სფეროში მუშაობის 7+ წლიანი გამოცდილება და უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: HeidelbergCement Georgia, Vestel, Raffaello, Magnum, Eti, Coca-Cola, Dove, AXE, Rexona, Sunsilk, Clear, Algida, ReBank, Swissotel, Kontakt Home, White Now, Domestos, CIF, Manamo, თბილისის მარათონი, მუსიკის სახლი, ნატახტარი და სხვა

  • ალექსანდრა არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი. ჟურნალისტად მუშაობის 5 წლის განმავლობაში, თანამშრომლობდა და მუშაობდა TV იმედთან, რადიო იმედთან, ონლაინ გამოცემა sova.news-თან და იყო Junior Eurovision-ის აკრედიტირებული ჟურნალისტი


კონსულტაციისთვის მოგვწერე


სხვა სტატიები

ყველა სტატია