მენიუ
banner banner

"სმარტ აკადემიამ აღმომაჩენინა პროფესია, რომელსაც 33 წელი ვეძებდი" - სალომე მწარიაშვილის შთაბეჭდილება

"სმარტ აკადემიამ აღმომაჩენინა პროფესია, რომელსაც 33 წელი ვეძებდი" - სალომე მწარიაშვილის შთაბეჭდილება

 

სალომე მწარიაშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

“ჩემი მიზანი იყო, საკუთარი მაღაზიის გვერდებისთვის, სწორი რეკლამის გაშვება მესწავლა”

კურსის განმავლობაში

თიო ზარნაძის დამსახურებით, ციფრული რეკლამის შესახებ ძალიან დიდი ცოდნა მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ უნისვერსიტეტის შემდეგ სწავლასთან შეხება არ მქონია, მეგონა პრეზენტაციებს ვეღარ ავაწყობდი და წარვადგენდი, მაგრამ ასე არ მოხდა, პირიქით შევძელი კურსის წარმატებით დასრულება. 

კურსის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის და დავალებების მეშვეობით კრიტიკული აზროვნების უნარი განმივითარდა.

ლექტორის შესახებ

ძალიან ბევრი კარგი რამის თქმა შემიძლია თიოს შესახებ. მისი დახმარებით 33 წლის ასაკში აღმოვაჩინე საქმიანობა, რომელზეც ცხოვრების ბოლომდე სიამოვნებით ვიმუშავებ.

ყველა ნიუანსს მარტივად და გასაგებად ხსნიდა, რაც მასალის გაგებაში მეხმარებოდა. თავად საკუთარ საქმეზე შეყვარებული, სხვასაც აყვარებს ამ პროფესიას. თიო თავის საქმის პროფესიონალია.

კურსის დასრულების შემდეგ

დიდი მზაობა მაქვს ვიმუშაო ციფრული მარკეტინგის სპეციალისტად, რისი იმედიც მაქვს.

პროფესია - ციფრული მარკეტერი

ციფრული მარკეტერის პროფესია ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. იმდენად საინტერესო იყო კურსის განმავლობაში დავალებების შესრულება, რომ დროის გასვლას ვერც კი ვგრძნობდი.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია ამართლებს საკუთარ სახელს. მას ჰყავს ორგანიზებული და ყურადღებიანი გუნდი. კურსის მსვლელობისას არანაირი შეფერხება ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც ციფრული მარკეტინგის კურსზე, ასევე ყველა სხვა კურსზე თავისი საქმის პროფესიონალი ლექტორები ჰყავს.

სმარტ აკადემიამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში, აღმომაჩენინა პროფესია რომელსაც 33 წელი ვეძებდი. 

დარეგისტრირდი ციფრული მარკეტინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია