კურსის დასრულების შემდგომ ჩამომიყალიბდა ხედვა, რა მიმართულებით მსურს მუშაობის გაგრძელება - ნათია იანვარაშვილის შთაბეჭდილება
ნათია იანვარაშვილმა სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი ახალი პროფესიის შესწავლა და ამ მიმართულებით მუშაობა იყო.”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე HR მენეჯმენტის სპეციფიკა, შევიძინე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. განვივითარე პროფესიასთან დაკავშირებული სხვადასხვა უნარი, რომელიც მომავალი საქმიანობის სრულყოფილად შესრულებაში დამეხმარება.
ლექტორის შესახებ
სალომე ზირაქაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი. მისი ლექციები იყო სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციით დატვირთული, იმდენად, რომ გაურკვეველი საკითხი არ რჩებოდა. სალომე მუდმივად გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას, რაც საკითხს უფრო ნათელს ხდიდა.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის დასრულების შემდგომ ჩამომიყალიბდა ხედვა, რა მიმართულებით მსურს მუშაობის გაგრძელება. ასევე, დავიწყე საკითხის ღრმად შესწავლა და ვეცნობი სალომეს მიერ რეკომენდებულ წიგნებს.
პროფესია - HR მენეჯერი
HR მენეჯერის პროფესია ადამიანის მუდმივ განვითარებას და ლიდერად ჩამოყალიბებას გულისხმობს, რაც პროფესიონალად ქცევის გარანტიაა.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა შემესწავლა ახალი პროფესია. აქ სტუდენტის განვითარებაზე სწავლის დასრულების შემდეგაც ზრუნავენ, რაც მათდამი ნდობას მიორმაგებს. სმარტ აკადემია არის ერთ-ერთი პასუხისმგებლობიანი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სრულყოფილად ასრულებს სწავლის დასაწყისში მიცემულ პირობას.
HR მენეჯმენტის კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.