მენიუ
banner banner

5 შეცდომა, რომელთა თავიდან აცილებაც, უკეთეს კონტენტ კრეატორად გაქცევს

5 შეცდომა, რომელთა თავიდან აცილებაც, უკეთეს კონტენტ კრეატორად გაქცევს

კონტენტის შექმნა დიდი გამოწვევაა. ყველაზე გამოცდილი ადამიანებიც კი უშვებენ შეცდომებს საკუთარი ბლოგების წერისა თუ სხვა სახის კონტენტზე მუშაობისას. 

დღეს გაგიზიარებ, რომელია აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები. 

1. მკითხველის ნაცვლად, საკუთარ თავზე კონცენტრირება

შენი აუდიტორიისათვის კონტენტის შექმნა შესაძლოა ურთიერთობის დასაწყისად იყოს აღქმული. მხოლოდ შენ თავზე საუბრით, შორს ვერ წახვალ. შენი დრო სხვა ადამიანების შესწავლას უნდა დაუთმო და დასვა შემდეგი კითხვები:

  • რას ეძებენ ისინი? 
  • რა ესაჭიროებათ მათ?

როდესაც წერ, მაცდურია უთხრა მომხმარებლებს, თუ როგორი კარგია შენი პროდუქტი. თუმცა, მათ არ მოსწონს, როდესაც მხოლოდ შენ შესახებ საუბრობ. ადამიანები ინტერნეტის საძიებო სისტემას რომ მიმართავენ, მათ პასუხები აინტერესებთ. 

იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ აზროვნებს, იქცევა, ლაპარაკობს და ეძებს შენი მომხმარებელი, შენ არ გაგიჭირდება მათი ნდობის მოპოვება. როდესაც აღნიშნულ მიზანს მიაღწევ, შეგეძლება საკუთარი თავის შესახებ მათ მეტი უამბო. 

2. რთული სტრუქტურით წერა 

როგორ კითხულობენ ადამიანები ონლაინში? ნილსენ ნორმანის ჯგუფის კვლევა შემდეგნაირად პასუხობს აღნიშნულ კითხვას - ისინი არ კითხულობენ. 

ხალხი იშვიათად ეცნობა სრულად ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციას. ამის მაგივრად, ისინი კონკრეტულ წინადადებებსა და სიტყვებს ამოარჩევენ და მათზე კონცენტრირდებიან. სიტყვა-სიტყვით კი მხოლოდ 16% კითხულობს განთავსებულ კონტენტს.

გაამარტივე შენი ტექსტი ქვესათაურების მეშვეობით. წერე მოკლე, მარტივად წასაკითხი პარაგრაფები. გამოიყენე ბულეტები და გაამუქე ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი. 

3. ნაშრომის არგადამოწმება

ეს შეცდომა თავს არცთუ ისე იშვიათად იჩენს. ხშირად, როდესაც ჩვენს ნაწერს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ რაც ჩვენ ვთქვით, საერთოდაც არ ემთხვევა იმას, რისი თქმაც გვსურდა. ნაშრომის გადასამოწმებლად, სხვადასხვა ეფექტური გზა არსებობს:

  • წაიკითხე შენი კონტენტი ხმამაღლა
  • წაიკითხე ტექსტი არათანმიმდევრულად
  • გამოიყენე სხვადასხვა აპლიკაციები, რომელიც შეცდომით დაწერილ სიტყვებზე მიგითითებს

4. შეკითხვებზე პასუხის არასრულად გაცემა 

შეეცადე თავი შენი მკითხველის ადგილზე წარმოიდგინო. 

ისინი შეკითხვაზე პასუხს ეძებდნენ და შენს კონტენტს წააწყდნენ. პასუხობს შენი კონტენტი სრულად მათ შეკითხვას? იფიქრე ყველაფერზე, რისი ცოდნაც შესაძლოა შენს მკითხველს უნდოდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შეეცადე ამომწურავად მიაწოდო ინფორმაცია. 

მიუთითე სხვა სტატიებზე, რომელიც ამა თუ იმ თემაზე დამატებით ინფორმაციას შეიცავს. 

5. სათაურებისათვის არასაკმარისი დროის დათმობა 

თუ Copyblogger-ს დავუჯერებთ, ყოველი 10 ადამიანიდან 8 მხოლოდ სათაურს კითხულობს.

როდესაც შენ დიდ დროს გაატარებ კარგი სტატიის შესაქმნელად, ალბათ არ გენდომება, ხალხმა მის წაკითხვაზე უარი სუსტი სათაურის გამო თქვას. სწორი სათაურის მოფიქრების შემთხვევაში, მეტია შანსი, ადამიანს კითხვის გაგრძელების სურვილი გაუჩნდეს.

ზემოთ ხსენებული 5 შეცდომის თავიდან არიდება დაგეხმარება, გახადო შენი კონტენტი უკეთესი და მარტივად საპოვნელი პოტენციცური მომხმარებლებისთვის. 

გაიგე მეტი:

სოციალური მედია მარკეტინგი

სხვა სტატიები

ყველა სტატია