0
მენიუ
banner banner

4 მარტივი მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო MS Excel

4 მარტივი მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო MS Excel

MS Excel არის ელექტრონული ცხრილების პროგრამა, რომელიც თავისი მძლავრი და მოქნილი შესაძლებლობებით დამსახურებულად გახდა მთელ მსოფლიოში ინდუქტრიის სტანდარტი.

Excel-ის ცოდნა დღესდღეობით განსაკუთრებით საჭიროა პროფესიონალებისთვის, რადგან ბიზნეს სფეროში სამუშაო სპეციფიკის სრულყოფილად შესრულება მის გარეშე წარმოუდგენელია.

პროგრამის შესასწავლად მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა ჩვენ 4 მთავარ მიზეზზე გიამბობთ. 

1. Excel არ არის მხოლოდ ცხრილების შესაქმნელი პროგრამა

Excel საკმაოდ კომპლექსური პროგრამაა და მისი შესაძლებლობები არ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ცხრილის შექმნით ან გრაფების რაოდენობის გაზრდით. Excel-ით ასევე შესაძლებელია:

  • მონაცემების შენახვა და ორგანიზება

  • კომპლექსურ მათემატიკურ ფორმულებსა თუ ფუნქციებზე მუშაობა

  • უკიდეგანო მონაცემების გრაფიკებად და დიაგრამებად გარდაქმნა

  • მონაცემთა ანალიზი, ინტერპრეტაცია და პროგნოზირება

2. Excel დაგეხმარება საქმის შესრულებაში

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ინდუსტრიას ემსახურები ან რა სახის კომპანიაში მუშაობ, Excel-ი საქმის უფრო სწრაფად და ეფექტურად შესრულებაში აუცილებლად დაგეხმარება. 

მისი მრავალფეროვანი ფუნქციები საშუალებას მოგცემს, თავიდან აირიდო განმეორებადი დავალებები. არ არის საჭირო, სათითაოდ დაამატო 127 სვეტი, გამოთვალო ყოველთვიური ხარჯები თუ სხვა. ამ ყველაფრის გაკეთება Excel-ის ფორმულებითა და ფუნქციებით მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი. 

შესაბამისად, Excel-ი დაგეხმარება, რომ დაზოგო დრო და ეფექტურად, მათემატიკური სიზუტით შეასრულო დავალება.

3. დაწინაურებისა და ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობა

იცოდი, რომ Excel-ს შეუძლია მყისიერად გაზარდოს შენი სამსახურეობრივი პერსპექტივები და ანაზღაურება? Excel-ის ცოდნა არის უნარი, რომელსაც ნებისმიერი დამსაქმებელი აფასებს.

ამიტომ თუ გსურს, რომ კონკურენტული და მოთხოვნადი კანდიდადი იყო შრომით ბაზარზე, MS Excel-ის ცოდნა აუცილებელია. 

4. Excel-ი უამრავ სფეროში გამოიყენება

პროგრამას მხოლოდ ბანკირები და ბუღალტრები არ იყენებენ. მისი მრავალფეროვანი შესაძლებლობები და სიზუსტე სჭირდებათ: მეცნიერებს, საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, გრაფიკულ დიზაინერებს და სხვა მრავალი პროფილისა და პროფესიის მქონე ადამიანებს. 

Excel-ის გარეშე მუშაობა კი წარმოუდგენელია შემდეგ სექტორებში: 

  • ფინანსები და ბუღალტერია

  • პროექტის მენეჯმენტი

  • ბიზნეს მენეჯმენტი

  • HR მენეჯმენტი

  • ოფისის ადმინისტრაცია

  • სტრატეგიული ანალიზი

  • მარკეტინგი და პროდუქტის მენეჯმენტი

  • მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი (CRM)

  • გაყიდვები

Excel-ი საუკეთესო გზაა მონაცემთა ორგანიზებისა და ვიზუალიზაციისთვის, განმეორებადი დავალებების შესრულების თავიდან აცილებისთვისა და მათემატიკური ფორმულებისა და ფუნქციების სრული სიზუტის გამოყენებისთვის. 

ამიტომ თუკი მუშაობის ოპტიმიზაცია, დროის დაზოგვა, რეზიუმეს გამრავალფეროვნება და კარიერული წინსვლა გსურს, Excel-ის სწავლა აუცილებლად დაგეხმარება.

ისწავლე MS Excel სმარტ აკადემიაში - გაეცანი ინფორმაციას კურსის შესახებ აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები