მენიუ
banner banner

"კურსის განმავლობაში განვითარებული უნარები დამეხმარება სასურველი მიზნის მიღწევაში" - ეკატერინე ლელაშვილის შთაბეჭდილება

"კურსის განმავლობაში განვითარებული უნარები დამეხმარება სასურველი მიზნის მიღწევაში" - ეკატერინე ლელაშვილის შთაბეჭდილება

 

ეკატერინე ლელაშვილმა სმარტ აკადემიაში სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

“ჩემი მიზანი იყო სოციალური მედია მარკეტინგისთვის საჭირო უნარების ათვისება.”

კურსის განმავლობაში

ვისწავლე სოციალური მედია პლატფორმების მართვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, მათი მოთხოვნილებების და საჭიროებების იდენტიფიკაცია და სწორი კომუნიკაცია.

კურსის განმავლობაში განვითარებული უნარები დამეხმარება სოციალური მედია პლატფორმების შესაძლებლობების გამოყენებასა და სასურველი მიზნის მიღწევაში.

ლექტორის შესახებ

ალექსანდრა კნიაზიანი თავისი საქმის პროფესიონალია, უმნიშვნელო დეტალსაც კი ამომწურავად და დამაკმაყოფილებელად პასუხობს. თავი დამამახსოვრა იმითაც, რომ არის ძალიან პოზიტიური და ემპათიური. მსმენელის საჭიროებებს გრძნობდა მაშინაც კი, როდესაც კითხვის ფორმულირებას გამოუცდელობის გამო ვერ ვახერხებდით. Მადლიერი ვარ მისი პროფესიონალიზმის და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ

ისეთ ცვლად და მუდმივად განვითარებად სფეროში, როგორიც ციფრული სამყაროა, დავინახე ახალი შესაძლებლობები. სმარტ აკადემიაში გავლილი SMM სალექციო კურსი, ერთგვარი, გიდი გახდა ჩემთვის ახალი მიზნების და მათი მიღწევისთვის საჭირო გზების ძიების პროცესში.

პროფესია - სოციალური მედია მენეჯერი

სოციალური მედია მარკეტინგი ადამიანების სურვილების შესწავლის და მათ საჭიროებებზე მორგებული კამპანიების წარმოების საშუალებას გვაძლევს. საბოლოო მიზანი, რა თქმაუნდა, ორმხრივად მომგებიანია, რაც სასიამივნოა.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი უდაოდ იმსახურებს უპირობო ნდობას.

სმარტ აკადემიაში გავლილი კურსის შემდეგ დავრწმუნდი, რომ პროფესიის შეცვლა არასდროსაა გვიანი. 

დარეგისტრირდი სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე აქ.


სხვა სტატიები

ყველა სტატია