მენიუ
banner banner

,,კურსის გავლის შემდეგ უფრო თავდაჯერებით, პროფესიულ დონეზე შევთავაზებ კომპანიებს აღნიშნულ მომსახურებას''

,,კურსის გავლის შემდეგ უფრო თავდაჯერებით, პროფესიულ დონეზე შევთავაზებ კომპანიებს აღნიშნულ მომსახურებას''

 მერი ნამგალაძემ სმარტ აკადემიაში სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გაიარა და საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს

,,ჩემი მიზანი იყო, სიღრმისეულად შემესწავლა სოცმედია, რათა კომპანიებისთვის აღნიშნული მომსახურება უკეთ შემეთავაზებინა’’

კურსის შესახებ

კურსმა ჩემს მოლოდინებს 100%-ით გადააჭარბა. უმაგრესი ლექტორი ყველა დეტალს დაწვრილებით გადიოდა და სასწავლო პროგრამა მაქსიმალურად პრატიკაზე მორგებული იყო. დეტალურად ვისწავლე სოცმედიის მართვა, ჩემთვის განსაკუთრებით სასარგებლო კი Ads Manager იყო

კურსის განმავლობაში სიღრმისეულად, დეტალურად ჩავუღრმავდი საკითხებს და უფრო მეტად დავიწყე პროცესების ანალიზი

ლექტორის შესახებ

ნათია არის ძალიან უშუალო, თავისი საქმის პროფესიონალი. ყველა საკითხს დეტალურად უღრმავდებოდა, გვაძლევდა პრაქტიკულ რჩევებს და გვცემდა ამომწურავ პასუხებს

გამორჩეული ლექცია

ყველა ლექცია გამორჩეული იყო

კურსის გავლის შემდეგ

უფრო თავდაჯერებით, პროფესიულ დონეზე შევთავაზებ კომპანიებს აღნიშნულ მომსახურებას

პროფესია - სოციალური მედია მარკეტერი

ამ პროფესიაში მრავალფეროვნება მომწონს. სულ ფიქრისა და იდეების მოძიების რეჟიმში ხარ და არ გაქვს, უფლება დროს ჩამორჩე. ამ სფეროსთან ერთად იზრდები, ავტომატურად სწავლობ რაღაცებს და ხვდები, როგორ ვითარდები

სმარტ აკადემია

ძალიან ორგანიზებულები ხართ. ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი - ტექნიკური და შინაარსობრივი მხარეც. რაც შეეხება სმარტ აკადემიის როლს ჩემს კარიერულ წინსვლაში, ჩემი საქმის მეტად პროფესიონალი გავხდი


დარეგისტრირდი სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე აქ




სხვა სტატიები

ყველა სტატია