მენიუ
banner banner

“კურსი დამეხმარა განმევითარებინა კრეატიულად და მრავალფეროვნად აზროვნების უნარი” - ნუცა წურწუმიას შთაბეჭდილება

“კურსი დამეხმარა განმევითარებინა კრეატიულად და მრავალფეროვნად აზროვნების უნარი” - ნუცა წურწუმიას შთაბეჭდილება

 

ნუცა წურწუმიამ სმარტ აკადემიაში სოციალური მედია მარკეტინგის კურსი წარმატებით გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს კურსის შესახებ:

“ჩემი მიზანი იყო შემესწავლა და გამეგო უფრო მეტი სოციალური მედია მარკეტინგის შესახებ - როგორ მუშაობს, რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას საზოგადოებისთვის.”

კურსის განმავლობაში

კურსის მეშვეობით ბევრი რამ შევიტყვე და ვისწავლე. პირველ რიგში, დავრწმუნდი, რომ თითოეული წარმატებული ბრენდის უკან დგას მარკეტერთა გუნდი, რომელიც ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ადამიანებამდე მიიტანოს თავისი პროდუქტი და დაანახოს მათ ამ პროდუქტის ბენეფიტები. კურსმა კარგად დამანახა, რომ სოციალური მედიის ნებისმიერი არხის მართვა ადვილი საქმე, ნამდვილად, არ არის და რომ ამას პროფესიონალური სიზუსტე, მონდომება და კრეატიულობა სჭირდება. ასევე, უფრო ნათელი გახდა ისიც, თუ რა დიდი მასშტაბებისაა ბრენდინგის სფერო და სოციალური მედია მარკეტერის მიერ გაწეული სამსახური. 

კურსის გავლის შემდეგ, ჩვევად მექცა სოციალური მედია სიახლეების გაცნობა. ასევე, განმივითარდა უფრო კრეატიულად და მრავალფეროვნად აზროვნების უნარი და პატარა დეტალებსაც უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ.

ლექტორის შესახებ

ალექსანდრა, უდავოდ, თავისი საქმის მცოდნე და ნამდვილი პროფესიონალია. სასიამოვნო იყო, რომ თითოეულ ლექციაზე მაქსიმალურ ინფორმაციას და ყველა დეტალს გვაწვდიდა, რაც ვფიქრობ, ასეთი პროფესიის დაუფლებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. დავალებების შესრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ სად დავუშვით შეცდომები და რა ფაქტორების გაუმჯობესებაა საჭირო. ასეთ უკუკავშირს კი ლექტორი ყოველი ქვიზის შემდეგ იძლეოდა, რას საშუალებას მაძლევდა, უკეთ დამენახა ჩემი ნამუშევრის ძლიერი და სუსტი მხარეები. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ უკეთ დავინახე ის, რომ ბრენდი არ არის მხოლოდ და მხოლოდ გასაყიდი პროდუქტი, რომლისგანაც კომპანია მარტო ფინანსურ მოგებას იღებს. ბრენდი ბევრად მეტია - ეს არის შესაბამის აუდიტორიასთან კავშირის დამყარება, მათი ნდობის მოპოვება და ერთგულ მომხმარებლებად ქცევა, ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მათ კარგ მოგონებებთან გაუჩენს ასოციაციას და რაც მთავარია, ბრენდი ორიენტირებულია მასსა და მომხმარებელს შორის, ორმხრივად, სასიკეთო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. 

პროფესია - სოციალური მედია მენეჯერი

ეს პროფესია მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას, ყურადღებას, დეტალებზე ორიენტირებას და დაუღალავ შრომას იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის მიმზიდველად იქცეს ბრენდის მიერ არჩეული კონტენტი. 

სოციალური მედია მარკეტინგის კურსის გავლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვიფიქრე, უნივერსიტეტში არჩეული პროფესიით მუშაობის გარდა, სასარგებლო იქნებოდა დამატებითი საგნის ცოდნაც, რომელიც საკუთარი თავისა და უნარების გამოვლენაში დამეხმარებოდა, ვინაიდან მიყვარს შემოქმედებითი პროცესი და სოციალური მედია მარკეტინგის კურსი კი ამის საშუალებას მომავალში ნამდვილად მომცემს.

სმარტ აკადემია

​​სმარტ აკადემია ისეთი პროფესიების შესწავლის საშუალებას იძლევა, რომლებიც ყველაზე  მოთხოვნადია და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც დიდი ხნის მანძილზე იქნება. იგი შესაძლებლობას გვაძლევს, ამ პროფესიების შესწავლით საკუთარი თავები უფრო მეტ სფეროში ვიპოვოთ და განვავითაროთ, აღმოვაჩინოთ ახალი უნარები და დავეუფლოთ საყვარელ საქმიანობას.

დარეგისტრირდი სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია