მენიუ

სოციალური მედია კრიზისის დროს

რატომ არის სოციალური მედია ასე მნიშვნელოვანი კრიზისის დროს ?

ვირუსისგან გამოწვეულმა კრიზისმა კიდევ უფრო წინ წამოწია სოციალური ქსელების მნიშვნელობა. მაგალითად, ფეისბუქის მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის 70%-მა მარტის თვეში უფრო აქტიურად დაიწყო სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენება. ადამიანები უფრო აქტიურად არიან ჩართულები სოციალურ ქსელებში გასართობად, კომუნიკაციისთვის და ა.შ. 

კრიზისის პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ბიზნესს შეექმნა პრობლემა, სოციალური მედია დარჩა იმ ღირებულ საშუალებად, რომელსაც მარკეტერები ბრენდის ცნობადობის გაზრდისთვის კვლავ იყენებენ.

როგორ შეიძლება რომ კრიზისის დროს მარკეტერმა მოახერხოს მომხმარებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? შევეცდებით შემოგთავაზოთ რამდენიმე საკითხი გასაანალიზებლად.

აუდიტორიის ცოდნა

ყველა ვთანხმდებით, რომ მარკეტინგი ძირითადად ემპათიას ემყარება, ბუნებრივია, ამ დროს კი მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გაგება, ვისაც ვესაუბრებით. შეიძლება გგონიათ, რომ კარგად იცნობთ თქვენს მომხმარებლებს, მაგრამ ახალმა კრიზისულმა სიტუაციამ სხვაგვარად დაგანახოთ ისინი. სოციალური მედია ახლა იძლევა სწორედ  იმის საშუალებას, რომ დავაკვირდეთ მომხმარებლებს და სიახლეები შევიტანოთ ჩვენი ბრენდის პრეზენტაციაში. სიღრმისეული ცოდნა მომხმარებლების შესახებ, მოგვცემს საშუალებას შევქმნათ საუბრის და ურთიერთობის ის ემოციური ტონი, რომელიც კოვიდ-19-ის დასრულების შემდეგაც შეიძლება შენარჩუნდეს.

განსაზღვრე ძირითადი ინფორმაცია შენი მომხმარებლების შესახებ, მაგალითად, დასვი კითხვები: რა ასაკის, სქესის, სოციალური სტატუსის, შემოსავლის, რა ინტერესების მქონეა ჩემი მომხმარებელი? უფრო სიღრმისეულად შეისწავლე ისინი და მათი შესწავლის ბოლოს კი დასვი კითხვა - “რას ნიშნავს ეს მიღებული ინფორმაცია ჩემთვის?”.

გაანალიზე რას ფიქრობს შენი მომხმარებელი და რას გრძნობს ის ახლა. ეცადე იკვლიო ის ფაქტორები, რომელიც მათზე კრიზისის დროს მოქმედებს, ეცადე, რომ შენი თავი წარმოიდგინო მათ პოზიციაში. მუშაობენ ისინი ახლა სახლიდან? როგორ ართმევენ თავს ამ პროცესს? ჰყავთ მათ შვილები და უწევთ მათი დაკავება სხვადასხვა აქტივობებით სახლში? ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ სიჯანსაღე კარანტინის პერიოდში? ვარჯიშობენ? რამდენად ჯანსაღად იკვებებიან?

მიიღე პასუხები და გვერდიდან შეხედე სიტუაციას. დაივიწყე ყველაფერი რაც კი მანამდე გაგიკეთებია ან გიფიქრია შენი მომხმარებლის შესახებ. დააკვირდი, რაიმე ახალი შესაძლებლობები ხომ არ წარმოიშვა ამ პროცესში? დაფიქრდი როგორ შეძლებ მომხმარებლების მოთხოვნილებების და საჭიროებების დაკმაყოფილებას ახალი მოცემულობის გათვალისწინებით.

ნაკლები ფოკუსი ბრენდზე, მეტი ფოკუსი მათზე

გასაგებია, რომ ყველა ბიზნესს სურს გადარჩეს და გაყიდოს საკუთარი პროდუქტი, თუმცა კრიზისის პერიოდი საუკეთესო დრო არაა მეტრიკების გასაანალიზებლად. სწორედ ახლა არის შესაძლებელი იმგვარი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა, რომელიც მუდმივად დაამახსოვრდება მომხმარებელს და გამოგარჩევთ სხვებისგან. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია შეძლოთ სიახლეების შეტანა კომუნიკაციის პროცესში. 

მთავარი მიზანი ახლა მარკეტერისთვის არის ის, რომ შეინარჩუნოს ემოციური კავშირი მომხმარებლებთან. შესაძლოა ამჟამად ადამიანები არ არიან მოტივირებულნი, რომ შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც თქვენ ყიდით (გააჩნია პროდუქტს), თუმცა,  იცოდეთ, რომ ისინი კვლავ  იყიდიან თქვენს პროდუქტს და ამჟამინდელი მდგომარეობა მხოლოდ დროებითია. უნდა ვაღიაროთ, რომ კოვიდ-19 შეცვლის ჩვენს გარემოს და მომხმარებლის ქცევაც შეიცვლება, ამიტომ მარკეტერებს მოუწევთ ახალი სტრატეგიების, ახალი იდეების მოფიქრება, რომ შეინარჩუნონ მომხმარებლები.

კრიზისულმა პერიოდმა მისცა საშუალება სოციალური მედიის მენეჯერებს, რომ მათ შეიტანონ ცვლილებები თავიანთ სტრატეგიაში, მოსინჯონ ახალი პლატფორმები, ნახონ როგორ რეაგირებენ მათი მომხმარებლები კრიზისის პერიოდში სხვადასხვა მოვლენაზე და შესთავაზონ მათ ისეთი კონტენტი, რომელიც მათ სჭირდებათ. მოკლედ, რომ ვთქვათ მეტად მოუსმინეთ თქვენს მომხმარებლებს.

შეიტანეთ ცვლილება თქვენს მარკეტინგულ სამოქმედო სტრატეგიაში

გამოსცადეთ ახალი ტიპის ვიდეო კონტენტი. არ არის აუცილებელი, რომ ვიდეო პროფესიონალურად იყოს დამუშავებული, მაგრამ ვიდეო, რომელსაც სფეროს ექსპერტი ან ინფლუენსერი თავად გადაიღებს და გააცნობს თქვენს პროდუქტს მომხმარებელს სასარგებლო იქნება თქვენი ბრენდისთვის.

გამოიყენე პლატფორმები, რომლებიც დაგეხმარებათ გამოიკვლიოთ მომხმარებელთა აზრი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. 

მეტი დრო დაუთმეთ მოსმენას. ყურადღება მიადევნეთ კომენტარებს თქვენს პოსტებზე, კონკურენტების საქმიანობას და ინფლუენსერებს თქვენს ინდუსტრიაში.

ჩართეთ თქვენი მომხმარებლები გარკვეულ აქტივობებში. შეიძლება ეს იყოს მოწოდება, რომ მათ გადაიღონ ფოტო ან ვიდეო პროდუქტთან ერთად, ან რაიმე მსგავსი, ეს გაზრდის იმის ალბათობას, რომ მომხმარებლები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან თქვენთან კომუნიკაციაში.

ახლა არის სწორედ ის დრო, რომ უფრო ახლოს მიხვიდეთ თქვენ მომხმარებლებთან, მათ მოთხოვნილებებთან, ინტერესებთან, გაიგოთ რითი ერთობიან და საიდან იღებენ ინფორმაციას.

მიიღე გაურკვევლობა

არავინ იცის როდის დასრულდება კრიზისი, არის მოვლენები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და მარკეტერებიც ამ  სიტუაციაში გაურკვევლობაში არიან. შესაბამისად, სოციალური მედიის მენეჯერზე ახლა ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ უნდა შეძლონ მოერგონ თანამედროვე გამოწვევებს და შეინარჩუნონ მომხმარებელთა ყურადღება.   

წყარო: https://bit.ly/2vomp1u


ბოლო სიახლეები