0
მენიუ
banner banner

"ტესტირება ანალიტიკის და კრეატივის იდეალური შერწყმაა" - მანო სვანიძის წარმატების ისტორია

"ტესტირება ანალიტიკის და კრეატივის იდეალური შერწყმაა" - მანო სვანიძის წარმატების ისტორია

ანო სვანიძემ სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ტესტირებაზე შეყვარებულს მევლო, თუმცა სრულიად დაუგეგმავად, მეორე სიყვარული ვიპოვე” 

კურსის განმავლობაში 

კურსის განმავლობაში გავეცანი ციფრული პროდუქტების ტესტირების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული ნაწილს. ვისწავლე სხვადასხვა ტექნიკები და მეთოდები, რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებ.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულების შემდეგ შევუერთდი Georgia Tech Tbilisi-ის უმაგრეს გუნდს, სადაც მაქვს საშუალება, ვისწავლო კიდევ უფრო მეტი და განვვითარდე.

პროფესია - ტესტერი

ტესტირება ანალიტიკის და კრეატივის იდეალური შერწყმაა. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ ვიღაც ჩამოჯდა და იფიქრა, აბა მანოსნაირი ტიპაჟი რისი კეთებით გაბედნიერდებაო და ეს პროფესია გამოიგონა. 

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიის მთელი გუნდი მიმართულია სტუდენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მეგობრული და სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნისკენ. სმარტ აკადემიის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს კარიერულ წინსვლაში, რადგან IT სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯები, სწორედ სმარტ აკადემიის კურსის გავლის შემდეგ გადავდგი.

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები