მენიუ
banner banner

"მომწონს მრავალფეროვნება, რომელიც ციფრულ მარკეტინგს ახლავს" - ლიკა მატუას შთაბეჭდილება

"მომწონს მრავალფეროვნება, რომელიც ციფრულ მარკეტინგს ახლავს" - ლიკა მატუას შთაბეჭდილება

 

ლიკა მატუამ სმარტ აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

“ჩემი მიზანი იყო ციფრულ სამყაროში მოგზაურობა და საჭირო ცოდნის  მიღება.”

კურსის განმავლობაში

ვისწავლე სოციალურ მედია პლატფორმებზე - Facebook, Google, LinkedIn, Twitter - მუშაობა.

განვივითარე ისეთი უნარები, როგორებიცაა: კრეტიულად აზროვნება, ორგანიზებულობა , სიახლეებზე ორიენტირება. ეს უნარები მეხმარება, არა მხოლოდ ციფრულ სამყაროში, არამედ - ნებისმიერ სხვა სფეროში.

ლექტორის შესახებ

თიო საუკეთესოა! ის თავისი საქმის პროფესიონალი, შრომისმოყვარე, პოზტიური და მეგობრული ადამიანია. ნებისმიერ დროს მზად არის დასახმარებლად.

გამორჩეული ლექცია

ჩემთვის, გამორჩეული ლექცია იყო - ბოლო ლექცია, რადგან გავაცნობიერე, რომ ბევრი რამ მქონდა ნასწავლი. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულების შემდეგ, ჩემი მიზანი ციფრულ სამყაროში დამკვიდრებაა.

პროფესია - ციფრული მარკეტერი

დღევანდელ სამყაროში, ციფრული მარკეტერის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. მომწონს მრავალფეროვნება, რომელიც ციფრულ მარკეტინგს ახლავს. 

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ გამიჩინა სურვილი - მუდმივად შესაძლებლობების ძიების, მომცა თავდაჯერებულობა და მასწავლა როგორ დავხვეწო გამომუშავებული უნარები.

სმარტ აკადემიის როლი ჩემს კარიერულ წინსვლაში ძალიან დიდია.

დარეგისტრირდი ციფრული მარკეტინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია