,,სხვაობა ძველ და ახალ ,,მეს” შორის”, - ლია აივაზაშვილის წარმატების ისტორია
ლია აივაზაშვილმა სმარტ აკადემიაში სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გაიარა, კურსის მიმდინარეობისას კი “Brand R” - ში დასაქმდა.
“ ჩემი მიზანი იყო, მქონოდა პროფესია, რომელშიც არის ბევრი კრეატივი, პროფესია - რომელიც მუდმივად ვითარდება და შენც მასთან ერთად ვითარდები."
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ბევრი ახალი რამ ვისწავლე. გავიგე, რომ სოციალური მედიის სწორად მართვისთვის მუშაობა უამრავი დეტალისგან შედგება. გავიგე, რომ იდეა შეიძლება წვრილმანმა დეტალმა შთაგაგონოს და რომ ბრენდს ისეთივე ზრუნვა სჭირდება, როგორც ბავშვს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება, ვითარდება და ახალ თვისებებს იძენს.
კურსის გავლის შემდეგ განვივითარე ფართო ხედვის უნარი, რომელიც მეხმარება დეტალებისგან მიღებული ინფორმაციით საერთო სურათის წარმოდგენაში, რაც ანალიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, განმივითარდა კრეატიული აზროვნება, რაც თავისთავად ქვაკუთხედია ამ პროფესიისა.
გამორჩეული ლექცია
ბრენდინგის შესახებ ლექციამ ბევრად მკაფიო გახადა ჩემთვის ამ პროფესიის მნიშვნელობა და უფრო კარგად დავინახე რამდენს შრომობენ ადამიანები, რომ მათი ბრენდი ჩვენთვის მისაღები და აქტუალური იყოს.
ლექტორის შესახებ
მიხარია, რომ ალექსანდრა კნიაზიანს შევხვდი. ვფიქრობ, მან ძალიან დიდი ცოდნა გადმოგვცა ჯგუფის თითოეულ წევრს და ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის დასრულების შემდეგ უფრო თავდაჯერებული და მოტივირებული ვარ, ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას ვხედავ საკუთარ თავსა და პროფესიულ კარიერაში და ეს მომწონს.
პროფესია - სოციალური მედია მენეჯერი
მომწონს, რომ მუდმივად ვითარდება ეს პროფესია. ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნე ციფრული საუკუნეა და ამიტომ ველი, რომ სოციალური მედია სულ უფრო და უფრო ღრმად შემოვა ჩვენს ყოველდღიურობაში. მომწონს, რომ კურსის დამთავრების შემდეგაც კი ყოველდღე ახალ რაღაცას ვიგებ და ახალი შესაძლებლობები მიჩნდება - ვაკეთო ის, რაც მომწონს და მიყვარს.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა ახალი შესაძლებლობები, ახალი პროფესია და სწორი მიმართულება, რომელიც ჩემი კარიერული წინსვლის საფუძველი გახდება.
სმარტ აკადემიამ ძალიან შეუწყო ხელი ჩემს კარიერულ წინსვლას, რადგან ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დავიწყე თანამშრომლობა საკმაოდ პერსპექტიულ კომპანიასთან და გასაუბრებაზე მისული უკვე ვგრძნობდი სხვაობას ძველ და ახალ ,,მეს" შორის. ვგრძნობდი, რომ ახლა ბევრად უკეთ მესმოდა დამსაქმებლის სურვილებიც და ისიც, თუ რისი შეთავაზება შემეძლო მე ამ კომპანიისთვის.
დარეგისტრირდი სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე აქ.