დარწმუნებული ვარ, სმარტ აკადემიაში მიღებული ცოდნა საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს ჩემს კარიერულ წინსვლაში - დაკო მამაიაშვილის შთაბეჭდილება
დაკო მამაიაშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
ჩემი მთავარი მიზანი საინტერესო პროფესიის შესწავლა იყო, რაც სამომავლოდ განვითარებაში დამეხმარებოდა
კურსის განმავლობაში
ინტერაქციული ლექციების დახმარებით კურსის განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე. გავეცანი ციფრული მარკეტინგის საფუძვლებს, ვისწავლე როგორ ხდება სტრატეგიის განსაზღვრა და ზოგადად, როგორ მუშაობს ციფრულ სამყაროში რეკლამა. განვივითარე ტექნიკური უნარები იმ მიმართულებით, რომელთანაც აქამდე შეხება არ მქონია. გავხდი დეტალებზე მეტად ორიენტირებული და დაკვირვებული, რაც ჩემი აზრით, ამ პროფესიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
ლექტორის შესახებ
მარიამ ხაზალაშვილი არის ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორი, ვისთანაც კი შეხება მქონია. მისი მეგობრული დამოკიდებულება კიდევ უფრო ამარტივებდა სწავლის პროცესს. რაც მთავარია, ის ნებისმიერ დროს მზად იყო დახმარებისა და საკითხის დეტალურად ახსნისათვის. ასევე, მუდმივად გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას. ლექციებზე გაურკვეველი საკითხი თითქმის არ გვრჩებოდა.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის დასრულების შემდეგ ვცდილობ მიღებული ცოდნა ჩემს ამჟამინდელ პროფესიას მოვახმარო.
პროფესია - ციფრული მარკეტერი
ციფრულ მარკეტინგში შეგიძლია შენი შემოქმედებითობა მაქსიმალურად გამოიყენო. შედეგებიც, უმეტესად შენზეა დამოკიდებული, რის გამოც, დეტალებს მუდმივად აკვირდები და პროცესი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და სულ სიახლის მოლოდინში ვართ, ციფრული მარკეტერის პროფესიაც ვითარდება და რაც დრო გადის, უფრო მოთხოვნადი ხდება.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება, მიმეღო ცოდნა და განმევითარებინა პრაქტიკული უნარები, რაც ჩემი კარიერისთვის, წინ გადადგმული ნაბიჯია. მომწონს, რომ მთელი გუნდი ორიენტირებულია მათი სტუდენტების განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, სმარტ აკადემიაში მიღებული ცოდნა საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს ჩემს კარიერულ წინსვლაში, რადგან აქ იღებ ისეთ ცოდნას, რომლის გამოყენებაც პრაქტიკაშია შესაძლებელი.
დარეგისტრირდი ციფრული მარკეტინგის კურსზე აქ.