ახალი პროფესიით კურსის დასრულებისთანავე დავსაქმდი - კურსდამთავრებულის ისტორია
23 წლის ნანუკა ალადაშვილი მათ შორისაა, ვინც მუდმივად ახლის ძიებაშია და საკუთარ შესაძლებლობებს გამოცდებს მუდმივად უწყობს. ორ თვეზე მეტია, რაც სარეკლამო სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-ში ქოფირაითინგის მიმართულებით სტაჟირებას გადის. ეს მისი ახალი პროფესიაა, რომელიც სმარტ აკადემიაში შეისწავლა.
„სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის სფერო ჩემთვის ნაცნობი იყო, თუმცა მინდოდა, მეპოვა მიმართულება, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოს იქნებოდა და უნარები ერთი მხრივ განმევითარებინა. კრეატიული წერა კი ის მიმართულება იყო, რაშიც ნაკლებად ვერკვეოდი, თუმცა სიამოვნებით გამოვცდიდი შესაძლებლობებს. ასე ვიპოვე სმარტ აკადემიის კურსი - კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგი“, - გვიყვება ნანუკა და სწავლის პროცესსაც სიამოვნებით იხსენებს:
„ლექციები ინფორმაციული და ინტერაქციული აღმოჩნდა. თითოეული ლექციიდან ემოციებით დატვირთული გამოვდიდი, ყოველ ჯერზე ახალ-ახალ, საინტერესო ცოდნას ვიღებდი. მივხვდი, რომ ჩემთვის სრულიად ახალი პროფესია აღმომიჩენია, რომლის არსებობის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. დავრწმუნდი იმაშიც, რომ იდეების სწორად გენერირებასა და სოციალური ქსელებისთვის კრეატიული კონტენტის შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს. გამომიმუშავდა ყველა ის უნარი, რაც კონტენტ მენეჯერს სჭირდება - ვისწავლე ბრენდებისთვის კონტენტის ტიპის მორგება, ბრიფის სწორად წერა და გავერკვიე სოციალურ ქსელების ქოფირაითინგის მექანიზმში.
თათია დოლიძემ, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალი და ძალიან მეგობრული ლექტორია, ამ სფეროსადმი ინტერესი კიდევ უფრო გამიღვივა. გარდა ამისა, ლექციებზე, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი.
კურსის დასრულების შემდეგ ცხადია, მინდოდა, ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამომეცადა. სმარტ აკადემიამ ამაზეც იზრუნა და მათი რეკომენდაციით, უკვე მეორე თვეა სარეკლამო სააგენტო FCB Artgroup Tbilisi- ში სტაჟირებას გავდივარ.“