მენიუ
banner banner

„არ არსებობს ორი ერთნაირი ილუსტრატორი...“ – გაიცანი ლექტორი

„არ არსებობს ორი ერთნაირი ილუსტრატორი...“ – გაიცანი ლექტორი

ილუსტრატორმა ზიზი ნიშნიანიძემ კარიერა 5 წლის წინ, უნივერსიტეტის მეორე კურსიდან დაიწყო, თუმცა ცხოვრებას რომ დიჯიტალ სამყაროს დაუკავშირებდა, ბავშვობიდან იცოდა. დღეს კი სმარტ აკადემიაში ADOBE ILLUSTRATOR-ის კურსს წარუძღვება:

„ციფრული მედიით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. ჩემი მშობლები სარეკლამო და საგამომცემლო სფეროებში მუშაობდნენ და ფოტოშოპი ჩემი ბავშვობის განუყრელი ნაწილი იყო.16 წლის რომ ვიყავი, სახატავი „პადი“ მაჩუქეს და მას შემდეგ, გადავწყვიტე პროფესიაც ამ მიმართულებით ამერჩია. თავისუფალ უნივერსიტეტში, კომუნიკაციის დიზაინზე ჩავაბარე. კარიერაზე სერიოზულად ფიქრიც მაშინ დავიწყე.“

S: მოგვიყევი ერთ გამორჩეულ პროექტზე

ჩემი საყვარელი პროექტი სტალინის თამაშია. ჰაკათონისთვის ძალიან კარგ ქოფირაითერთან ერთად პატარა თამაში გავაკეთე, რომელშიც მოთამაშე სტალინის როლშია და ბრალდებულების ბედი უნდა გადაწყვიტოს. სტალინის რეპრესიების უკეთ გადმოსაცემად აღებული გვყავდა ნამდვილი ხალხი, რეალური ბრალდებებითა და განაჩენებით. პერსონაჟები კი ამ ხალხის პორტრეტებზე დაყრდნობით შევქმენი. 

S: რა ხდის თქვენს საქმიანობას გამორჩეულს? რა არის ის მთავარი, რაც მოტივაციას გაძლევთ ან რაც თქვენს საქმიანობაში განსაკუთრებით გიყვართ?

გამორჩეული ამ საქმიანობაში ისაა, რომ არ არსებობს ორი ერთნაირი ილუსტრატორი. სტილი შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი, მაგრამ არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი ილუსტრატორი. ამიტომ, ძალიან მიყვარს ერთი და იგივე თემატიკის სხვადასხვა ინტერპრეტაციების თვალიერება. 

S: რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ ილუსტრატორი გახდე? 

რა თქმა უნდა, ტექნიკური უნარები და კრეატიულობა. ძალიან ბევრს ტექნიკური მხარე აშინებს, რაც ჩემი აზრით, არალოგიკურია – ყველას შეუძლია ისწავლოს ხატვა და ციფრული პროგრამები იმ დონეზე, რომ თვითგამოხატვა შეძლოს.

S: საქართველოში რამდენად მოთხოვნადია ეს საქმე?

ბოლო დროს საკმაოდ მოთხოვნადი გახდა, მით უმეტეს თუ, მრავალმხრივი ცოდნა გაქვს.

S: მოგვიყევით კურსის შესახებ. რაზე გაამახვილეთ ყურადღება სილაბუსის შედგენისას? 

Adobe Illustrator-ი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროგრამაა ილუსტრატორებისა და დიზაინერებისთვის. ვებდიზაინიდან დაწყებული წიგნის ილუსტრაციებითა და ლოგოს დიზაინით დასრულებული, ყველაფერი ილუსტრატორში კეთდება.

კურსზე ყველაზე დიდ ყურადღებას საფუძვლებზე ვამახვილებ. ილუსტრატორში მუშაობის ძალიან ბევრი მეთოდი და სტილი არსებობს, მაგრამ საფუძველი ერთია. აუცილებელია, ამ ფუნდამენტური ელემენტების კარგად გააზრება და მიჩვევა. 

შემოგვიერთდი ADOBE ILLUSTRATOR-ის კურსზე. რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია