მენიუ
banner banner

„რომ არა სმარტ აკადემია ახლა იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ“ – გიორგი მუხრანელის ისტორია

„რომ არა სმარტ აკადემია ახლა იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ“ – გიორგი მუხრანელის ისტორია

გიორგი მუხრანელმა სმარტ აკადემიაში გაიარა კურსი ციფრული პროდუქტების ტესტირება. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: 

ჩემი მიზანი იყო ცოდნის მიღება და ამ უკანასკნელის რეალიზება საქმეში, რაშიც სმარტ აკადემიამ დიდი დახმარება გამიწია.

კურსის შესახებ

ვისწავლე, თუ რა არის ციფრული პროდუქტების ტესტირება და რამხელა მნიშვნელობა აქვს ხარისხს, ასევე რამხელა პასუხისმგებლობაა, როდესაც ზრუნავ მაღალი სტანდარტების დაცვაზე. ამასთან, შევისწავლე ტესტირების მრავალი სახეობა, რაც ამ საქმიანობის ფუნდამენტურ აღქმაში კიდევ უფრო დამეხმარა, თითოეული მათგანი ძალიან ღირებული და საჭირო გახლდათ ჩემთვის.

მოცემული კურსი დამეხმარა მრავალი უნარის აღმოჩენასა და განვითარებაში. განვავითარე  ისეთი უნარები, როგორიც არის ანალიტიკური აზროვნება, ტექნიკური აზროვნება, ტესტირების პროცესის დაგეგმვა და პროგრესზე ორიენტირება. ვისწავლე მიდგომა, რასაც Agile მეთოდოლოგია ითვალისწინებს და კიდევ, რასაც გამოვყოფდი არის ის, რომ  გავხდი მეტად დაკვირვებული, ეს უკანასკნელი კი უმნიშვნელოვანესია, როდესაც მაღალ ხარისხს ეხება საქმე.

ლექტორის შესახებ

ლელა იყო საოცარი, როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ისე საქმისადმი დამოკიდებულებით. მან ძალიან დიდი შრომა ჩადო ჩემს განვითარებასა და ცოდნის მიღებაში. ამას პოზიტივით და დიდი შრომისმოყვარეობით აკეთებდა, რაც ძალიან დასაფასებელია და მის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ნამდვილად გამიმართლა, რომ ჩემი ლექტორი სწორედ ლელა გაბელაია იყო.

კურსის გავლის შემდეგ 

კურსის დამთავრებიდან ძალიან მალევე დავსაქმდი ორ კომპანიაში: ამერიკული კომპანია Novelty Today და TBC PAY.

პროფესია - ციფრული პროდუქტების ტესტერი

ჩემთვის საინტერესოა ციფრული პროდუქტების ტესტირება თავისი კომპლექსურობით, მუდმივად გმართებს კრეატივი, ფიქრი და ხარისხზე ორიენტირება. ასევე, საინტერესოა როდესაც იმის ნაწილი ხარ, რისი შედეგითაც ადამიანებს უმსუბუქებ და უმარტივებ ყოველდღიურობას.

სმარტ აკადემიის შესახებ

სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება შემესწავლა ციფრული პროდუქტების ტესტირება საფუძვლიანად. მომწონს ის, რომ ჰყავს კვალიფიციური ლექტორები, რომლებიც ორიენტირებულები არიან გასწავლონ მაღალ დონეზე.

რომ არა სმარტ აკადემია ახლა იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ. ასევე, იმდენ ცოდნას ვერ მივიღებდი ამ კუთხით რაც, ამ აკადემიაში ვისწავლე.

კურსის შესახებ გაიგე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია