მენიუ
banner banner

2 თვეში შეცვლილი ცხოვრება და კარიერა - დავით ნოდაძის წარმატების ისტორია

2 თვეში შეცვლილი ცხოვრება და კარიერა - დავით ნოდაძის წარმატების ისტორია

დავით ნოდაძემ სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი საკუთარი ინტერესებისა და კარიერის ერთმანეთთან დაკავშირება იყო”.

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე ტესტირების ძირითადი დეტალები, ხერხები და ტექნიკები. ამასთან ერთად, უფრო დეტალურად გავერკვიე ციფრულ სფეროში, მის შემადგენელ ნაწილებში, როგორ ერწყმის ის თანამედროვე გარემოს.

ლექტორის შესახებ 

ლელა გაბელაია არ არის მხოლოდ ლექტორი, ის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მეგობარია, რომელიც მთელს შრომას და ენერგიას დებს მისი სტუდენტების განვითარებაში. ჩვენი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, მისთვის ისეთივე ბედნიერების მომტანია, როგორიც ჩვენთვის. ლელა არის თავისი საქმის პროფესიონალი, აქვს საოცარი გადმოცემის უნარი და ყოველთვის მზადაა, საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ დავსაქმდი კომპანია Webiz-ში და მომეცა საოცარ გარემოში მუშაობის საშუალება, სადაც მაქვს შესაძლებლობა, უფრო მეტად გავიღრმაო უკვე არსებული ცოდნა და შევეჭიდო ახალ გამოწვევებს.

პროფესია - ტესტერი

ტესტერობა თითქოს ციფრული სფეროს ყველა დეტალს აერთიანებს. შენ არ ხარ შეზღუდული მხოლოდ ერთი მოწყობილობის, პროგრამის ან კომპიუტერული “ენით”, ეცნობი ყველა სიახლეს და გარკვეული ხარ ამ სფეროში. 

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება გამეცნო ჩემი მომავალი კოლეგები, შემიქმნა უზომოდ კომფორტული, კარგად ორგანიზებული და სწავლაზე ორიენტირებული გარემო. სმარტ აკადემია არის შედეგზე და ხარისხზე ორიენტირებული, მის გარეშე, ალბათ არასდროს მომეცემოდა საშუალება ამეთვისებინა ციფრული ტესტირების კურსი და სულ რაღაც ორ თვეში რადიკალურად შემეცვალა ჩემი ცხოვრება და კარიერა.

დარეგისტრირდი ციფრული პოდუქტების ტესტირების ჯგუფზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია