"სოც. მედია მენეჯერს შეუძლია მომხმარებლებს კომპანია შეაყვაროს" - ნანა ქაჯაიას შთაბეჭდილება
ნანა ქაჯაიამ სმარტ აკადემიაში სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს:
“ჩემი მიზანი იყო ამ სფეროში უკეთ გავრკვეულიყავი. გამოცდილების მიუხედავად ვიყავი თვითნასწავლი და მჭირდებოდა ცოდნის გაღრმავება.”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში გავიღრმავე ცოდნა, გავიაზრე რა შეცდომებს ვუშვებდი. დღესდღეობით ყველაფერი ისეა განვითარებული, ყველა ცდილობს ისწავლოს და თავად მართონ სოც. ქსელები. ყველას ვურჩევ აუცილებლად გაიარონ სოც. მედია მარკეტინგის კურსი, რადგან შეიძლება არასწორი მიმართულებით ვუშვებდეთ რეკლამას და ვხარჯავდეთ თანხას. გარდა იმისა, რომ ვისწავლე რეკლამის სწორად გაშვება, ვისწავლე როგორ შევქმნა თვის-წლის კონტენტი და როგორ გავხდე უფრო საინტერესო თანამშრომელი სხვა კომპანიისთვის.
კურსის მიმდინარეობისას გამომუშავებული უნარები დამეხმარება სწორად და მიმართულად აუდიტორიასთან კომუნიკაციაში, კონტენტის გაწერაში, პრომოუშენის უფრო დაკვირვებით შექმნაში, ხარისხიანი ფოტო-ვიდეო მასალების შექმნაში.
ლექტორის შესახებ
ალექსანდრა კნიაზიანი არის უსაყვარლესი ლექტორი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაგაინტერესოს და მარტივად მოგაწოდოს რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია. გარდა კურსის სწავლებისა, პირადად მე, მისი წყალობით ყოველდღიურად ვიძიებ ახალ ინფორმაციებს მარკეტინგისა და სოც ქსელების შესახებ - ჩამომიყალიბდა ჩვევა, რომელიც აქამდე არ მქონია. მადლობელი ვარ მისი პროფესიონალიზმის.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის გავლის შემდეგ მივხვდი, რა შეცდომებს ვუშვებდი აქამდე და დავიწყე მათი გამოსწორება. ასევე, ის ჩვენი ვიდეო გაკვეთილები, რომელზეც გვაქვს წვდომა გვეხმარება კიდევ გადავხედოთ და უფრო მეტად გავიღრმაოთ ცოდნა.
პროფესია - სოციალური მედია მენეჯერი
საინტერესოა იყო კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, მიაწოდო ადამიანებს საინტერესოდ, ლამაზად ინფორმაცია. სოც. მედია მენეჯერს შეუძლია მომხმარებლებს შეაყვაროს კომპანია და გაზარდოს აუდიტორია.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ გარდა იმისა რომ მომიმატა თავდაჯერებულობა გამიჩნდა სურვილი კიდევ შევუსწავლო ახვა პროფესიაც იმისათვის რომ განვვითარდე. სმარტ აკადემიის წყალობით გავხდი უფრო თავდაჯერებული ჩემს პროფესიაში.
დარეგისტრირდი სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე აქ.