,,სულ ახლახანს დავამთავრე კურსი და აკადემია უკვე ცდილობს, კარიერულ განვითარებაში დამეხმაროს’’, - მარიამ ბერიაშვილის შთაბეჭდილება
,,კურსთან დაკავშირებით ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა და ყველაფერი იმაზე ბევრად საინტერესო იყო, ვიდრე ველოდი’’.
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე, რა არის სოც.მედია ბრიფი, აუდიტი, კონტენტის ტიპები და ფორმატები, რეკლამის ოპტიმიზაცია და რეპორტინგი - ყველაფერი, რაც ამ სფეროში მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს პრაქტიკაშიც ვაკეთებდით, რაც ძალიან დამეხმარა შესწავლილი მასალის განმტკიცებაშიგანვივითარე ისეთი უნარები, როგორებიც არის: დროის სწორი მენეჯმენტი და ორგანიზებულობა. ვფიქრობ, ეს ძალიან დამეხმარება ჩემს საქმიანობაში
ლექტორის შესახებ
ნათია არის თავისი საქმის პროფესიონალი. იგი ყველა ლექციას დეტალურად გვიხსნიდა, ყველაფერი გასაგები რომ ყოფილიყო, ნებისმიერ დროს გვპასუხობდა შეკითხვებზე, გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებებს და საინტერესო რჩევებს გვაძლევდა. მასთან ურთიერთობა ძალიან კომფორტული და სასიამოვნოაგამორჩეული ლექცია
ჩემთვის ყველა ლექცია იყო საინტერესო, ინფორმაციული და სასიამოვნოდ დასამახსოვრებელიკურსის დასრულების შემდეგ
დავიწყე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაპროფესია - სოციალური მედია მენეჯერი
ვფიქრობ, სოციალური მედია მარკეტინგი მუდმივი განვითარების შესაძლებლობას მომცემს. ეს პროფესია სიახლეებითა და გამოწვევებით არის სავსესმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა, უმოკლეს დროში შემესწავლა ახალი პროფესია. მათი წყალობით უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ და გამიჩნდა სურვილი, მეტი განვითარებისთვის მათი სხვა კურსების შესწავლა განვაგრძო. აკადემიის გუნდი არის მუდამ ყურადღებიანი და ორიენტირებულები იმაზე, რომ გარემო კომფორტული იყოსსულ ახლახანს დავამთავრე კურსი და აკადემია უკვე ცდილობს დამეხმაროს კარიერულ განვითარებაში