0
მენიუ
banner banner

"ვისწავლე ყველა ის საკითხი რაც დამეხმარება, რომ ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით გავაგრძელო საქმიანობა" - ელენე დანელიას შთაბეჭდილება

"ვისწავლე ყველა ის საკითხი რაც დამეხმარება, რომ ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით გავაგრძელო საქმიანობა" - ელენე დანელიას შთაბეჭდილება

ელენე დანელიამ სმარტ აკადემიაში ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

“ჩემი მიზანი იყო ტესტირების ავტომატიზაციისთვის საჭირო მასალის შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება.”

კურსის განმავლობაში

ვისწავლე ყველა ის საკითხი რაც დამეხმარება, რომ ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით გავაგრძელო საქმიანობა. კონკრეტულად კი, შევისწავლე:

  • Git/GitHub

  • Java

  • HTML

  • CSS

  • Page Object Model-ის გამოყენება

ასევე, Allure Report ხელსაწყო - ტესტირების რეპორტის მოსამზადებლად. 

კურსის განმავლობაში განვითარებული უნარების შემდეგ, გარკვეულ საკითხებს მეტად კომპლექსურად და კრიტიკულად ვუდგები, რაც ხარისხის ამაღლებაში მეხმარება.

ლექტორის შესახებ

თაკო არის ძალიან მოტივირებული, მშრომელი და საინტერესო ადამიანი. კურსის მსვლელობის დროს, მაქსიმალურად ცდილობდა სილაბუსში არსებული საკითხების სრულად დაფარვას. Მის მიერ მოყვანილი თეორიული და პრაქტიკული მაგალითები მეტად აღქმადს და საინტერესოს ხდიდა ლექციებს.

გამორჩეული ლექცია 

ყველაზე მეტად, Java-ს შესწავლასთან დაკავშირებულ ლექციებს გამოვარჩევდი, რადგან პროგრამირების ენასთან პირველი შეხება ამ დროს მქონდა. მიუხედავად გამოუცდელობისა, ლექციებზე მოვახერხე სილაბუსში არსებული ყველა საკითხის შესწავლა და გააზრება, რის შემდეგაც უდიდესი მოტივაცია გამიჩნდა, რომ კონკრეტული ენის ცოდნა მეტად გავიღრმავო.

კურსის დასრულების შემდეგ

აქტიურად ვცდილობ მიღებული ცოდნის განვითარებას და პრაქტიკაში გამოყენებას არსებულ პროექტზე, რომელზეც, ამ ეტაპზე, ვმუშაობ.

პროფესია - ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი

მომწონს სირთულე და ის, რომ ამოუწურავი სფეროა. ყველა ქეისი ინდივიდუალურ მიდგომას და  შესაფერისი ინსტრუმენტების შერჩევას საჭიროებს, რაც მეტად მრავალფეროვანს ხდის სამუშაო პროცესს.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიასთან მეორე წელია ვთანამშრომლობ, ეს აკადემია ჩემთვის მხოლოდ პოზიტიურთან ასოცირდება. 

სმარტ აკადემიას ჰყავს პროფესიონალი თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც სწორად სთავაზობს დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნას სასურველი მიმართულებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ბაზარზე ერთადერთი აკადემიაა, რომელიც ხარისხს არ კარგავს, მაღალი მოთხოვნის მიუხედავად. 

დარეგისტრირდი ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები