5 რჩევა, რომელიც სიზარმაცის დაძლევაში დაგეხმარება
გსურს ისეთი დღის ქონა, რომლის განმავლობაშიც არაფერს გააკეთებ? ეს ყველას გამოგვიცდია. გადატვირთული გრაფიკის შემდეგ, თავისუფალი დღეების აღება არათუ ნორმალური, არამედ საჭიროც კია. მაგრამ თუ აღმოაჩენ, რომ ზემოხსენებულ დღეები ხშირია და საქმეების შესრულებაში ხელს გიშლის, ეს შეიძლება ნიშანი იყოს, რომ რაღაც სწორად არ მიდის.
შენი სამუშაოსადმი ინტერესის არ ქონა, გადავსებული To-do სია და კონცენტრაციის ნაკლებობა მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში, სულ მცირე ჩამონათვალია, რაშიც შენი სიზარმაცე შეიძლება გამოხატოს.
როგორ დავძლიო სიზარმაცე?
ამ კითხვაზე პასუხი არ იქნება მოკლე და მშრალი. გარკვეულ შემთხვევაში, რაღაც საქმის ბოლომდე მიყვანა ერთი შეხედვით პროდუქტიული ხალხისთვისაც კი ქცეულა უდიდეს გამოწვევად.
გაეცანი 5 რჩევას, რომელიც დაგეხმარება სიზარმაცის დაძლევაში და გაგხდის მეტად პროდუქტიულს:
1.დაისახე რეალური მიზნები
არარეალური მიზნების დასახვამ შეიძლება სტრესში ჩაგაგდოს. აღნიშნულმა სტრესმა კი გამოიწვიოს ინტერესისა და მოტივაციის დაკარგვა, საიდანაც თავის დაღწევა რთულია.
აიცილე ეს ყველაფერი რეალური მიზნების დასახვით, რომელიც საბოლოოდ იმ შედეგის მიღწევაში დაგეხმარება, რომლისკენაც მიისწრაფვი.
2. არ იფიქრო, რომ იდეალური ხარ
2017 წლის კვლევის მიხედვით, რომელშიც სტუდენტებს 1989 წლიდან 2016 წლამდე დროის მონაკვეთში აკვირდებოდნენ, აღმოჩნდა, რომ პერფექციონიზმის მაჩვენებელი ამ დროის განმავლობაში ზრდას განიცდიდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდები ახლა მეტად კონკურენტუნარიანი გარემოს პირისპირ რჩებიან, არარეალური მოლოდინით, შფოთვითა და კონტროლით მშობლების მხრიდან.
პერფექციონიზმის გაზრდილი მაჩვენებელი, იწვევს იმას, რომ ადამიანები ზედმეტად კრიტიკულები არიან საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ. ეს ყველაფერი საბოლოოდ დეპრესიასაც კი იწვევს.
საკუთარ თავისგან ზედმეტის მოთხოვნა, იმედგაცრუება და მისი თანმდევი შედეგები, ხშირად აიძულებს ადამიანებს სცადონ სამუშაოს შესრულებისგან თავის არიდება და საკუთარი დროის ფუჭად გაფლანგვა. ნუ იქნები ზედმეტად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. გახსოვდეს, იდეალური არავინაა, მათ შორის არც შენ, თუმცა ეს ხელს ვერ შეგიშლის სცადო ყველაფრის გაკეთება, რასაც კი მიზნად დაისახავ.
3. ითხოვე დახმარება
არსებობს მოსაზრება, თითქოს დახმარების თხოვნა სისუსტის ნიშანია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ქმედებისგან თავის შეკავებამ, შესაძლოა წარუმატებლობასთან მიგიყვანოს. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც თანამშრომლებს დახმარებას არ სთხოვდნენ, ძირითად შემთხვევებში, სამუშაოს კარგად ვერ ასრულებდნენ.
ითხოვე დახმარება, როდესაც ამის საჭიროებას იგრძნობ. აღნიშნული ქმედება არამხოლოდ შენი წარმატების შანსს გაზრდის, არამედ მოგცემს თანამშრომლებთან კავშირის ქონის შესაძლებლობას, რაც გაგამხნევებს და წაგახალისებს. მოტივაციის ამაღლებასთან ერთად კი სიზარმაცის ფაქტორი შენზე ვეღარ იმოქმედებს.
4. სცადე მაქსიმალურად კონცენტრირდე
ჩვენ ყველას გვაქვს ფავორიტი ყურადღების გადამტანი საშუალება - ეს იქნება სოციალური მედიის სქროლვა თუ საყვარელ შინაურ ცხოველთან თამაში.
იპოვე გზები, რათა სამუშაო პროცესში ყურადღების გადამტანი ფაქტორები, უკანა პლანზე გაწიო. შესაძლოა, ამისათვის საკმარისი იყოს წყნარი ადგილის პოვნა, სადაც მუშაობას შეძლებ, ეს იქნება ბიბლიოთეკა თუ ცარიელი ოთახი, ან გამოიყენო აპლიკაცია, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში დაბლოკავს საიტებს, რომლის სქროლვასაც იმ დროს ახმარ, რაც დავალების შესასრულებლად უნდა გამოიყენო.
5. გახადე ერთი შეხედვით მოსაბეზრებელი დავალებები სახალისო
ჩვენ მიდრეკილები ვართ თავიდან ავიცილოთ ისეთ სამუშაოს შესრულება, რომელიც მოსაწყენად გვეჩვენება, ეს იქნება ყოველდღიურობასთან თუ სამსახურთან დაკავშირებული. მაგალითისათვის, სახლის დალაგება ერთი შეხედვით არც თუ ისე საინტერესოა, თუმცა შენ შეგიძლია თავად შესძინო აღნიშნულ პროცესს ინტერესი. თუ შენ სმარტ საათზე ნაბიჯების დათვლას დაიწყებ, რათა საბოლოოდ ნახო, რამდენი ნაბიჯი დაგჭირდა სახლის მისალაგებლად, შესაძლოა ეს ყველაფერი მთელი დღის განმავლობაში ფილმების ყურებაზე საინტერესოდაც კი გეჩვენოს.
ყველა ადამიანი, რაღაც დოზით მიდრეკილია სიზარმაცისკენ, თუმცა, როგორც ხედავ, სხვადასხვა გზა არსებობს მის დასაძლევად. მთავარია საკუთარ თავში მოძებნო ძალა და გაბედო სიზარმაცესთან შეწინააღმდეგება, რაშიც ჩვენი რჩევებიც დაგეხმარება.