პროდუქტის მარკეტინგის 6 მაგალითი იდეალური პოზიციონირებით
პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის სამუშაო „კალათა“ სავსეა დიდი გამოწვევებით – უნდა შექმნას სტრატეგია ახალი პროდუქტისთვის და პოზიციონირება შეძლოს. შემდეგ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაითვალისწინოს თითოეული პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი, რათა დადგინდეს, თუ როგორ შეუძლია წაახალისოს მომხმარებლები გამოიყენონ და შეიყვარონ ის. ამ სამუშაოში კი კრეატიულობა საუკეთესო არჩევანია ნებისმიერ პროდუქტზე მუშაობის დროს. როგორ უნდა შექმნა სამოქმედო გეგმა, რომელიც მილიონობით ადამიანს შენს პროდუქტს აყიდვინებს და დიდი დარბაზები შენი კომპანიის სიმბოლოებით გაივსება?
ჩვენ ამის რამდენიმე კარგი მაგალითი შევკრიბეთ და გთავაზობთ 6 ბრენდის სტრატეგიას, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერს ბრენდის თაყვანისმცემლების არმიის შექმნა შეუძლია.
1.Billie
ქალთა საპარსი საშუალებების ბრენდმა Billie-იმ, ცოტა ხნის წინ თავისი ახალი კამპანია #ProdujectBodyHair წამოიწყო, რომელსაც წინ უძღოდა სატელევიზიო რეკლამები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სარეკლამო კამპანიაში ქალის თმიანი სხეული გამოჩნდა. ამ კამპანიის იდეა Billie-ის პროდუქტთა გუნდს გაუჩნდა, რომლებმაც კონკურენტული უპირატესობის დასადგენად, გამოიკვლიეს ბაზარი და აღმოჩნდა, რომ ქალების საპარსების რეკლამებში საერთოდ არ ჩანს თმა. ეს აღმოჩენა გამოიყენეს ქალების ტკივილის გადმოსაცემად და წარმატებული პროდუქტის მარკეტინგული კამპანიაც მზადაა. მხოლოდ ამ კამპანიამ 23 ქვეყნის მედიაში, 3,3 მილიარდზე მეტი შთაბეჭდილება გამოიწვია, აქვს 21+ მილიონი ნახვა (60% ორგანული) და 1.3 მილიონზე მეტი გაზიარება და კომენტარი სოციალურ მედიაში.
Project Body Hair by Billie from Billie on Vimeo.
2. Grow and Convert
პროდუქტის მარკეტინგის პროდუქტი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ნივთი, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამები ან სერვისები, რაც მარკეტინგული სააგენტო Grow and Convert-ის რესურსია. ამ გუნდმა, გადაწყვიტა, შეეცვალა სააგენტოს პოზიციონირება. მათ სურდათ, პოზიციონირება როგორც ელიტარული, მდიდრული და მაღალი დონის კომპანია, რათა კლიენტები დიდი ბიუჯეტით მიეზიდათ. მათი სტრატეგია მოიცავდა კონკურენტულ ანალიზს ბაზარზე არსებული ხარვეზის დასადგენად. მათ აღმოაჩინეს სამი ხარვეზი: კონტენტის მარკეტინგული სააგენტო ორიენტირებულია ლიდერებზე კონტენტის პოპულარიზაციის ნაკლებობა მაღალი ხარისხის B2B კონტენტზე მხოლოდ რამდენიმე სააგენტო მუშაობს შემდეგ სააგენტომ განაახლა სერვისები და მომხმარებელს შესთავაზა პროდუქტი, რომელიც ამ სამივე ხარვეზს აღმოფხვრის. როგორც დაკვეთების გაზრდილმა რაოდენობამ და ბიუჯეტმა აჩვენა, აღმოჩნდა, რომ მათი პოზიციონირება სწორი და გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო.
3. MailChimp
MailChimp-ი არის ელექტრონული ფოსტის მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაფართოვდა და ახლა პოზიციონირებს, როგორც „ყველა მარკეტინგული ინსტრუმენტი ერთ კომპლექტში". მათი პროდუქტის მარკეტინგის ჯგუფმა დაადგინა, რომ მომხმარებლები იყენებენ თავიანთ ინსტრუმენტებს ბიზნესის გასაფართოებლად, ამიტომ გადაწყვიტეს კიდევ მეტი შანსი მიეცათ მათთვის. რა თქმა უნდა, შეეძლოთ საპირისპიროს გაკეთება, თუმცა მათ მოუსმინეს მომხმარებელს და მათი მესიჯები მიმართეს ახალბედა მეწარმეებისკენ. სწორედ ეს დაეხმარა წარმატებაში.
4.Unsplash
ეს არის ფოტოების გაზიარების ვებსაიტი. ფოტოგრაფებს შეუძლიათ ატვირთონ თავიანთი ვიდეოები, ხოლო სხვებს შეუძლიათ უფასოდ ჩამოტვირთონ. მათ ჰყავთ 200 ათასზე მეტი ფოტოგრაფი და საიტზე ხელმისაწვდომია 3 მილიონზე მეტი ფოტო. მაშ, როგორ მოახერხა Unsplash-მა მათი უფასო პროდუქტის რეალიზაცია? წიგნით დაიწყო. თავდაპირველად, საიტზე 30,000 ფოტო იყო. ამ ფოტოებით, ფოტოგრაფების პატივისცემის ნიშნად, წიგნი გამოსცეს. შემდეგ დაიწყეს კამპანია Kickstarter-ზე, რათა $ 75,000 შეეგროვებინათ. ამისათვის მათ შექმნეს მოკლე ვიდეო, რომელიც წიგნის კონცეფციას ხსნიდა. ამ ვიდეოთი $100,000 შეგროვდა და მიზანს $25,000-ით გადააჭარბა.
5. Airbnb
სასტუმროების ინდუსტრიაში Airbnb-მ რევოლუცია მოახდინა. ისინი მომხმარებლების დიდი ბიუჯეტის დაზოგვაში წლებია ეხმარებიან და ძვირადღირებული სასტუმროების ნაცვლად, იაფიან ჰოსტელებს სთავაზობენ. რამდენიმე წლის წინ, Airbnb-მა რებრენდინგი გააკეთა და ლოგო რამდენიმე კომპონენტიანი სიმბოლოთი ჩაანაცვლა. როგორც Airbnb წერდა: „ეს არის ნიშანი, ჩვენი ფანჯრების, კარისა და ჩვენი საერთო ღირებულებებისა. ესაა სიმბოლო, რომელიც, ჩვენ გარდა შესაძლოა, სხვებსაც ეკუთვნოდეს. ისევ და ისევ, ეს გრძნობა აძლევს Airbnb-ს კონკურენტულ უპირატესობას. კლიენტები დიდ სასტუმროებში ყოფნისას, არ გრძნობენ თავს „სახლში“. Airbnb-ს წყალობით, მათ შეუძლიათ იპოვონ უნიკალური ადგილი საკვლევად თუ დასასვენებლად.
6. Coca Cola
კოკა-კოლა თავდაპირველად ბაზარზე გამოჩნდა, როგორც ფარმაცევტული კომპანია. ის იყო წამალი, რომელიც შექმნილია თავის ტკივილისა და დაღლილობის სამკურნალოდ. მაგრამ 1800-იანი წლების ბოლოს, საგადასახადო საკითხის გამო, ყურადღება გაამახვილეს გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე. ეს სამიზნე ბაზარი მათი პროდუქტის მარკეტინგული სტრატეგიის ძირითადი ნაწილია და მას შემდეგ ისინი ამ სასმელით პოზიციონირებენ. მათი პროდუქცია ათწლეულების მანძილზე უცვლელი დარჩა. შედეგი? გლობალური მოსახლეობის 95%-ზე მეტი აღიარებს კოკა-კოლას პროდუქტებს.