UX/UI ქოფირაითინგის კურსდამთავრებულები თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ კურსის შესახებ

UX/UI ქოფირაითინგი სმარტ აკადემიის ყველაზე მოთხოვნადი კურსებიდან ერთ-ერთია. კურსის მეშვეობით არაერთმა სტუდენტმა შეისწავლა UX/UI ქოფირაითინგი. გიზიარებთ UX/UI ქოფირაითინგის წარმატებულ კურსდამთავრებულთა შთაბეჭდილებებს.
ანა ელიზბარაშვილი
ეს არის ვიწრო სპეციალიზაციის კურსი, სადაც პრაქტიკული დავალებების, ამომწურავი თეორიული ინფორმაციისა და ფანტასტიკური ლექტორის მეშვეობით, სრულად ფარავ სილაბუსში მოყვანილ საკითხებს. სწავლის პროცესი საინტერესო და შრომატევადია, შედეგი - მოსალოდნელზე უკეთესი.
მერი მაღლაკელიძე
UX/UI ქოფირაითინგი ჩემი აღმოჩენაა. ვიპოვე სპეციალობა, რომელიც ერთდროულად მოთხოვნადი, საინტერესო და სახალისოა. ასევე, საშუალება მომეცა, რომ ჩემი სიყვარული წერის მიმართ პრაგმატულად გამომეყენებინა.
გარდა იმისა, რომ ქოფირაითინგი ერთ-ერთი მოწინავეა მომავლის პროფესიებში, მას ქეთი დიასამიძე ასწავლის. ადამიანი, რომელიც უზომოდ დიდ ძალისხმევასა და ენერგიას დებს იმაში, რომ მაქსიმალურად დიდი ცოდნა და ინფორმაცია გაიტანო თითოეული ლექციიდან. ყოველთვის მზად არის, რომ პასუხი გასცეს შენს კითხვებს (თანაც ამომწურავი), აგავსოს პოზიტივითა და საკუთარი თავის რწმენით და არ გაპატიოს არცერთი გამოტოვებული ასო და „ტაიპო“.
დავალებების სპეციფიკა ისეა შერჩეული, რომ კურსის დასრულებისას, თითქმის აწყობილი პორტფოლიო გრჩება ხელში, განსაკუთრებით - ფინალურის დავალება.
სმარტ აკადემიის გუნდი, კურსის წარმატების დასრულების შემთხვევაში, საშუალებას გაძლევს, რომ პრაქტიკული გამოცდილება მიიღო, ან დასაქმდე მათ პარტნიორ კომპანიებში, რაც დამწყებებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.ხშირ შემთხვევაში, კურსდამთავრებულები, თვითონ აკადემიის გუნდის წევრებიც ხდებიან, როგორც მაგალითად ჩემს შემთხვევაში მოხდა.
დავით ხურიევი
კურსის განმავლობაში ვისწავლე 0-დან 100%-მდე ყველაფერი, რაც 10 ლექციაში შეიძლებოდა მესწავლა. განვივითარე წერის, უფრო სწორად, მოკლედ და ლაკონიურად წერის უნარი. ასევე ვისწავლე UX დიზაინის საფუძვლები. ეს ყველაფერი დამეხმარება, შევთავაზო ჩემი მომსახურება ქართულ ბაზარზე არსებულ ვებგვერდებს. თამამად ვამბობ, რომ ვარ UX ქოფირაითერი, რაც, დამეთანხმებით, მთლად ცუდად არ ჟღერს.
სმარტ აკადემიამ მომცა რეალური პროფესია, ეს არ არის გადაჭარბებით ნათქვამი. მართლა ასეა! მოვიხიბლე კარგი ორგანიზებულობით, ადამიანური, თბილი კომუნიკაციით და სწავლების მაღალი ხარისხით. ეს ყველაფერი მაძლევს საფუძველს, რომ რეკომენდაცია გავუწიო სმარტ აკადემიას, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლო ცენტრს საქართველოში.
თამო მათნაძე
კურსის განმავლობაში კიდევ უფრო განვივითარე მუდმივად სიახლის ძიებისა და სწავლის უნარი. ჩემი მთავარი ,,იარაღი'' ცნობისმოყვარეობაა. მომწონს და მაინტერესებს რაღაც ახლის მოძებნა, GOOGLE-ში ქექვა, კვლევა და შესწავლა. ეს არის უნარი, რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩემს წარმატებას შემოქმედებით ინდუსტრიაში.
კურსის გავლის შემდეგ სულ სხვაგვარად აღვიქვამ ვებგვერდის ტექსტებს, მუდმივად მაქვს იდეები: რას შევცვლიდი, რას დავამატებდი ან მე როგორ დავწერდი. ვფიქრობ მზად ვარ UX ქოფირაითინგში ,,გადავეშვა'', რადგან მსურს ამ პროფესიასთან ვიკვეთებოდე.
ქეთი ალავერდაშვილი
საბოლოო დავალება იმდენად მრავლისმომცველი იყო, კურსის ბოლოს მქონდა განცდა - თითქოს უკვე გამოცდილი UX მწერალი ვიყავი. წარმოიდგინე, წერ მრავალგვერდიანი საიტის ტექსტს, სადაც თითოეული სიტყვა საგულდაგულოდ უნდა შეარჩიო. სწავლის განმავლობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დავალების შესრულება გიწევს, კურსის დასრულებისას კი საკუთარი UX ქოფირაითერის პორტფოლიო გაქვს.
კურსი საოცარი გამოცდილებაა. ყველას, ვინც ქოფირაითინგითაა დაინტერესებული გულწრფელად ვურჩევ, რომ საკუთარ თავს ქეთი დიასამიძესთან სწავლის ბედნიერება აჩუქოს.
ნუცა ნემსაძე
ჩემი მიზანი და დიდი სურვილი იყო საფუძვლიანად მესწავლა UX ქოფირაითინგი და მაქსიმალურად გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ამ სფეროში. არჩევანი სმარტ აკადემიაზე, კერძოდ ქეთი დიასამიძის კურსზე შევაჩერე და მიღებულმა გამოცდილებამ ნამდვილად ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
გარდა იმისა, რომ წერის პროცესი თავისთავად ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, კურსის გავლის შემდეგ მიღებულმა ცოდნამ კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ეს საქმიანობა. ამ პროფესიაში ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუ რამხელა როლს თამაშობს ერთი შეხედვით მცირე დეტალი საერთო სურათის შექმნაში, თუ როგორ შეიძლება სწორად გათვლილი და დაწერილი წინადადება გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებდეს, თუ როგორ მოქმედებს სწორად შერჩეული ქოფი პოტენციურ მომხმარებელზე და ასე შემდეგ.
მეგი ინწკირველი
UX/UI ქოფირაითინგი არის ინოვაციების, კრეატიულობის, ხელოვნებისა და შემოქმედებითობის ფერადი სამყარო. კურსის დასრულების შემდეგ გავხდი უფრო თავდაჯერებული, დარწმუნებული ვარ ჩემს ცოდნაში. ზუსტად ვიცი, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაო, რომ განვავითარო მიღებული ცოდნა.
ქეთი გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტების ჩართულობას თემების განხილვის პროცესში. ჩვენი ლექციები არასდროს ყოფილა მონოტონური და მოსაბეზრებელი. პირიქით, ძალიან პოზიტიური, მრავალფეროვანი და ინფორმატიული იყო. ეს ნამდვილად მისი დამსახურებაა.
ელენე ყიფშიძე
ჩემი მიზანი იყო აღმომეჩინა სფერო, რომელიც ჩემს ინტერესებს უპასუხებდა და ვფიქრობ, რომ ქოფირაითინგში საკუთარი თავი ვიპოვე.
სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება, უმოკლეს დროში, სულ რაღაც 13 ლექციაში, შემესწავლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია. თითოეული ლექცია იყო ინფორმაციულად დატვირთული, ინტერაქციული და სახალისო.
თათია კერვალიშვილი
კურსის განვალობაში მნიშვნელოვანი ცოდნა დავაგროვე. ვისწავლე მოკლე და ლაკონიური წერა.
ვიმედოვნებ, რომ ჩემს კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს UX/UI ქოფირაითინგის კურსი.
სალომე ჩივაძე
კურსმა საშუალება მომცა მესწავლა მომხმარებლის პოზიციიდან ფიქრი. აგრეთვე, ჩემი მიზნისა და სათქმელის სწორად მიტანა აუდიტორიამდე. კურსმა განსაკუთრებით განმივითარა კრიტიკულად აზროვნების უნარი. ლექციებზე ვისწავლე ერთი საკითხის ორი/სამი განსხვავებული კუთხით დანახვა. საკუთარი ნაწერისა თუ ნაფიქრის, ყოველი სიტყვის გაანალიზება. რაც მთავარია, ყველა დავალება რეალურ ქეისებს შეეხებოდა და პრაქტიკული დავალებებით ვიმტკიცებდით ახალ საკითხებს.
სმარტ აკადემია ჩემთვის ლიდერია ქართულ ბაზარზე. ციფრულ სამყაროში ჩემი პირველი პროფესია, სწორედ სმარტ აკადემიაში შევიძინე, და დღეს ციფრულ მარკეტერად ვარ დასაქმებული. კარგი გამოცდილების გამო, მეორე პროფესიაც სწორედ აქ შევისწავლე. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სმარტ აკადემიამ ხელი შემიწყო სტაჟირებასა და დასაქმებაში.
ანა ილურიძე
კურსის განმავლობაში ვისწავლე როგორ ვწერო სწორად ისე, რომ მკითხველთა ინტერესი გამოვიწვიო, შევქმნა საინტერესო ქოფი და ამ მიმართულებით ვთქვა ჩემი სიტყვა.
ქეთი არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რატომაც მომეწონა ქოფირაითინგი ასე ძალიან. მისმა პროფესიონალიზმმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყოველთვის ვფიქრობდი, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები განსხვავებულები არიან-მეთქი და აი, რომ გაიცნობ, მაშინვე რომ იგრძნობ ამას - ეს მოლოდინი გამიმართლდა. ქეთის ხმის ტემბრი და ექსპრესიული მანერები ყველაზე დაღლილ ადამიანსაც კი მოანდომებს მოსმენას, რეალური ცოდნის მიღებას და ამ მიმართულებით განვითარებას, რომ ოდესღაც ჩვენც ვიყოთ ჩვენი მსმენელებისთვის მისაბაძი პიროვნება.
შეგახსენებთ, რომ სმარტ აკადემია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართე“ პარტნიორები არიან. თანამშრომლობის ფარგლებში, სმარტ აკადემიამ საგანმანათლებლო კურსებზე სწავლა არაერთ სოციალურად დაუცველს დაუფინანსა. UX/UI ქოფირაითინგის კურსი „ჩართეს“ ორმა ბენეფიციარმა - თამარ ნაზარაშვილმა და თორნიკე ჯანჯღავამ გაიარეს. ისინი კონკურსის გზით შეირჩნენ და კურსიც წარმატებით დაასრულეს.
თამარ ნაზარაშვილი
ვფიქრობ, ქოფირაითინგი არის ის, რასაც წლების განმავლობაში ვეძებდი. ძალიან გამიმართლა, რომ დაფინანსება მივიღე. წერის სურვილი ყოველთვის მქონდა, ეს კურსი დამეხმარა მიმართულება მიმეცა წერის სიყვარულისთვის. ლექტორის, ქეთი დიასამიძის საინტერესო ლექციების წყალობით, კურსი იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე ველოდი.
ყველაზე გამორჩეული ლექცია ბოლო შეხვედრა იყო, სადაც დავინახე, თუ რა ვისწავლე კურსის განმავლობაში. ძალიან გამიჭირდა იმასთან შეგუება, რომ კურსი მთავრდებოდა. დადებითი ემოციების ფეიერვერკი ახლაც გონებაში მაქვს.
თორნიკე ჯანჯღავა
ქეთი დიასამიძე თავისი საქმისი უდავო პროფესიონალია. თითოეული ლექცია ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და პროდუქტიული იყო. დიდ მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციას „ჩართე“ და სმარტ აკადემიას ასეთი შესაძლებლობისთვის.
თუ გიყვარს წერა, ფიქრი და გაინტერესებს კრეატიული ინდუსტრია, მაშინ დარეგისტრირდი UX/UI ქოფირაითინგის კურსზე და შემოუერთდი წარმატებულ სტუდენტთა სიას.