მენიუ
banner banner

“ქოფირაითინგში საკუთარი თავი ვიპოვე” - ელენე ყიფშიძის შთაბეჭდილება

“ქოფირაითინგში საკუთარი თავი ვიპოვე” - ელენე ყიფშიძის შთაბეჭდილება

ელენე ყიფშიძემ სმარტ აკადემიაში UX/UI ქოფირაითინგის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს კურსის შესახებ:

“ჩემი მიზანი იყო აღმომეჩინა  სფერო, რომელიც ჩემს ინტერესებს უპასუხებდა და ვფიქრობ, რომ ქოფირაითინგში საკუთარი თავი ვიპოვე.”

კურსის განმავლობაში

გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული და მოტივირებული, რაც აისახა კიდეც საბოლოო შედეგზე- კურსი უმაღლეს ქულაზე დავხურე.

განვივითარე კრეატიული აზროვნების, ლაკონიურად წერისა და ინფორმაციის მომხმარებლის თვალით დანახვის უნარები.

გამორჩეული ლექცია

ყველა მათგანს თავისებური ხიბლი ჰქონდა, თუმცა გამოვარჩევდი უკანასკნელ ლექციას - მთელი კურსის განმავლობაში დაგროვილ ემოციებს რომ ვუზიარებდით ერთმანეთს და საბოლოო შედეგებს ვაჯამებდით. ძალიან  სასიამოვნო და სასიხარულო იყო იმის გააზრება, თუ რამხელა პროგრესი განვიცადეთ პირველიდან ბოლო ლექციამდე

ლექტორის შესახებ

ქეთი არის თავისი საქმის ზე-პროფესიონალი, დადებითი ენერგიის მატარებელი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზადაა, დაგეხმაროს და რჩევებს არასოდეს იშურებს.  უყვარს, როცა კითხვებს უსვამ და შეუძლია მეათასეჯერ განმარტოს ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტჯერ განხილული საკითხი, თუკი ხვდება, რომ რაღაც სულ ცოტათი მაინც შეიძლება, რომ გაუგებარი დაგრჩენოდა. 

კურსის დასრულების შემდეგ

ვაპირებ არ მოვდუნდე და მაქსიმალურად განვვითარდე ამ მიმართულებით.

პროფესია - UX/UI ქოფირაითერი

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესია აღმოვაჩინე, რომელიც არასოდეს მომცემს მოდუნების საშუალებას.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება, უმოკლეს დროში, სულ რაღაც 13 ლექციაში, შემესწავლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია. თითოეული ლექცია იყო ინფრომაციულად დატვირთული, ინტერაქციული და სახალისო.

სმარტ აკადემიის როლი ჩემს კარიერულ წინსვლაში, დარწმუნებული ვარ, იქნება მნიშვნელოვანი. ვაპირებ, რომ გავიარო სმარტ აკადემიის სხვა კურსებიც, მათ შორის, კრეატიული კონტენტი და ქოფირაითინგი და განვივითარო განსხვავებული უნარ-ჩვევები.

დარეგისტრირდი UX/UI ქოფირაითინგის კურსზე აქ. 

სხვა სტატიები

ყველა სტატია