მენიუ
banner banner

რა არის React JS ? – უნარები, კარიერული გზა და პასუხისმგებლობები

რა არის React JS ? – უნარები, კარიერული გზა და  პასუხისმგებლობები

„React JS არის ჯავასკრიპტის ბიბლიოთეკა, რომლის საშუალებითაც შეიძლება დინამიკური SPA (single page application) ტიპის ვებ-საიტების დამზადება. მისი მთავარი იდეა არის ის, რომ მოკლე ვადაში, მზა და მრავალჯერ გამოყენებადი კომპონენტების დახმარებით, გაამარტივოს დეველოპმენტი.“ – ასე განმარტავს საერთაშორისო კომპანია Webiz Georgia-ს Senior Software Engineer-ი გიორგი რამაზაშვილი საქმიანობას, რომლითაც წლებია დაკავებულია. დეტალურად გვაცნობს თავის საყვარელ პროფესიას და გვიყვება, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ ეს ყველაფერი.

React JS-ის ძლიერი მხარეები: 

  • არ აქვს რთული სინტაქსი და შესასწავლად მარტივია;

  • აქვს ხელმეორედ (Reusable code) გამოყენებადი კომპონენტები;

  • არის მსუბუქი და აქვს საკმაოდ კარგი წარმადობა;

  • არის SEO-ზე მორგებული.

პროფესია React JS დეველოპერი

მოვალეობა: თანამედროვე, მოქნილი, მარტივი პროგრამის (სოფტის) აწყობა, რომელიც სამომავლოდ, UI/UX დიზაინს მოერგება. 

თუ თანამედროვე ტექნოლოგია გაინტერესებს, გამორიცხულია ვებ-დეველოპმენტის გვერდის ავლა. ინტერნეტსივრცეში, სხვადასხვა პლატფორმებზე დიდ დროს ვატარებთ. თუ გაიაზრებ, რომ მსგავსი საიტის/აპლიკაციის შექმნა შენც შეგიძლია და მას ყოველდღიურად ასობით, ათასობით ან მილიონობით ადამიანი გამოიყენებს, დიდი ბედნიერების შეგრძნება დაგეუფლება. 

მოთხოვნა ბაზარზე:

ჩვენს დროში, პროგრამისტის პროფესია ძალიან მრავალფეროვანი და მოთხოვნადია. ეს საქმიანობა მოქნილი, მაღალანაზღაურებადი, საინტერესო და დინამიკურია, მუდმივად გიწევს ფეხი აუწყო დროს და სიახლეებს, მუშაობა შეგეძლება ნებისმიერი ადგილიდან, მთავარია გქონდეს ლეპტოპი და ინტერნეტი.

Covid ეპოქამ დაგვანახა, თუ რამდენად დიდია ვებ-დეველოპერების წვლილი იმაში, რომ ონლაინ რესურსებმა გამართულად იმუშაოს. Facebook, Instagram, Netflix, Udemy, Jira – ეს მცირე ჩამონათვალია იმ პლატფორმებისა, რომლებიც React JS-ს იყენებენ. 

ბოლო პერიოდში, საქართველოში ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ხდება, იზრდება კონკურენციაც, რაც თვითგანვითარების მოტივაციას გაძლევს.

როგორ უნდა გახდე React დეველოპერი?

React JS-ის შესწავლის წინაპირობაა პროგრამული ენების: HTML, CSS და JavaScript საბაზისო დონეზე ცოდნა. 

პიროვნული თვისებები: მოთმინება, ანალიტიკური აზროვნება, მუდმივად ახლის სწავლის სურვილი.

გიორგის უმუშავია შემდეგი პლატფორმების დეველოპმენტზე: Myvideo.ge , Imovies.ge, Unipay.com, Vendoo.ge, TheXplace და ა.შ. აგრეთვე, ისეთი კომპანიების შიდა სისტემებზე, როგორებიცაა: Caucasus Auto import, Archive.ge და ა.შ. ფრილანს რეჟიმში მუშაობს უცხოურ კომპანიებთანაც. 

პროგრამირებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გაუჩნდა. დაახლოებით, 8 წელია, რაც უშუალოდ ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით მუშაობს და ახლახან, მან კიდევ ერთი პასუხისმგებლობა აიღო. გიორგი სმარტ აკადემიის ლექტორთა გუნდს შეუერთდა და წარუძღვება კურსს, React JS დეველოპმენტი:

„კურსის შედგენისას გავითვალისწინე საკუთარი და ჩემ ირგვლივ მყოფი პროგრამისტების გამოცდილება, გამოვიყენე უკვე განხორციელებული პროექტების შექმნისას აღმოჩენილი დეტალებიც. ამ ყველაფერმა რეალობას მაქსიმალურად მორგებული, პრაქტიკული კურსი მოგვცა. შესაბამისად, სტუდენტი კურსის დასრულების შემდეგ მზად იქნება დასაქმდეს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებში, ფრილანსერად.“

თუ გსურს შენც იყო მათ შორის, გაეცანი დეტალებს კურსის შესახებ აქ.


მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

სხვა სტატიები

ყველა სტატია