0
მენიუ
banner banner

"კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველა ის ძირეული საკითხი, რაც ამ სფეროში განვითარების საშუალებას მომცემს" - მარიამ დათეშიძის შთაბეჭდილება

"კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველა ის ძირეული საკითხი, რაც ამ სფეროში განვითარების საშუალებას მომცემს" - მარიამ დათეშიძის შთაბეჭდილება

მარიამ დათეშიძემ სმარტ აკადემიაში FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო ამ კურსის განმავლობაში მაქსიმალურად ამეთვისებინა Front-end Development-ის საფუძვლები. მიმეღო ის საწყისი ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ სფეროში სახელის დამკვიდრებაში დამეხმარება.”

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე Front-end Development-ის ყველა ის ძირეული საკითხი, რაც ამ სფეროში განვითარების საშუალებას მომცემს. კურსი ბოლომდე მორგებულია სტუდენტზე, სწავლა დაიწყო 0-დან, კურსის ბოლოს კი სტუდენტებს უკვე საკმარისი ცოდნა გვქონდა გამართული, საშუალო სირთულის ვებგვერდის ასაწყობად. ყველა ლექცია ერთმანეთზე საინტერესოდ მიმდინარეობდა, თავისი სირთულეებით და ახალი გამოწვევებით.

კურსის განმავლობაში გარდა იმ ტექნიკური უნარებისა რაც ყველა Front-end Developer-ს სჭირდება (HTML, CSS, JS) განვივითარე გუნდური მუშაობის, სირთულეებთან შეჭიდების და დაძლევის, ასევე დედლაინებთან გამკლავების უნარი.

ლექტორის შესახებ

კურსის განმავლობაში სამ ლექტორთან მქონდა შეხება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა სწავლის პროცესს. თითოეული მათგანისგან ვიღებდით ისეთ რჩევებს რაც დაგვეხმარება კარიერის განვითარებაში. 

ნოკა ყიფიანი რომელთანაც გავიარეთ კურსის პირველი "Markup" ნაწილი, ყოველთვის ძალიან დაწვრილებით და გასაგებად ხსნიდა მასალას და ყველა კითხვაზე დაუღალავად გვპასუხობდა. 

ალინა ბრეგვაძე, რომელიც კურსის დასაწყისიდან ბოლომდე ჩვენს გვერდით იყო, ყოველთვის გასაგებად გვპასუხობდა ნებისმიერ კითხვაზე, მიგვითითებდა შეცდომებზე, მათი გამოსწორების მიზნით და რაც მთავარია, გვაძლევდა რჩევებს ამ პროფესიის შესახებ. 

გიორგი ქეშიკაშვილმა, კურსის მეორე, შედარებით რთული, "JavaScript"-ის ნაწილი შეძლებისდაგვარად მარტივად და გასაგებად აგვათვისებინა. სამივე მათგანი საკუთარი საქმის პროფესიონალია რაც ყველა ლექციაზე ნათლად ჩანდა. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ ბოლომდე თვითგანვითარებაზე გადავერთე, რადგან ამ კურსის მოცემული უნარები უფრო დავხვეწო და გავამდიდრო. ასევე, სმარტ აკადემიის დახმარებით გავდივარ პრაქტიკას, რაც კიდევ უფრო დიდ და საინტერესო გამოცდილებას შემძენს.

პროფესია - FRONT-END დეველოპერი

პროგრამირებასთან უკვე რამდენიმე წელია მჭიდრო შეხება მაქვს. ამ დროის განმავლობაში შეძენილმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ Front-end Development არის ყველაზე ახლოს იმ სფეროსთან, რომელშიც ჩემს თავს ვხედავ მომავალში. ამ კურსმა კი კიდევ უფრო გაამყარა ჩემი გადაწყვეტილება.

სმარტ აკადემია

კურსის გავლამდე ხშირად მესმოდა სმარტ აკადემიის შესახებ და მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ახლოდან გამეცნო ის. სმარტ აკადემიაში ყველა საკუთარი საქმის პროფესიონალია, ყოველთვის ცდილობენ იზრუნონ სტუდენტის განვითარებაზე და წინსვლაზე, კურსის დასრულების შემდეგაც.

სმარტ აკადემიამ მომცა ის ცოდნა და უნარები რაც დამეხმარება კარიერულ წინსვლაში, ასევე კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ დავიწყე პრაქტიკები რაც რა თქმა უნდა დიდ როლს ითამაშებს ჩემთვის ამ სფეროში.

დარეგისტრირდი FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები