მენიუ
banner banner

როგორ ცდილობს Heinz-ი ჰელოუინზე შეღწევას – „ვამპირული“ მარკეტინგული კამპანია (ვიდეო)

როგორ ცდილობს Heinz-ი ჰელოუინზე შეღწევას – „ვამპირული“ მარკეტინგული კამპანია (ვიდეო)

ტომატი სისხლის ნაცვლად და სანელებლების მაკიაჟი დრამატული ეფექტისთვის – ეს ჰელოუინის მთავარი ინგრედიენტებია. ამ დღესასწაულის აქსესუარებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ფული იხარჯება. მაგალითად, Prosper Insights & Analytics-ის მიხედვით, მხოლოდ 2020 წელს, ამერიკაში ჰელოუინის აქსესუარებში, $8.5 მილიარდი დაიხარჯა. მასშტაბების გაზრდის გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ წელს მომხმარებლები საშუალოდ, $102,74-ს დახარჯავენ. 

ამის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ მსოფლიოში ტომატის ყველაზე პოპულარულ ბრენდს, Heinz-ს აქვს ამბიცია, ამ დღესასწაულზე სწორედ მისი პროდუქტი გამოიყენონ, თუმცა არა დანიშნულებისამებრ... ის მომხმარებელს ეუბნება, რომ მისი ტომატი სისხლის „როლს საუკეთესოდ ასრულებს“. კამპანიის ფარგლებში, პარტნიორი სააგენტოს Wieden+Kennedy NY-ის დახმარებით 15-წამიანი ვიდეოც გადაიღეს, სადაც ჩანს, თუ როგორი შთამბეჭდავი და ბუნებრივია „ტომატის სისხლი“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სასურსათო მაღაზიებში იყიდება. 

სპეციალურად, ჰელოუინის მოსართავებისთვის კომპანიამ გასულ კვირას ახალი საიტიც გააკეთა HeinzHalloween.com. უფრო შორსაც წავიდა და უახლოეს დღეებში, ლოს ანჯელესში Heinz-ის ჰელოუინის მაღაზიაც გაიხსნება, სადაც მსურველებს შეეძლებათ შეიძინონ არა მხოლოდ ტომატი, არამედ ჰელოუინის ბრენდირებული კოსტიუმები, ურჩხულების, მუმიებისა და სხვა გამოსახულებებით. ამასთან, სულ რაღაც $20-ად გაიყიდება ნაკრებები, რომელშიც ერთიანდება, 20 ბოთლი ტომატი (სისხლისთვის), მაკიაჟის პალიტრა, ვამპირის კბილები და საზარელი წამწამები.

Heinz-ი იმედოვნებს, რომ სოციალურ ქსელს მალე მოედება ჰეშთეგი #HeinzHalloween.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

სხვა სტატიები

ყველა სტატია