,,კურსის დასრულების შემდგომ ნასწავლის პრაქტიკაში განხორციელება შემიძლია, ამისთვის კი სმარტ აკადემიის გუნდს დიდ მადლობას ვუხდი'', - ნინა ფირცხალავა
ნინა ფირცხალავამ სმარტ აკადემიაში სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გაიარა და კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
,,ჩემი მიზანი ახალი უნარების დაუფლება და მათი პრაქტიკაში გამოყენება იყო’’
კურსის შესახებ
ვფიქრობდი, რომ მივიღებდი ჩემთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებით. ჩემი მოლოდინები გამართლდა. ლექტორი ყველაფერს არაჩვეულებრივად ხსნიდა და პასუხგაუცემელი კითხვა არ დაუტოვებია. კურსის დასრულების შემდგომ ნასწავლის პრაქტიკაში განხორციელება შემიძლია, ამისთვის კი სმარტ აკადემიის გუნდს დიდ მადლობას ვუხდი.კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველაფერი, რაც სოცმედიის შესახებ მაინტერესებდა, მათ შორის: ფეისბუქის ბიზნეს ანგარიშების მართვა, რეკლამების განთავსება, ბიუჯეტის განაწილება და ასე შემდეგ.
გარდა იმ თეორიული ცოდნისა, რომელიც კურსიდან მივიღე, განვივითარე ტექნიკური უნარები, მიზანმიმართული დაკვირვება, გავიაზრე კრეატიულობის მნიშვნელობა, აგრეთვე დროისა და სხვა რესურსების განაწილება- მონიტორინგი.
ლექტორის შესახებ
ნათია ზარნაძე არის უშუალო და პოზიტიური ადამიანი, მასალას გასაგებად ხსნის, პასუხობს ყველა კითხვას და იძლევა დროულ უკუკავშირს.გამორჩეული ლექცია
ყველა ლექცია ძალიან საინტერესო იყო. ინფორმაციულად ყველაზე მეტად მომეწონა ლექციები რეკლამის დაგეგმვისა და დამხმარე პლატფორმების შესახებ. გამორჩეულად საინტერესო აღმოჩნდა ბოლო ლექცია, როცა ყველამ წარვადგინეთ საბოლოო პროექტები.კურსის დასრულების შემდეგ
ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამოვცადო ჩემი თავი ამ სფეროში, რადგანაც ბავშვობიდანვე მიტაცებდა წერა, დაგეგმვა და ორგანიზება, რაც ამ სფეროში ძალიან გამოსადეგი აქტივობებია.პროფესია - სოციალური მედია მარკეტერი
პირველ რიგში, მომწონს ამ პროფესიის მრავალფეროვნება. საშუალება გაქვს სხვადასხვა ბიზნესს დაუკავშირდე, შეისწავლო და გაიფართოვო თვალსაწიერი თანამედროვეობაში. მეორე - ეს არის მომავლის პროფესია. სოციალური მედია ვითარდება, იმატებს სტარტაპები და, შესაბამისად, იზრდება სპეციალისტების მოთხოვნაც. ბოლოს, სოციალური მედია მარკეტინგი საშუალებას გაძლევს, იმუშაო დისტანციურადაც, რაც ძალიან კომფორტულია.სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა ახალი მიზანი, ახლებურად დამანახა საკუთარი შესაძლებლობები და გამაცნო ძალიან საყვარელი და ნიჭიერი ადამიანები.ვფიქრობ, აუცილებლად გამოვიყენებ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც სმარტ აკადემიაში დავაგროვე. ამასთანავე თვალს ვადევნებ სმარტ აკადემიის პროგრამებს და დაინტერესების შემთხვევაში დიდი სიამოვნებით გავივლი სხვა კურსებსაც.
დიდი სურვილი მაქვს, დავიწყო კარიერა სოცმედია მარკეტინგის მიმართულებით.
დარეგისტრირდი სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე