,,საინტერესოა, როცა ხედავ, რა მარტივად უმკლავდები ისეთ დავალებებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ ძალიან რთულად გეჩვენებოდა'', - რეზო გოქაძის შთაბეჭდილება
რეზო გოქაძემ სმარტ აკადემიაში ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების კურსი გაიარა, ახლა კი საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი იყო, შემესწავლა ტესტირების ავტომატიზაციისათვის საჭირო პროგრამული ენები და ხელსაწყოები”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში შევისწავლე ტესტირების ავტომატიზაციისთვის აუცილებელი შემდეგი ხელსაწყოების გამოყენება:
- Git/GitHub
- Java
- HTML
- CSS
ასევე Allure Report ხელსაწყო ტესტირების რეპორტის მოსამზადებლად.
განვივითარე პროგრამირებისთვის საჭირო აზროვნება და პრობლემების გადაჭრის გზების ძიების უნარი, რაც ავტომატური ტესტების შექმნისას ტესტის ბოლომდე მიყვანაში მეხმარება.
ლექტორის შესახებ
თაკო დოკვაძე არის ლექტორი, რომელიც მუდამ მზადაა დახმარებისთვის. ლექციებზე ის ყოველთვის მოტივირებული და მომზადებული იყო. ცდილობდა, კურსის ყველა მონაწილეს გაეგო ახსნილი მასალა და არასალექციო საათებშიც კი ნებისმიერ დროს მზად იყო ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის გავლის შემდეგ ვცდილო მიღებული ცოდნის განვითარებას და ვაგრძელებ ავტომატური ტესტების მომზადებას იმ პროექტებზე, რომლებზეც ამჟამად ვარ დასაქმებული.
პროფესია - ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი
ამ პროფესიაში ყველაზე საინტერესო არის პროცესი, რომელიც ყოველთვის მოითხოვს რაღაც ახლის სწავლას და უკვე არსებული ცოდნის განვითარებას. ასევე ძალიან საინტერესოა, როცა ხედავ, რა მარტივად უმკლავდები ისეთ დავალებებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ ძალიან რთულად გეჩვენებოდა.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა ცოდნა, რომლის მიღებითაც დიდი ხანი ვიყავი დაინტერესებული და დროის მოკლე მონაკვეთში შემასწავლა ძალიან ბევრი ახალი და რთული საკითხი. მომწონს, რომ აკადემია არის კარგად ორგანიზებული და სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული.
დარეგისტრირდი ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების კურსზე აქ.